საქართველოს ბანკმა და TBSC კონსალტინგმა საქართველოში მეოთხე ბიზნეს ქეისების კონკურსი ჩაატარეს
ფოტო: საქართველოს ბანკი
სხარტი, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების მქონე ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკისა და TBSC კონსალტინგის ორგანიზებით, წელს ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი მეოთხედ გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 12 უნივერსიტეტის 400-მდე სტუდენტმა მიიღო.
ღია რაუნდი თბილისსა და ქუთაისში პარალელურად ჩატარდა, სადაც 22 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდა. ისინი ერთმანეთს მათთვის წინასწარ მიცემული ჰარვარდის ბიზნეს ქეისის ანალიზსსა და საუკეთესო, კრეატიული და ეფექტური რეკომენდაციების შემუშავებაში ეჯიბრებოდნენ.
დავალების ფარგლებში მონაწილეებს ელექტრო საქონლის საბითუმო სავაჭრო კომპანია Jones Electrical Distribution Company-სთვის უნდა შეექმნათ გადაწყვეტა, რომელიც ელექტრო საქონლით ამარაგებდა სამშენებლო კომპანიებს და მომგებიანობის მიუხედავად, გაყიდვების სწრაფი ზრდის გამო ფულადი სახსრების დეფიციტს განიცდიდა. აღნიშნული ქეისის შესწავლამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, მოემზადებინათ ფინანსური პროგნოზი და თანაფარდობის ანალიზი, რათა რეკომენდაცია გაეწიათ გადაწყვეტილებებისთვის, არსებული ალტერნატივების საფუძველზე.
საკუთარი იდეები მონაწილეებმა ჟიურის წევრებს წარუდგინეს, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ბანკისა და სხვადასხვა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ.
პრეზენტაციის შემდეგ, ჟიურიმ 8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოავლინა, რომლებიც 24 ივნისს ფინალურ ტურში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდები ფულადი პრიზებით — 11 000, 6 000 და 3 000 ლარით — დაჯილდოვდებიან.
"საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ისეთი ინიციატივების განხორციელების პროცესში, რომელიც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. ერთ-ერთ ასეთ პროექტს ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში, სტუდენტები მუშაობენ ისეთ ბიზნეს ქეისებზე, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები საკუთარ სასწავლო პროცესებში იყენებენ, შესაბამისად, ისინი იღებენ მნიშვნელოვან ცოდნას და ივითარებენ საჭირო უნარ-ჩვევებს. ამასთან, ქეისებზე მუშაობის დროს ისინი ირგებენ სხვადასხვა კომპანიაში გადაწყვეტილების მიმღები პირების როლს და მუშაობენ განსხვავებულ სცენარებზე, რათა შეიმუშაონ კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევის გადაჭრის ყველაზე ეფექტური და ოპტიმალური გზა", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის და TBSC კონსალტინგის თანამშრომლობის ფარგლებში, ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი ყოველწლიურად იმართება. კონკურსში მონაწილეობა უკვე 1000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები