კრიტიკის შემდეგ, პაპუაშვილი ღარიბაშვილს ექომაგება და მის გამართლებას ცდილობს
რატომ არის მნიშვნელოვანი: ღარიბაშვილმა გუშინ მორიგი საერთაშორისო ტრიბუნა ისევ ანტიდასავლური განცხადებების გასაკეთებლად გამოიყენა.
- დასავლელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კრიტიკის მთავარი საგანი კი გახდა ის, რომ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად NATO-ში გაწევრიანების სურვილი დაასახელა.
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის განცხადებამ "არასწორი და განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია".
- მისი თქმით, საქართველოს აქვს სიტყვის უფლება, როცა საქმე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას ეხება და პრემიერმინისტრის სიტყვები "სწორად უნდა იყო გაგებული".
- "ჩვენ გვაქვს უფლება ეჭვქვეშ დავაყენოთ ზოგიერთი ჩვენი მეგობრის და კრიტიკოსის დამოკიდებულება, რადგან საქართველო არაერთხელ გამხდარა უსამართლო, თითქმის ფარისევლური მოპყრობის ობიექტი", — წერს ის.
- ეპალირებს იმაზე, რომ ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს საქართველომ ყველაზე დიდი სამხედრო პერსპონალი შეიყვანა ავღანეთში NATO-ს ოპერაციებში.
- ამის შემდეგ კი დასავლეთს "გაურკვეველ პოზიციასა" და აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსთვის არასაკმარის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
- "ოკუპაციის ქვეშ საქართველოს არასტაბულური არსებობისა, მუქარისა და შევიწროების ყოველდღიური გამოცდილების მიუხედავად, დასავლეთმა კვლავ გაურკვეველი პოზიცია შეინარჩუნა".
- საუბრობს დასავლეთის ქვეყნების მიერ 2008 წელს საქართველოსთვის იარაღის დე ფაქტო ემბარგოს დაწესებასა და მომდევნო წლებში მოსკოვთან საგარეო ვაჭრობის "უპრეცედენტო დონემდე გაზრდაზე".
- "დასავლეთის ბევრ ქვეყანას დღემდე ეშინია, რომ რუსეთის ქმედებებს საქართველოში ოკუპაცია უწოდოს".
დეტალები: პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართელოს "პრორუსულობაში" ახლა აუხსნელად აკრიტიკებენ და ამტკიცებს, რომ ყველაფერი, რაც სახელმწიფომ გააკეთა "რუსეთის მიმართ სტსტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის" გაგრძელებაა.
- "ეს პოლიტიკა გულისხმობს რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების არდაწესებას და საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, რომლითაც ჩვენი ხალხის მიმართ უსამართლო სასჯელი გაუქმდა, საპასუხო სანქციების არდაწესებას".
- ასევე, ირწმუნება, რომ საქართველოს მოქალაქეები უარყოფითად აღიქვამენ დასავლელი პარტნიორების ასეთ "არათანმიმდევრუ და უსაფუძვლო კრიტიკას".
- ამის შემდეგ, საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში რუსეთის ომი უფრო არანაკლებ სასტიკი იყო, ვიდრე უკრაინაში, იმ დროს კი ამას "დასავლეთის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია".
- "მეორე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები პრაქტიკულად არ გააჩნია, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ, "გაბედულად" იმოქმედოს. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შეუძლია ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, როგორც NATO-ს მე-5 მუხლის მფარველობის ქვეშ მყოფ მოკავშირე ქვეყნებს".
გარდა ამისა, პრაგმატულს უწოდებს საქართველოს პოზიციას, რუსეთისთვის სანქციების, არდაწესებაზე და ამას კვლას ეკონომოკის განადგურების თავიდანაცილებით ხსნის შემდეგ კი ამბობს, რომ არასდროს დაუშვებენ "საქართველოს გავლით სანქციებისთვის გვერდის ავლას".
- დასავლეთს საყვედურობს იმისთვის, რომ მცდელობის მიუხედავად, საქართველო "დამსახურებულ ნაბიჯებს არასდროს იღებს".
- "NATO-სა და ევროკავშირში შესვლის მცდელობების მიუხედავად, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან. საქართველო გასულ წელს კანდიდატის სტატუსის გარეშეც კი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ასოცირებულ სამეულში აშკარა წინამორბედები ვიყავით".
- "უკვე 15 წელზე მეტია, ბურთი დასავლეთის მხარესაა, როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს მოენანზე.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები