ირაკლი ღარიბაშვილი

26 May. 2023, 13:07

საქართველო გმირების ქვეყანაა. ჩვენ ვახტანგ გორგასლის ქვეყანა ვართ, ჩვენ დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვართ, ჩვენ თამარ მეფის ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ მეფე ერეკლეს ქვეყანა და სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას. "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი" — მეფე ერეკლეს ეს სიტყვები დიდი აკაკის პოემიდან სახელმძღვანელო უნდა იყოს თითოეული ქართველისათვის და პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის, ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება პირადი ღირსებისა და ეროვნული სიამაყის ფუნდამენტია.

თავისუფლება ჩვენი დიდი წინაპრებისთვის მუდმივად ბრძოლით მოსაპოვებელი მიზანი იყო და არა თავისთავადი მოცემულობა. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყანაა, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს, სამწუხაროდ, ბევრი შიდა და გარე, ხილული თუ ფარული მტერი ჰყავს, შესაბამისად, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს ჭირდება განმტკიცება, რომელიც მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას და ეს ჩვენი ვალდებულებაა.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…