"თეგეტა გარემოსთვის" — თეგეტა ჰოლდინგი საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია
ფოტო: თეგეტა
Meliora 2022-ის გამარჯვებული მსხვილი კომპანია კატეგორიაში "მწვანე ინიციატივა" თეგეტა ჰოლდინგი გახდა. კონკურსში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია პროექტით "თეგეტა გარემოსთვის" მონაწილეობდა. ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსზე საუკეთესოები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. Meliora 2022-ის რიგით მეოთხე ცერემონიაზე კომპანიები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მდგრადი განვითარების სფეროში განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივებისთვის დაჯილდოვდნენ.
ფოტო: თეგეტა
"ძალიან სასიხარულო და ამავე დროს საპასუხისმგებლოა ჯილდო მწვანე ინიციატივებისთვის. თეგეტასათვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მეტიც, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ჩვენი CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომაც სიამოვნებით ჩავერთეთ კონკურსში და მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო ჟიურის საუკეთესო შეფასება დავიმსახურეთ, როგორც მსხვილმა კომპანიამ. ვიმედოვნებთ, სხვა ბიზნესებისთვისაც შევძლებთ მაგალითის მიცემას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და კონკურსში ჩართულ პირებს თეგეტას პროექტებით დაინტერესებისა და ჯილდოსთვის", — ამბობს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის მიზანი საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაციაა. წლევანდელ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სფეროს საერთაშორისო ექსპერტებმა კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოვეს. Meliora-ს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მონაწილე ჰყავს. წელს კონკურსში, სულ, 60 კომპანია ჩაერთო, ჯამში, 80 პროექტით.
თეგეტა ჰოლდინგი წარდგენილი იყო პროექტით "თეგეტა გარემოსთვის", რომელიც კომპანიის მწვანე ინიციატივებს აერთიანებს.
ჰოლდინგი თავისი საქმიანობიდან მიღებულ ნარჩენებს ეფექტიანად მართავს. ამ მიზნით შეიქმნა თეგეტას შემადგენლობაში ორგანიზაცია თეგეტა გრინ პლანეტი. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ნარჩენი ზეთის, მეორადი საბურავისა და აკუმულატორის შეგროვებას და აღდგენა-გადამუშავების მიზნით ნებართვის მქონე კომპანიებისთვის გადაცემას.
თეგეტა ჰოლდინგი მწვანე ოფისის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. ოფისებსა და სერვისცენტრებში მეორადი პლასტმასისა და ქაღალდის შეგროვებას უზრუნველყოფს და პარტნიორ საწარმოებს აბარებს.
ჰოლდინგი, რომელიც ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, თითოეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს თანამედროვე სტანდარტით ახორციელებს. ეს, პირველ რიგში, მშენებლობის პროცესში ენერგოეფექტურობის კომპონენტს გულისხმობს.
ამასთანავე, თეგეტა, შვილობილ კომპანიებთან ერთად, ხელს უწყობს ელექტრომობილების — გარემოზე ზრუნვის პრინციპით შექმნილი ავტომობილების პოპულარიზაციას და მომხმარებელს მასზე მორგებულ შესაბამის ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
ამ პროექტების საფუძველზე მიიღო საერთაშორისო ჟიურიმ გადაწყვეტილება და თეგეტა ჰოლდინგი კატეგორიაში "მწვანე ინიციატივა" გამარჯვებულად დაასახელა.
"კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესკომპანიებისათვის მომავალ განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიაა. მომხმარებლები, თანამშრომლები და საზოგადოება უფრო მეტად ითხოვენ კომპანიებისგან აქტიურ მონაწილეობას გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული საკითხების გადაჭრაში. შესაბამისად, Meliora-ს მსგავსი კონკურსები ეხმარება ბიზნესკომპანიებს, უფრო მეტად განავითარონ თავიანთი სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები და გააცნონ ისინი საზოგადოებას", — ამბობს ეკა ურუშაძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) დირექტორი.
დაჯილდოების ღონისძიებას კი 250 სტუმარი ესწრებოდა მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები