შემეცნებითი თამაში, საგზაო ლოტო — თამაშობანასა და თეგეტას კოლაბორაცია
ფოტო: თეგეტა
ხანგრძლივი, მოსაწყენი და დამღლელი მგზავრობა რომ სახალისო, სასიამოვნო და რაც მთავარია, შემეცნებითი გახდეს, გაჩნდა იდეა გზაში თამაშზე. მგზავრობისას ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა — "მალე ჩავალთ?!" ბავშვებს რომ არც კი გაახსენდეთ და დროც მხიარულად გაატარონ, ამაზე კომპანიებმა თამაშობანამ და თეგეტა ჰოლდინგმა იზრუნეს. თამაში საგზაო ლოტო თეგეტას კამპანიის, საგზაო მოძრაობის კულტურის ფარგლებში შეიქმნა. მისი მეშვეობით მოგზაურობაში მყოფ ყველა ადამიანს, დიდსა თუ პატარას, თამაშ-თამაშით შეეძლება შეისწავლოს საგზაო მოძრაობის კულტურის მნიშვნელობა და მისი დაცვა.
"დიდხანს ვფიქრობდით საგზაო ლოტოს პროექტზე. გარკვეული სამუშაოები უკვე დაწყებული გვქონდა, თუმცა თეგეტას კამპანია უფრო შემეცნებითი და სიღრმისეული იყო ამ მიმართულებით — უშუალოდ მოძრაობის კულტურას ეხებოდა, როგორც ქვეითის, ისე მძღოლისა თუ მგზავრის. მოქალაქის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სიღრმისეულად ნაკვლევი გზით წავსულიყავით. ამიტომ შევთავაზეთ თეგეტას კოლაბორაცია, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა და ჩვენი თანამშრომლობაც შედგა. ვიზუალისთვის თეგეტას უკვე არსებული ნიშნები და მათი ილუსტრაციები გამოვიყენეთ. სტრატეგიასა და კონცეფციაზე კი თამაშობანამ იმუშავა. ჩვენი მიზანია, ბავშევებს მგზავრობა გავუხალისოთ და თამაშით ვასწავლოთ საგზაო მოძრაობის კულტურა. ეს არის თამაში, რომელიც, სასურველია, ყველას ედოს მანქანაში", — აღნიშნავს ნაუ სონღულაშვილი, თამაშობანას დამფუძნებელი.
ფოტო: თეგეტა
საგზაო ლოტო საგზაო მოძრაობის კულტურის 30 ნიშანს აერთიანებს, რომლებიც საზოგადოებაში მანკიერი ქცევის აღმოფხვრასა და მის ცვლილებას ისახავს მიზნად.
თამაშის წესები მარტივია: მოთამაშეები ბარათებს ინაწილებენ და მგზავრობის დროს ქუჩაში არასწორი ქცევის აღმოჩენას ცდილობენ. გამარჯვებული ის არის, ვინც პირველი შენიშნავს კუთვნილ ბარათებზე გამოსახულ სიტუაციას და ყველა ბარათს გადადებს.
მეტი მოტივაციისა და სტიმულისთვის მონაწილეები სიმბოლურად ხდებიან საგზაო მოძრაობის წესრიგის ელჩები. ბავშვებს კი წამახალისებელი სტიკერები გადაეცემათ და ისინი "საგზაო მოძრაობის დამცველების", "პასუხისმგებლობიანი მოქალაქეების" ან "საგზაო უსაფრთხოებაზე მზრუნველის" როლებს ირგებენ. თამაშ-თამაშში გავლილი გზა კი საინტერესო, სასიამოვნო და ნაყოფიერი ხდება.
ფოტო: თეგეტა
"თეგეტასთვის საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კამპანიებითა და პროექტებით ამ მიმართულებით აქტივობებს ისევ ვაგრძელებთ. ამ პროცესის ნაწილია საგზაო ლოტო, რომელიც თამაშობანასთან თანამშრომლობით შეიქმნა. თამაშში გამოყენებული ნიშნები ღრმა კვლევის შედეგად შემუშავდა და არსებულ პრობლემებს ეხმაურება. ამ სახით გვინდა, მოქალაქეებს შევახსენოთ, ბავშვებს კი თამაშ-თამაშით ვასწავლოთ საგზაო მოძრაობის კულტურის მნიშვნელობა. იმედი გვაქვს, რომ თამაში სამოქალაქო ვალდებულებების გაცნობიერებასა და გააზრებას შეუწყობს ხელს", — ამბობს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
საგზაო მოძრაობის კულტურა რომ შეიცვალოს, ამ საკითხზე ზრუნვა საერთო პასუხისმგებლობა უნდა გახდეს. ამიტომაც ამიერიდან მოგზაურობისას საჭირო და აუცილებელ ნივთებს შორის სამგზავრო ლოტოც გაითვალისწინეთ.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები