ჯუანშერ ბურჭულაძე

26 May. 2023, 11:23

მე მინდა, უპირველეს ყოვლისა, მივულოცო დღევანდელი დღე. ეს არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების. ეს დღე არის ჩვენი ძალიან ძვირფასი დღე, როგორც აწმყოში, ისე მომავალში. რა თქმა უნდა, მინდა, მივულოცო ჩვენი გმირების ოჯახებს ეს დღე. მინდა, მივულოცო ახალწვეულებს და სრულიად საქართველოს საზოგადოებას. მე მინდა ვთხოვო ჩვენ საზოგადოებას, რომ ამ დღის გარშემო ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთიანი. და ორი რამ, რაც მინდა, რომ ჩვენ ახალ თაობას შთავაგონოთ ესაა: პირველი, ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და მეორე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება.

ყველა ღირებულების დისკრედიტაციას ნუ ცილობთ, ძალიან გთხოვთ. ჯარის დისკრედიტაცია, ეკლესიის დისკრედიტაცია და ახლა ამ დღის დისკრედიტაცია. არ შეიძლება.

განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ. ხოლო როცა თავდაცვის მინისტრი "კომენტარზე დადგა" მედიას კითხვების დასმის საშუალება არ მისცეს. ჟურნალისტებს მხოლოდ მიკროფონები და ტელეფონები გამოართვეს და ჯუანშერ ბურჭულაძის საუბარი ჩაუწერეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…