"როკ-ენ-როლის დედოფალი" ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფოტო: alain / Sygma / Getty Images
ლეგენდარული მომღერალი და როკ-ენ-როლის დედოფლად წოდებული ტინა ტერნერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მუსიკოსის ოფიციალური წარმომადგენელი ბერნარდ დოერთი ავრცელებს.
"მისი სახით მსოფლიომ მუსიკის ლეგენდა და სამაგალითო პიროვნება დაკარგა", — წერს დოერთი.
ტერნერს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები წლების განმავლობაში ჰქონდა. მუსიკოსს 2016 წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, 2017 წელს კი თირკმელი გადაუნერგეს.
მსოფლიოში აღიარებულმა ვარსკვლავმა თავისი ბოლო სოლო ალბომის გამოშვების მომდევნო წელს, 2000-ში, განაცხადა, რომ კარიერას ასრულებდა. თუმცა, მოგვიანებით, 2008 წელს, იგი სცენას მაინც დაუბრუნდა და ჯერ ბიონსესთან ერთად იმღერა გრემის დაჯილდოებაზე, მერე კი თავისი 50-წლიანი კარიერის აღსანიშნავად ტურნე წამოიწყო.
აი, კარიერაში წარმატების მიღწევამდე კი ადვილი გზა არ გამოუვლია. 1939 წელს დაბადებულმა ტერნერმა სიმღერა ჯერ ადგილობრივი ეკლესიის გუნდში დაიწყო, მერე კი გეზი დიდი სცენებისკენ აიღო და ბევრ წინააღმდეგობასაც წააწყდა.
"საშინელი ცხოვრება მქონდა", — იხსენებდა მუსიკოსი რამდენიმე წლის უკან, — "უბრალოდ, გზა განვაგრძე. გზას აგრძელებ და იმედს იტოვებ, რომ რაღაც მოხდება".
"რაღაც" კი ტერნერის ცხოვრებაში ნამდვილად მოხდა; 100 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით მომღერალი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად მიიჩნევა. მას მიღებული აქვს გრემის 12 ჯილდო. ამასთან, ტერნერი, რომელიც Rolling Stone-ის გარეკანზე გამოჩენილი პირველი შავკანიანი და პირველი ქალი შემსრულებელია, ამავე ჟურნალმა ყველა დროის 100 საუკეთესო მომღერალს შორისაც დაასახელა. მუსიკოსის სახელობის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანშიცაა. თუმცა, ტერნერისთვის კარიერულ მიღწევებზე მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო.
"ნამდვილი და ხანგრძლივი ბედნიერება ურყევი, იმედიანი სულის ქონას მოაქვს — სულისა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც ანათებს", — განაცხადა ტერნერმა 2020 წელს, — "აი, ამას მივაღწიე ცხოვრებაში. და ჩემი ყველაზე დიდი სურვილიც ისაა, სხვებს ჭეშმარიტი ბედნიერების პოვნაში დავეხმარო".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები