მარინა კალიურანდი

8 Jun. 2023, 16:40

"ევროპარლამენტმა სჯობს, საკუთარ თავზე იზრუნოს. რატომ გვკარნახობენ, რა გავაკეთოთ. მათი სურვილი იყო და არის საქართველოს ჩათრევა რუსეთის წინააღმდეგ ომში", — ეს [ირაკლი ღარიბაშვილის] სიტყვებია. თუ გსურთ, ციტატების ორი ფურცელი მაქვს და შემიძლია, გავაგრძელო. ყველა ციტატის გაგონება გსურთ? იმის თქმა მინდოდა, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არის ანტიდასავლური რიტორიკა, არის ბრალდებები პარლამენტის წევრების მიმართ, არის ბრალდებები ევროპის პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციების და ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, ეს მოულოდნელად არ მიგვიღია.

ეს არის თქვენი ხელმძღვანელობის კონკრეტული განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის და ვიღებთ აქ, ბრიუსელში. და მინდა, ვთქვა, რომ ვწუხვარ, თუ ფიქრობთ, რომ დღევანდელი დისკუსია საქართველოში პოლარიზაციას იწვევს. ჩვენი რჩევა იქნება, არ დაადანაშაულოთ სხვები, სარკეში ჩაიხედეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად. [ფორმულას თარგმანი]

განაცხადა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა მაია ბითაძის გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტის კომიტეტზე, სადაც საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას განიხილავენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…