400 მოხალისე გარემოსთვის — ბაკურიანის დალაგების ფესტივალი თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით ჩატარდა
ფოტო: თეგეტა
5 ივნისს, მსოფლიომ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია სადაგის ორგანიზებით, 3-5 ივნისს ბაკურიანის დალაგების ფესტივალი მოეწყო, რომელშიც 400-მდე მოხალისე ჩაერთო თბილისიდან, გორიდან, ბორჯომიდან და ბაკურიანიდან. ფესტივალს ასევე შეუერთდნენ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესკომპანიები, საელჩოები, უცხოელი მოხალისეები. ბაკურიანის დალაგების ფესტივალის ოქროს სპონსორებს შორისაა თეგეტა ჰოლდინგი, რომლისთვისაც გარემოსდაცვითი აქტივობები კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა.
"მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად თეგეტა ჰოლდინგისა და თეგეტა გრინ პლანეტისთვის მნიშვნელოვანია გარემოზე მზრუნველ პარტნიორებთან ერთად მუშაობა. ამ მიზნით გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი სადაგის ინიციატივას — ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კურორტის, ბაკურიანის, დალაგებას, სადაც თოვლის დნობის შემდეგ ძალიან დიდი რაოდენობით ნარჩენი ხილული ხდება.
გარემოს დასუფთავების მიმართულებით სადაგის ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, მასში ასობით მოხალისე ერთვება. ყველა გაერთიანდა ერთი მიზნით — დაესუფთავებინათ და ეზრუნათ გარემოზე. თეგეტა მათ გვერდითაა, ვინც გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობას ჩვენთან ერთად იზიარებს", — აღნიშნავს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
დალაგების ყოველწლიური ფესტივალის მიზანი კურორტის დასუფთავება, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით სისუფთავის შენარჩუნება და ბუნებაში დანაგვიანების პრობლემის აღმოფხვრის პოპულარიზაციაა. დასუფთავების შედეგად, ბაკურიანში შეგროვდა 52 000 ლიტრი ნარჩენი, სამშენებლო ნარჩენის გამოკლებით, როგორიცაა ლითონისა და ხის გისოსები და ასევე ავტომობილისა და სატვირთო ავტომობილის 400-ამდე საბურავი.
"საქველმოქმედო ორგანიზაცია სადაგი 2 წელია, არსებობს. თვეში ორჯერ მაინც ვალაგებთ სხვადასხვა ტერიტორიას საქართველოში. ბაკურიანის დალაგების ფესტივალის ჩატარებამდე უკვე გვქონდა სამთო-სათხილამურო კურორტის დალაგების გამოცდილება. შევეჭიდეთ ბაკურიანის დალაგების სამდღიან ფესტივალს. შემოგვიერთდა ძალიან ბევრი ადამიანი — ასობით მოხალისე, რომელთა შორის თეგეტა ჰოლდინგის თანამშრომლებიც იყვნენ. თეგეტა პირველი კომპანია გახლდათ, რომელიც ღონისძიების ოქროს სპონსორობაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა. ფესტივალი ყოველწლიური იქნება და ნელ-ნელა ყველა კურორტს მოვიცავთ", — ამბობს მაია მესტუმრე, სადაგის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
ბაკურიანის დალაგების შედეგად შეგროვებულ 400-ამდე საბურავის გატანას თეგეტა გრინ პლანეტი გეგმავს.
"საქართველოში არსებობს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული გადამამუშავებელი ქარხნები. ჩვენ მზად ვართ, დასუფთავების შედეგად შეგროვებული 400-ამდე საბურავის გატანა და ჩაბარება უზრუნველვყოთ, რათა ისინი შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გადამუშავდეს. როდესაც მეორადი საბურავები გარემოში ხვდება, თავისთავად, საფრთხის შემცველ ნარჩენად გადაიქცევა. საბურავის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება და, ფაქტობრივად, არ იშლება. გარდა ამისა, საბურავი აალებადია, მაღალ ტემპერატურაზე ცეცხლის გაჩენისა და გავრცელების საფრთხეს ქმნის. დაწვის შემთხვევაში აქვს სუნი და გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. ამიტომ კუსტარულად მისი დაწვა დაუშვებელია, მათი გადამუშავება მხოლოდ შესაბამის საწარმოებში უნდა მოხდეს, რათა გარემო დაბინძურებისგან დავიცვათ", — აღნიშნავს შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი.
ბაკურიანის დალაგების სამდღიანი ფესტივალის განმავლობაში მოხალისეებს საღამოობით შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ საინტერესო თემატურ შეხვედრებს. მოზარდებმა სასარგებლო ინფორმაცია და რჩევები მიიღეს გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები