ალექსანდრე ლუკაშენკო

23 May. 2023, 23:58

ყველა მიმართულებით გავეცი მითითებები და ღმერთმა დაგიფაროთ, რამე გაკეთებული არ იყოს. ჩაერთეთ და დაიწყეთ მუშაობა. თორემ ბიჭებო, არავის დავინდობ. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ სიკვდილს ვაპირებ, დამშვიდდით, დაწყნარდით. ეს სხვა არაფერია, თუ არა უსაქმური მსჯელობა მესენჯერებსა და ტელეგრამის არხებში. ადენოვირუსი, თუ რაღაც ასეთი იყო? ადენოვირუსი. არაფერი.

კარანიკი იღიმება: სამი დღეა მკურნალობს. მაგრამ რადგან მე არ მქონდა მკურნალობის საშუალება (ხან მოსკოვში დამჭირდა წასვლა, შემდეგ შაბათობები, შემდეგ გროდნოში, შემდეგ გომელში), ეს ყველაფერი დაგროვდა. ამიტომ არ ვაპირებ სიკვდილს, ბიჭებო. ჩემთან ერთად კიდევ ძალიან დიდხანს დაიტანჯებით.

ბოლო რამდენიმე კვირაა ადგილობრივი ოპოზიციური ტელეგრამ არხები ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებაზე წერდნენ, რადგან ის საჯარო ღონისძიებებზე არ ჩანდა. ახლა ბელარუსული სახელმწიფო მედია იუწყება, რომ დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტმა დავალება მისცა მთავრობას, 2024 წლის 1 იანვრამდე ჯანდაცვის სფეროში არსებული ყველა ხარვეზი აღმოფხვრან. სწორედ ამ დროს იხუმრა ლუკაშენკომ, რომ სიკვდილს არ აპირებს და გადაამოწმებს, როგორ შეასრულეს დავალებები. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…