აკადემიკოსის სტატუსი ერთი ზარით და ომბუდსმენი, რომელიც ჟურნალისტს სატირული სიუჟეტის გამო აკრიტიკებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა მოხდა: გუშინ მთავარ არხზე ბექა ყორშიას სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ჟურნალისტმა მეცნიერებათა აკადემიის ახალდანიშნული ხელმძღვანელი, როინ მეტრეველი დაპრანკა.
- მან მეტრეველს პრემიერის აპარატის მრჩევლის, აკა მამაცაშვილის სახელით დაურეკა და სთხოვა, ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსი მიენიჭებინა.
- "ძალიან გამოადგება ეს, კონფერენციებზე რომ ჩადის", — უთხრა ყორშიამ და დაამატა, რომ ეს ოპოზიციურ მედიებში არ გახმაურდება.
- პასუხად, მეტრეველმა მას აკადემიის "სრულფასოვან მხარდაჭერა" შესთავაზა და თქვა, რომ "ყველაფრისთვის მზად არიან".
- მეცნიერებათა აკადემიის დირექტორმა ღარიბაშვილთან 5-წუთიანი შეხვედრაც მოითხოვა, რადგან იმაზე წუხდა, რომ ღარიბაშვილს საქმე არ გაჰფუჭებოდა.
- "მე დღეს შევუდექი მუშაობას. რა მინდა იცით, მომავალ კვირაში თუ გამონახავს ერთ 5 წუთს, რომ დაფიქსირდეს, ქვეყნის პრემიერმინისტრმა მიიღო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. საჭიროა საქმისთვის", — თქვა მან.
- ასევე, მამაცაშვილს დააბარა, მათ ყველა დონეზე გადასცეს, რომ აკადემია უპირობოდ არის მთავრობისა და ხელისუფლების გვერდით.
- საუბრის ბოლოს ყორშია მას ეუბნება, რომ "ნაცები" კედელთან უნდა მიაყენონ და ყველა დახვრიტონ, რაზეც მეტრეველი პასუხობს, "იცოცხლეთ".
სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტი სატირული სიუჟეტის გამო გააკრიტიკა — აქცენტი მეტრეველის ასაკზე გააკეთა და არაფერი თქვა აკადემიის პრეზიდენტის მხილებაზე.
- "83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია", — დაპოსტა მან.
- მოგვიანებით ყორშიამ განაცხადა, რომ როინ მეტრეველის შვილიშვილებმა სიუჟეტის ლაივშივე გაწყვეტის თხოვნით "ყველას დაურეკეს".
- "ცხადია, არავის სასაცილოდ არ ეყო. აქვე დავამატებ, რომ მუქარებით ვერ შემაშინებთ", — წერს ჟურნალისტი.
- On.ge მეცნიერებათა აკადემიასა და მთავრობის ადმინისტრაციასთან ცდილობს დაკავშირებას, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ვინ არის როინ მეტრეველი: მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად ის 7 ივნისს აირჩიეს.
- საბჭოთა რეჟიმის დროს სხვადასხვა წელს ხელმძღვანელ, პარტიულ და კომკავშირულ თანამდებობებზე მუშაობდა.
- როგორც შალვა რამიშვილთან ინტერვიუში ამბობს, წარმატებული, პარტიული კომუნისტი იყო.
- "მე ძალიან სერიოზული ფუნქციონერი ვიყავი, ვიყავი ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოსი [...] კომკავშირის, ცეკის პირველი მდივანი ვიყავი".
- 1991 წლიდან 2004 წლამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო — თანამდებობა ვარდების რევოლუციის შემდეგ დატოვა.
- იმ პერიოდში მეტრეველის მიმართ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები ჟღერდებოდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები