როგორ დავზოგოთ დრო ტექნიკასთან ერთად
ცნობილი გამონათქვამი "დრო ფულია" 1748 წელს გაჩნდა და მისი ავტორი ამერიკელი საზოგადოებრივი მოღვაწე, მეცნიერი და გამომგონებელი ბენჟამენ ფრანკლინია. მას შემდეგ რამდენიმე ასეული წელი გავიდა და 21-ე საუკუნეში დრო ისეთი ძვირფასი გახდა, როგორც არასდროს. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილი საკმაოდ დატვირთულია. მას სურს მოასწროს ყველაფერი და ბევრს მიაღწიოს. ამ პროცესში კი დროის დაზოგვა უმნიშვნელოვანესია და ამიტომ გონიერი და მიზანდასახული ადამიანები დროის დაზოგვის მიზნით არც ფინანსებს იშურებენ, არც ენერგიას.
ყველამ ვიცით, რომ ადამიანებს დროის დაზოგვაში სწრაფად შესრულებული სამუშაო ეხმარებათ. რაც უფრო სწრაფად შესრულდება საქმე, მით მეტი თავისუფალი დრო რჩებათ საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის, გართობისა თუ უბრალოდ დასვენებისთვის. ამ დროს ბევრი რამ დამოკიდებულია იმ ტექნიკასა და გაჯეტებზე, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ. განსაკუთრებით, დღეს, როცა კოვიდპანდემიის შემდეგ დასაქმებულთა დიდმა ნაწილმა მუშაობა დისტანციურად, ოფისს გარეთ არჩია.
ლიკუნა ხაჭაპურიძე ცნობილი მოდელი, ინფლუენსერი და კონტენტკრეატორია, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რიტმს მიჰყვება და მის ყოველდღიურობაში პროფესიისა და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ხარისხიან ლეპტოპს საკმაოდ დიდი როლი აქვს.
ლიკუნას ყოველდღიური სამუშაოს სწრაფად შესრულებაში მისი MacBook Air ეხმარება, რომელიც მუდამ თან აქვს — იქნება ეს სამუშაო სივრცე, კაფე, მოსასვენებელი პარკი თუ მოგზაურობა.
ქართველი ინფლუენსერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი სახლიდან მუშაობს თუ ოფისიდან, მან არასდროს უნდა დაიშუროს თანხა ხარისხიანი და სწრაფი ლეპტოპის შესაძენად, რადგან ეს სწორი და გონივრული ინვესტიციაა.
ამიტომ, ლიკუნასთვის მნიშვნელოვანია ტექნიკა, რომელიც მარტივად გამოსაყენებელი, გამძლე, ვიზუალურად გამორჩეულია.
"ტექნიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თინეიჯერობის წლებიდან კლასელებთან კომუნიკაცია ფილმების ყურება, გართობის ის შესაძლებლობები მახსოვს, რასაც ტექნიკა მაძლევდა. სტუდენტობის წლებში განათლების მისაღებად შეუცვლელი საშუალება ისევ და ისევ მობილური და ლეპტოპი იყო. ახლა კი, MacBook Air ის დამხმარე საშუალებაა, რომლის გარეშე მუშაობას ფაქტობრივად ვერ შევძლებდი", — აღნიშნავს ლიკუნა.
გასაკვირი არაა, რომ კონტენტის შემქმნელი, რომელიც გამომწერებს განსაკუთრებული სტილით აღაფრთოვანებს, ნივთების ესთეტიკურ მხარეს დიდი მნიშვნელობას ანიჭებს.
"რა თქმა უნდა ერთია ხარისხი და მეორეა, MacBook Air-ის ვიზუალური მხარე. მე, როგორც კონტენტკრეატორი, ამ დეტალსაც დიდ ყურადღებას ვანიჭებ. ვიზუალურ მხარეზე ჩემს კონტენტშიც ხშირად ვამახვილებ ყურადღებას. ვფიქრობ, ტექნიკა გარკვეულწილად ხაზს უსვამს ადამიანის ხასიათსა და ინდივიდუალიზმს", — ამბობს ლიკუნა.
ოფისს გარეთ ქართველი კონტენტკრეატორი უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, თავის განუყრელ MacBook-თან ერთად მუშაობა ორმაგად სასიამოვნოა როგორც სახლსა და ოფისში, ისე ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე, იქნება ეს კაფე, მოსასვენებელი სივრცე თუ მოგზაურობა რომელიმე უცხო ქვეყანაში.
"წლების განმავლობაში არ მახსენდება შემთხვევა, როცა რაიმე სამუშაოს შესრულება გამჭირვებია ჩემი ლეპტოპის გაუმართაობის გამო. სადაც არ უნდა ვიყო, ლეპტოპი სულ თან მაქვს და ეს ნამდვილად მიადვილებს როგორც მუშაობას, ისე სწრაფად კომუნიკაციას ჩემს გამომწერებთან, რაც საბოლოოდ ძალიან დიდ დროს მიზოგავს. ამიტომ ვფიქრობ, MacBook Air-ის შეძენა სწორი არჩევანი იყო", — ამბობს ქართველი კონტენტკრეატორი.
ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, MacBook-ი საუკეთესო ლეპტოპია ეფექტური მუშაობისა და დროის დაზოგვისთვის. როგორც ბენჯამინ ფრანკლინმა თქვა, დრო ფულია, ასე რომ, დაზოგეთ თქვენი დრო MacBook-თან ერთად.
MacBook-ის ფუნქციებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ავტორიზებული დისტრიბუტორის, ელიტ ელექტრონიქსის საიტზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები