ნიკოლ ფაშინიანი

2 Jun. 2023, 12:42

თქვენ თქვით, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ. რა თქმა უნდა, ეს ხმამაღლა არასდროს თქმულა, მაგრამ, ვფიქრობ, შესამჩნევია — ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე უკრაინასთან ომში. და ჩვენი გრძნობა ამ ომიზე, ამ კონფლიქტზე არის შფოთვა, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ყველა ურთიერთობაზე.

დასავლეთში ამჩნევენ, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირე ვართ, უფრო ზუსტად, უფრო მეტად ამჩნევენ ამას. რუსეთში ხედავენ, რომ ჩვენ არ ვართ მათი მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში. და გამოდის, რომ ჩვენ არავის მოკავშირეები ვართ ამ სიტუაციაში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დაუცველები. ისე ჩანს, თითქოს ყველა ამ შეტაკებაში არსებობს ლავირების ვარიანტი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რაც უფრო რთულია სიტუაცია, მით უფრო ვიწროვდება ლავირების შესაძლებლობები. ჩვენ მანევრირებას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ ამ ვითარებაზე აზრი არ გვაქვს, არამედ იმ მიზეზით, რომელიც ერთი წუთის წინ აღვნიშნე: სამწუხაროდ, ჩვენი საზრუნავი იმდენად ბევრია, რომ არ გვაძლევს საშუალებას უფრო მეტად ჩავერთოთ სხვა საზრუნავების გადაჭრაში.

არმენპრესის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერმინისტრს ინტერვიუ ჰქონდა CNN primanews-სთან, რომლის ტრანსკრიპტი მათ მთავრობის აპარატიდან მიაწოდეს. ამ ინტერვიუში ჟურნალისტი ეკითხება ფაშინიანს, როგორია სომხეთის პოზიცია რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…