თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით, სოციალური ფესტივალი — მწვანე ბაზარი გაიმართა
ფოტო: თეგეტა
3-4 ივნისს, 9 აპრილის ბაღში სოციალური ფესტივალი — მწვანე ბაზარი მოეწყო. ღონისძიებაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, მწვანე და სოციალური საწარმოებისგან შემდგარი, 70-მდე მეწარმის ნამუშევრები და პროექტები იყო წარმოდგენილი.
მწვანე ბაზრის მონაწილეები მთავარმა პრიორიტეტმა — გარემოზე ზრუნვამ გააერთიანა. ფესტივალი თეგეტა ჰოლდინგსა და მასში შემავალი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის, თეგეტა გრინ პლანეტის მხარდაჭერით გაიმართა. ორდღიანი ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ვორქშოპები და დისკუსია პლანეტის მწვანე მომავალზე, რომელიც თეგეტა გრინ პლანეტის სივრცეში მოეწყო.
ფოტო: თეგეტა
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის მიმართულებით. მწვანე ბაზრის მხარდაჭერისას ძირითადი მოტივაცია სწორედ ეს იყო. 9 აპრილის ბაღში ვისაუბრეთ ამ აქტუალური საკითხების შესახებ, ასევე სტუმრებს ვაჩვენეთ წინასწარ მომზადებული ვიდეორგოლი, სადაც კარგად ჩანს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობა და მიმართულებები. ჯანსაღი ეკოსისტემის შესაქმნელად თეგეტა ჰოლდინგი Tegeta Green Planet-ის მეშვეობით საავტომობილო ნარჩენებს აგროვებს და გადასამუშავებლად პარტნიორ საწარმოებს აბარებს. მწვანე ბაზარზე მოსულ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, სად შეიძლება მეორადი ზეთის, აკუმულატორისა თუ საბურავის ჩაბარება. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ არის ადგილი, სადაც შესაძლებელია, მეორადი პროდუქტი წაიღოს და ქუჩაში არ გადააგდოს მარტივად. გვჯერა, ნარჩენების დახარისხებითა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მართვით შეგვიძლია, სამყაროსთვის ახალი ღირებულება შევქმნათ", — აღნიშნავს შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი.
ფესტივალის ყველა მხარდამჭერი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია იყო, რომელთაგან თითოეული მწვანე მომავალზეა ორიენტირებული და კონკრეტული პროექტებით წვლილი შეაქვს პლანეტის კეთილდღეობაში.
"მწვანე მომავალზე ორიენტირებული პროექტები თეგეტასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა თეგეტა ჰოლდინგის CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. მწვანე ბაზრის მხარდაჭერით, ვფიქრობ, შევძელით და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი შვილობილი ორგანიზაციის, თეგეტა გრინ პლანეტის შესახებ. ვიმსჯელეთ მის საქმიანობასა და განხორციელებულ პროექტებზე", — ამბობს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
ფოტო: თეგეტა
მწვანე ბაზრის ორგანიზატორები ვინტილატორი და ბეთერფლაი არიან. ვინტილატორი ძველზმანების ახლებური ისტორიის შემქმნელია. ის მწვანე საწყისებზე დაფუძნებული სოციალური საწარმოა, რომელიც, ვინტაჟური მიმართულების 8 მარკეტის პარალელურად, მუშაობს ავეჯისა და სამოსის გადაკეთება-შეკეთებაზე, ასევე ქმნის გადაცემას — შეაკეთე, რომელიც მომხმარებელს პრაქტიკულ რჩევებს აძლევს, როგორ შთაბერონ ძველ, გამოუსადეგარ ნივთებს ახალი სიცოცხლე.
ბეთერფლაი საკომუნიკაციო პროექტების მართვის მიმართულებით ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან ეხმარება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს როგორც მცირე, ისე კომპლექსური საკომუნიკაციო მიზნების ეფექტიანად მიღწევაში.
"ჩვენი მიზანი იყო, გაგვეერთიანებინა ადამიანები, კომპანიები, სოციალური საწარმოები, არამეწარმეები, მდგრადი წარმოების წარმომადგენლები და შემდგომში მათი ერთ კომუნად ჩამოყალიბების პრეცედენტი შეგვექმნა, რაც სხვადასხვა სასარგებლო აქტივობას ჩაუყრის საფუძველს. შეზღუდვა გვქონდა იმ თვალსაზრისით, რომ როგორც მწვანე ბაზრის მონაწილეები, ისე ჩვენი პარტნიორები აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები კორპორაციული პასუხისმგებლობის სხვადასხვა პროექტში, რაღაც სასარგებლოს უნდა აკეთებდნენ გარემოსთვის. მდგრადი პარტნიორების მოძებნა იყო ჩვენი ამოცანა. სწორედ ამ ნიშნით გახდნენ ჩვენი პარტნიორები თეგეტა ჰოლდინგი და თეგეტა გრინ პლანეტი", — აღნიშნავს შოკო ჩაჩუა, მწვანე ბაზრის ორგანიზატორი, სოციალური საწარმო ვინტილატორის შემქმნელი.
3 და 4 ივნისს, 9 აპრილის ბაღში მწვანე ბაზრის სტუმრებს ფერადი, ხალისიანი გარემო, კარგი მუსიკა და უამრავი სასიამოვნო აქტივობა დახვდათ. ღონისძიების ყველა მონაწილეს ჰქონდა საკუთარი გზავნილი სტუმრებთან და ეს გზავნილები ეპასუხებოდა ჩვენი გარემოსთვის საჭირბოროტო სხვადასხვა საკითხს. საუბრების სერია, ვორქშოპები, თეგეტას ზონა, USAID-ისა და გაეროს სპიკერების გამოსვლები თუ საბავშვო აქტივობები საერთო — მდგრადი და მწვანე მიზნების კონტექსტით იყო გაერთიანებული.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები