TI-ის კვლევით, იუსტიციის საბჭოს ახალ წევრებს სანქცირებულ მოსამართლეებთან კავშირები აქვთ
რატომ არის მნიშვნელოვანი: 17 მაისს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი, ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.
- მმართველ გუნდთან ერთად კანდიდატებს მხარდაჭერა ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატმაც გამოუცხადა.
- საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ ზოგიერთი მათგანი ქართულ ოცნებას გაურიგდა.
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი და კვალიფიციური არამოსამართლე წევრების არჩევა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციებშიცაა.
დეტალები: TI-ის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების ბიოგრაფიების შესწავლით გამოვლინდა, რომ მათ კავშირები აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შენგელიასთან.
- გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი ვერ ხედავენ სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს.
- "შესაბამისად, მათი საბჭოში არჩევა კიდევ უფრო მეტად გაამყარებს კლანის პოზიციებს და ხელს არ შეუწყობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, რაც აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს", — აცხადებენ TI-ში.
- მათივე შეფასებით, შერჩევის პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მმართველი პარტია აგრძელებს სასამართლო კლანის მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათი ძალაუფლების შენარჩუნებას.
ზურაბ გურასპაშვილი საბჭოს წევრობამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი იყო.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, ის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატად ორმა ორგანიზაციამ დაასახელა, სამოქალაქო განვითარების საზოგადოებამ და საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდმა.
- TI-ში ამბობენ, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში ამ ორგანიზაციების საქმიანობაზე ინფორმაცია არ იძებნება.
- 2006-2010 წლებში გურასპაშვილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ცნობით, ამავე პერიოდში ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში მუშაობდა კლანის ერთ-ერთი წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი მიქაუტაძე.
- "ზურაბ გურასპაშვილის და მისი მეუღლის სოციალური ქსელის Facebook-ის მონიტორინგიდან გამოიკვეთა, რომ მათ კავშირი აქვთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სანქცირებულ მოსამართლე ირაკლი შენგელიასთან და მის მეუღლესთან, ლანა თევზაძესთან. საგულისხმოა, რომ ლანა თევზაძე, თავის მხრივ, გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ლევან თევზაძის დაა", — ვკითხულობთ ორგანიზაციის კვლევაში.
- აქვე ნათქვამია, რომ გურასპაშვილის ცოლმა, თამარ ბლიაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობა 2017 წელს, კურიერის პოზიციიდან დაიწყო, 2019 წელს სხდომის მდივანი გახდა, 2022 წლის მაისიდან კი მოსამართლის თანაშემწედ დაწინაურდა.
- გასაუბრებისას გურასპაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებად გადატვირთულობა და შენობების ტექნიკური ადაპტირება დაასახელა. ასევე, თქვა, რომ დღეს სასამართლო სისტემა სრულად დამოუკიდებელია.
გიორგი გზობავა საბჭოს წევრობამდე ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი იყო.
- "გზობავას კანდიდატურა პარლამენტს ახალგაზრდა ადვოკატებმა წარუდგინა. ორგანიზაციას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ქართული ოცნების ე.წ. აქტივისტებს", — ვკითხულობთ TI-ის კვლევაში.
- მათი განმარტებით, ახალგაზრდა ადვოკატებს პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება არ ჰქონდა და პარლამენტის მიერ საბჭოს წევრად გზობავას არჩევა კანონის ცალსახა დარღვევაა.
-
"გიორგი გზობავას პარლამენტში საჯარო გასაუბრებისას არ უსაუბრია სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ გამოწვევებზე: ყურადღება მხოლოდ სასამართლო სისტემაში ისეთ ტექნიკურ-ლოჯისტიკურ პრობლემებზე გაამახვილა, როგორიცაა არასაკმარისი სასამართლო დარბაზები, თარჯიმნების ნაკლებობა, კომპიუტერული ხარვეზები და სხვა".
ტრისტან ბენაშვილი საბჭოს წევრობამდე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მუშაობდა.
- მისი კანდიდატურა პარლამენტს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ წარუდგინა.
- TI-ის ინფორმაციით, ბენაშვილი 1999-2004 წლებში აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან და ლევან მურუსიძესთან ერთად თბილისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა.
- "გასაუბრებისას ბენაშვილი კრიტიკული არ ყოფილა სასამართლო სისტემაში დღეს არსებული მდგომარეობის მიმართ. ძირითად გამოწვევებად კი სასამართლოს გადატვირთულობა და მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირე დაასახელა. განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა მაღალია, რასაც მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელი ადასტურებს", — ვკითხულობთ ანგარიშში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები