გაიგე, რას ამბობს შენი აიფონის ფერი შენს პერსონაზე
ოდესმე თუ დაინტერესებულხართ, რატომ მოსწონთ ადამიანებს ერთმანეთისგან განსხვავებული ფერები? ერთის საყვარელი ფერების პალიტრა მეორისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს, რისი მიზეზიც არის თითოეული ინდივიდის ემოცია და აღქმა, რომელიც სხვისგან განსხვავდება.
ფერები თვითგამოხატვის გარდა, ენერგიის გადაცემის საშუალებაცაა. თუ დაკვირვებიხართ, სხვადასხვა ფერი განსხვავებულ მოვლენასთან, გრძნობასა თუ საგანთან ასოცირდება. შესაბამისად, ის, თუ რა ფერის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და თუნდაც ტექნიკას ვატარებთ, გამოხატავს, რა განწყობით ვცხოვრობთ.
ფერების სიმბოლიზმს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მარკეტინგშიც. მაგალითად, წყლის მწარმოებელი კომპანიები შეფუთვისთვის ცისფერსა და ლურჯს ანიჭებენ უპირატესობას, რაც სიგრილესთან ასოცირდება და სხვა. დამახასიათებელ ფერებთან ასოცირდება მოდის სახლებიც, იქნება ეს Tiffany & Co. განუმეორებელი ფირუზისფრით, ასევე, მაშინვე ამოიცნობთ Bottega Veneta-ს მწვანეს, Valentino-ს წითელს და სხვა.
თუ თქვენ გარშემო ადამიანების ვიზუალურ მხარეს რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდებით, მარტივად მიხვდებით, რომელ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითისთვის, თუ სამსახურებრივ დრეს კოდზე ან უბრალოდ ინდივიდუალურ სტილზე ვისაუბრებთ, ადამიანები ხშირად პასტელურ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას, რათა ხაზი გაუსვან თავიან ინდივიდუალურ იმიჯს, რომელსაც ყოველდღიურობაში ფერადი აქსესუარებით ავსებენ, იქნება ეს ჩანთა თუ თუნდაც ფერადი სმარტფონი, რომელიც მფლობელის განწყობასა და ექსპერიმენტებისადმი სიყვარულზე მეტყველებს.
მიუხედავად იმისა, რომ შავი, თეთრი და ნაცრისფერი სმარტფონის კლასიკური ფერია და ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ მათზეა, მწარმოებლებმა აღმოაჩინეს, რომ გამორჩეულობისა და პიროვნულობის ხაზგასასმელად მომხმარებლების ნაწილი სიამოვნებით ირჩევს ფერად ტელეფონებს.
2013 წელს Apple-მა გადაწყვიტა, რომ შავ-თეთრი ტონების შემდეგ სმარტფონების ფერადი ხაზიც შემოეთავაზებინა. ასე შეიქმნა ბანანისფერი ყვითელი, ვარდისფერი საღეჭი რეზინის ფერი, კივის ფერი მწვანე და გამაგრილებელი სასმლის, Slush Puppie-ს იასამნისფერი სმარტფონი — iPhone 5C. ეს იყო სმარტფონი ყველასთვის, თუმცა ამავდროულად წარმოადგენდა საშუალებას, ფერის მეშვეობით გამოგეხატა გემოვნება და ინდივიდუალიზმი. შედეგად, iPhone 5C გამოსვლიდან სამ თვეში აშშ-ის სამ ყველაზე გაყიდვად სმარტფონს შორის მოხვდა. ბევრმა მომხმარებელმა გადაწყვიტა, რომ ჩვეულებრიობა ხანდახან მართლაც მოსაწყენია, წავიდა და ფერადი iPhone შეიძინა.
iPhone 5C-ს გამოსვლის შემდეგ თითქმის 10 წელი გავიდა და Apple გამორჩეულ ფერებს დღემდე ქმნის, მომხმარებელი კი ამისთვის ყოველთვის მზადაა.
ვლოგერ ნიკა ბაქრაძის თქმით, ფერებით განწყობის გადმოცემა მისი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერი ვიდეოს მომზადებისას ის ბრენდისა და პროდუქტის მიხედვით არჩევს გარემოსა და ტანისამოსს, რადგან ვიზუალი მაყურებელზე პირველ შთაბეჭდილებას ახდენს.
ექსპერიმენტების მოყვარული სხვა ადამიანების მსგავსად, არჩევანი ნიკამაც ფერად iPhone-ზე შეაჩერა, მიზეზი კი კონკრეტული ფერის სიყვარული და დადებითი ემოციებია, რომელსაც ის ანიჭებს.
ნიკა ბაქრაძისთვის ფერადი ტელეფონი ცხოვრების სტილის ნაწილია, ის თავს გამორჩეულად და განსხვავებულად აგრძნობინებს და ექსპერიმენტების საშუალებას აძლევს.
"მაშინ, როცა სამყაროში ფერის დაახლოებით 18 დეცილიონი ვარიაციაა დათვლილი, მოსაწყენია, ცხოვრება შავ-თეთრში გაატარო, ამიტომ არასდროს ვამბობ უარს ექსპერიმენტებზე. თუ ჩემს ვლოგებს თვალს ადევნებთ, ყოველთვის ვცდილობ, აუდიტორიასაც რაღაც გამორჩეული და განსხვავებული ვაჩვენო, არჩევანი კი მათზეა. ვცდილობ, განწყობა შევიქმნა ყველა იმ ნივთითაც კი, რომლებსაც მუდმივად ვიყენებ, ტელეფონი კი სულ ხელში მიჭირავს და რატომაც არა? მესმის მათი, ვისაც შეიძლება მკვეთრი ფერები ღლიდეს, მაგრამ ხანდახან ისინი ჩვენს ყოველდღიურობაში აუცილებელია", — აღნიშნავს ნიკა.
ნიკამ ფერად სმარტფონზე გააკეთა არჩევანი მაშინაც, როცა ოჯახის წევრისთვის ყვითელი iPhone შეიძინა. როგორც თვითონ ამბობს, ყვითელზე არჩევანი ერთადერთი მიზეზით შეარჩია, რადგან მისი ოჯახის წევრი ოპტიმიზმითა და სიხალისით გამოირჩევა და მის ამ თვისებებს ყველაზე კარგად ხაზს სწორი ყვითელი ფერი უსვამს.
ყოველწლიურად Apple-ის დიზაინერები აქტიურად ცდილობენ მომხმარებელს სხვადასხვა ფერის ტელეფონი შესთავაზონ და სმარტფონის ფერმა მისი მფლობელის ინდივიდუალიზმს მკვეთრად გაუსვას ხაზი.
თუ თქვენი ხასიათისა და სტილის შესაბამისი ფერის iPhone უკვე შერჩეული გაქვთ, გაიგეთ, რას შეიძლება ამბობდეს ის თქვენს პიროვნებაზე:
ლურჯი — შავის შემდეგ ლურჯი სმარტფონი წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იყო. ის გამოხატავს ელეგანტურობასა და წესრიგს, რისკენაც ბევრი ჩვენგანი მიილტვის. ასევე, ასოცირდება ფიქრთან, ზრუნვასთან, სიფრთხილესთან, ეფექტიანობასა და კონსერვატიულობასთანაც კი.
აღნიშნული ფერი თვითგამოხატვის საშუალებასაც გვაძლევს და ერთგვარი განაცხადია საკუთარი გემოვნების შესახებ.
წითელი — სიყვარულის, დომინანტობის, ცეცხლოვანების სიმბოლოა. ფსიქოლოგიაში ჩატარებული კვლევებით, წითელი ფერი მოწინააღმდეგეზე გავლენას ახდენს და დამარცხებისკენ უბიძგებს. მაგალითად, აღმოჩნდა რომ წითელფორმიანი სპორტსმენები უფრო ხშირად იმარჯვებენ. თუ გსურთ, გამოხატოთ თქვენი მებრძოლი ხასიათი და განწყობა, მაშინ წითელი iPhone სწორედ თქვენთვის არის შექმნილი.
ყვითელი — აღიქმება, როგორც მზის ფერი და ადამიანებში სიხარულის, სითბოს განცდას იწვევს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყვითელი სიმშვიდეს, ძალდაუტანებელ ურთიერთობებს, აღნიშნავს. ასევე ყვითელი სპონტანური ადამიანების ფერია, რომელთაც ახალი ინფორმაციის მიღება სწყურიათ. როდესაც ის საყვარელი ფერია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი კონტაქტური, ცნობისმოყვარე, თამამია, ადვილად შეუძლია კეთილად განაწყოს სხვები საკუთარი პერსონის მიმართ.
რომელი ფერი შეესაბამება თქვენს პიროვნულობასა და ცხოვრების სტილს?
სმარტფონების მრავალფეროვანი კოლექციით Apple ყოველწლიურად გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვხატოთ ჩვენი ინდივიდუალუზმი ჩვენივე ფერადი სმარტფონით. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.
iPhone 14-ის შეძენა შესაძლებელია ავტორიზირებული რესელერების მაღაზიებში: iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iPlus, iTechnics, iStore, Silknet.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები