საქართველოს ბანკის მობილბანკით ბანკებს შორის თანხის მომენტალური გადარიცხვა 24/7-ზეა შესაძლებელი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნაზე მუშაობას, რათა მომხმარებლისთვის საბანკო ოპერაციების განხორციელების პროცესი კიდევ უფრო მეტად მარტივი და კომფორტული გახადოს.
სწორედ ამ მიზნით, ამიერიდან საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მობილბანკით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ბანკიდან გადმოიტანონ თანხა საკუთარ ანგარიშზე და ის ბარათზე მომენტალურად აისახება.
მობილბანკის მეშვეობით სხვა ბანკიდან თანხის საქართველოს ბანკის ანგარიშზე გადმორიცხვისთვის, გადახდა / გადარიცხვების გვერდზე მომხმარებელმა უნდა აირჩიოს თანხის შეტანა, შეიყვანოს იმ ბარათის მონაცემები, რომლიდანაც აპირებს ტრანზაქციის განხორციელებას და მიუთითოს სასურველი თანხის მოცულობა. ოპერაციის დადასტურების შემდეგ, თანხა მომენტალურად აისახება მის ანგარიშზე. ამასთან, ბარათის ფავორიტებში დამატების შემთხვევაში ტრანზაქციის განხორციელება ავტომატურად, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით იქნება შესაძლებელი.
ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადარიცხონ თანხა სხვა ბანკში საქართველოს ბანკის ანგარიშიდან და ის მიმღების ბარათზე მომენტალურად აისახება. პროცესების გასამარტივებლად კი, თანხის გადარიცხვა მობილურის ნომრით არის შესაძლებელი.
გადარიცხვის განსახორციელებლად რამდენიმე მარტივი ნაბიჯი არის საჭირო: მობილბანკში აირჩიეთ სხვა ბანკში გადარიცხვა, შემდეგ — გადარიცხვა მობილურის ნომრით და შესაბამის ველში მიუთითეთ მიმღების მობილური ნომერი, გადასარიცხი თანხის ოდენობა და ოპერაციის დადასტურების შემდეგ, თანხა მიმღების ბარათზე აისახება.
მიმღებს კი მიუვა ტექსტური შეტყობინება თანხის მოცულობისა და გამგზავნის შესახებ. ასევე გაეგზავნება ბმული, რომლის გახსნის შემდეგაც გადამისამართდება ვებგვერდზე — https://egreve.bog.ge/ სადაც დაამატებს იმ ბარათის მონაცემებს, რომელზეც თანხა უნდა დაირიცხოს. მონაცემების დადასტურების შემდეგ კი თანხა ბარათზე მომენტალურად აისახება. მიმღებს ლინკის გამოყენებით თანხის ბარათზე გადმოსატანად 24 საათი აქვს. ხოლო, ბარათის ფავორიტებში დამატების შემთხვევაში, ყოველი შემდგომი გადარიცხვისას, თანხა ავტომატურად აესახება ბარათის ანგარიშზე.
"საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს, მომხმარებელს შესთავაზოს ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც მათთვის ყოველდღიურ საბანკო პროცესებს გაამარტივებს. ამისათვის, ჩვენ მომხმარებელს განახლებულ ფულადი გადარიცხვების ელექტრონულ სისტემას ვთავაზობთ, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ, განახორციელონ საბანკო ტრანზაქციები მომენტალურად — დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სულ რამდენიმე წუთში საქართველოს ბანკის ანგარიშზე მიიღონ თანხა ნებისმიერი ბანკიდან და ამასთან, თავად განახორციელონ მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერი სხვა ბანკის ბარათზე. შედეგად, ჩვენ ხელს ვუწყობთ მომხმარებელს, დაზოგონ დრო და მიიღონ მათზე მორგებული საბანკო სერვისები. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის ახალი, ინოვაციური და თანამედროვე სერვისების შექმნაზე მუშაობას", — აღნიშნავს მაიკო გორგილაძე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები