ქორწინებაზე ფიქრობ? — აი, 5 რჩევა, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამ
ფოტო: Dribbble
ქორწინება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ვიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯს ადამიანები ძირითადად სიყვარულის გამო დგამენ, ეს გრძნობა ერთადერთი რამ არაა, რაც წყვილმა ქორწინებამდე უნდა გაითვალისწინოს.
ოჯახის შექმნისას სიყვარული და ურთიერთპატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ქორწინება საერთო მიზნებისკენ სწრაფვას, მსგავსი ღირებულებების გაზიარებას, ერთმანეთის დახმარებასა და სხვადასხვა საკითხზე შეთანხმებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ აუცილებელია, ამ ნაბიჯის გადადგმამდე წყვილს ერთმანეთის მოლოდინებზე, მიზნებსა და მზაობაზე ზუსტი წარმოდგენა ჰქონდეს.
თუ ქორწინებაზე ფიქრობ, ამ სტატიაში 5 რჩევას გაგიზიარებთ, რომელიც დაგეხმარება იმის გაგებაში, მზად ხარ თუ არა ამ ნაბიჯის გადასადგმელად:
1. გაუზიარეთ ერთმანეთს კარიერული და განათლებასთან დაკავშირებული მიზნები
ფოტო: Partho Mondal / Dribbble
განათლებასა და კარიერას ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და, რა თქმა უნდა, ყოველდღიური ცხოვრების სტილსა და გეგმებზე არსებით გავლენას ახდენს. სასწავლებლად სხვა ქალაქში თუ საზღვარგარეთ წასვლა, დღის განმავლობაში თავისუფალი დროის არსებობა, სამსახურის გამო საცხოვრებლისა და რეჟიმის შეცვლა — ეს ის გამოწვევებია, რომელთა წინაშეც ნებისმიერი წყვილი დგება.
ყველას აქვს განათლებისა და სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლება, რაც ქორწინების დროსაც არ იზღუდება. ქორწინებამდე აუცილებლად უნდა იცოდე, რომ შენი პარტნიორი შენს სურვილებს იზიარებს და ეთანხმება, რათა ამ თემის გამო მომავალში ურთიერთობაში პრობლემები ან შეზღუდვები, შეძლებისდაგვარად, თავიდან აირიდოთ.
2. გამოხატეთ მზაობა, რომ მომავალში მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებებს შეთანხმებით მიიღებთ
ფოტო: Olga Semklo / Dribbble
ქორწინება იმას ნიშნავს, რომ პარტნიორები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმებით იღებენ და ორივე მათგანის აზრს თანაბარი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია, ქორწინებაში ორივე ადამიანის ინტერესები და სურვილები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული, სხვაგვარად ერთი მხარის უფლებები დაირღვევა, რაც სამომავლოდ ბევრ სხვა პრობლემასა და უთანხმოებას გამოიწვევს.
3. გაიგე, უნდა თუ არა შენს პარტნიორს შვილი
ფოტო: Uran Duo / Dribbble
საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ქორწინება დღემდე შვილების ყოლასთან ასოცირდება, თუმცა ეს ასე არაა. რეპროდუქციული უფლებები ქორწინების განუყოფელი ნაწილია და იმას გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილება სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, თავად გადაწყვიტოს, უნდა თუ არა შვილები, როდის უნდა და რამდენი. ამ საკითხზე ქორწინებამდე შეთანხმება მნიშვნელოვანია. უთანხმოების შემთხვევაში, ერთ-ერთი მხარის სურვილი გათვალისწინებული არ იქნება, რაც, დიდი ალბათობით, კონფლიქტების უსასრულო ჯაჭვს გამოიწვევს.
4. გაიგე, როგორ წარმოუდგენია შენს პარტნიორს საოჯახო საქმეების განაწილება
ფოტო: Lydia Nesmeshnaya / Dribbble
საოჯახო საქმეები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჭურჭლისა და სარეცხის დარეცხვა, დაწმენდა, დასუფთავება, დალაგება, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული საქმეები — ცხოვრება გაცილებით მარტივია, როცა ამ მოვალეობებს პარტნიორთან ერთად თანაბრად ინაწილებ.
ამ თემაზე უთანხმოება თქვენს ყოველდღიურობაში პატარა თუ დიდ დაბრკოლებებს გააჩენს, რომელიც მოგვიანებით ურთიერთობაში თავს აუცილებლად იჩენს. ამიტომ აუცილებელია, წინასწარ სწორი წარმოდგენა გქონდეთ იმის შესახებ, თუ როგორ გაინაწილებთ პასუხისმგებლობებს და გადაწყვეტილებით ორივე მხარე კმაყოფილი იყოთ.
5. ეს ნაბიჯი სრულწლოვან ასაკში გადადგი — მაშინ, როცა ემოციურად და ფიზიკურად მზად იქნები
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული, 16 წელს მიღწეულ პირებს კი ქორწინება მხოლოდ მშობლების ან მზრუნველის თანხმობით შეუძლიათ. 16 წლამდე ასაკის ბავშვთან სქესობრივი კავშირის დამყარება კი სისხლისსამართლებრივი დანაშაულია. საკანონმდებლო რეგულირების მიუხედავად, ბავშვთა ქორწინება დღემდე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. განათლების მიღებაში ხელშეშლა, ოჯახში ძალადობა, მოზარდობის დროს ორსულობა, ორსულობის შემდეგ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები — ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ადრეული ქორწინება ბავშვებისთვის, განსაკუთრებით, გოგოებისთვის იწვევს.
ქორწინება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლის გადადგმას ბევრი ფიქრი, ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვება, საკუთარი თავის, ინტერესებისა და მიზნების უკეთ შეცნობა სჭირდება. ეს ყველაფერი ადრეულ ასაკში რთულია, რადგან სრულწლოვნებამდე ჩვენი სურვილები, ხასიათი და მიზნები გამუდმებით იცვლება.
თუ გინდა, მეტი რამ გაიგო ადრეული ქორწინების საკითხებზე, გადმოწერე 112-ის აპლიკაცია, რომლის განახლებულ ვერსიაში, 112-ისა და UNFPA Georgia-სთან თანამშრომლობით, ყველა კითხვაზე მიიღებ პასუხს. განახლების ფარგლებში, ჩანართში "რჩევები" დაემატა ინფორმაცია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ, კერძოდ: რა არის ადრეული ქორწინება; როგორ ხდება მისი სამართლებრივი რეგულირება და როგორ ისჯება დამნაშავე. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ანდროიდისა და iOS სისტემებისთვის და ინფორმაციის მიღება ახლა უკვე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეცაა შესაძლებელი.
წინამდებარე მასალა მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით. მისი შინაარსი წარმოადგენს On.ge-ს პასუხისმგებლობას და შესაძლოა, არ ასახავდეს შვედეთისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ხედვას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები