რატომ არ ეთანხება თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აუდიტის დასკვნას - ღია წერილი
თბილისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს ღია წერილით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა "ცალსახად სუბიექტური" დასკვა გამოაქვეყნა თოჯინების თეატრის ინსპექტირების შემდეგ.
სამხატვრო ხელმძღვანელი დეტალურად ჰყვება, თუ რატომ არ ეთანხმება აუდიტის დასკვნას. On.ge გთავაზობთ ღია წერილს სრულად:
ბატონო მინისტრო,
რა თქმა უნდა, სრულად ვაცნობიერებ, რომ ეს წერილი მინიმუმამდე დაიყვანს სამხატვრო ხელმძღანელების შესარჩევ კონკურსში ჩემი გამარჯვების შანსებს და, ნაცვლად ამ წერილისა, ახლა ყველა ლოგიკით თეატრის განვითარების სამომავლო გეგმას უნდა ვწერდე და მაინც... თანმიმდევრულობა მოითხოვს ისევ გავიმეორო - ასეთი კარგი კულტურის მინისტრი თოჯინების თეატრს არასდროს ჰყოლია. მოკლედ და ფაქტების კვალდაკვალ - 2017 წლის იანვარში, ისევე როგორც ყველა სახელმწიფო თეატრს, ჩვენც შეგვიმცირდა ბიუჯეტი 10 %-ით (რაც ჩვენი თეატრის შემთხვევაში, მხოლოდ სახელფასო ფონდს შეადგენს). გათავისუფლებული თანამშრომლებიდან ორმა სასამართლოს მიმართა, რაც სრულიად ნორმალური და ჯანსაღი ფორმაა შრომითი დავის გადასაჭრელად. ამ ადამიანებმა ასევე მიმართეს სახალხო დამცველს და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რის საფუძველზეც თოჯინების თეატრში ინსპექტირება ჩატარდა. ინსპექტირების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ გადმოგვეცა ერთობ ლირიული, ცალსახად სუბიექტური და, რაც მთავარია, საფუძველს მოკლებული დასკვნა, რომელსაც კატეგორიულად არ ვეთანხმები რიგი მიზეზების გამო:
- იკვეთება აუდიტის დეპარტამენტის სპეციალისტებსა და მომჩივან თანმშრომლებს შორის მეგობრული ურთიერთობა (რომელსაც თავიდან კატეგორიულად უარყოფდნენ);
- გათვალისწინებულია დასში ამჟამად მყოფი მხოლოდ ორი მსახიობის მოსაზრება, (დასიდან წერილობითი ახსნა განმარტებაც მხოლოდ ამ ორ მსახიობს ჩამოართვეს, დანარჩენებთან კი ზეპირი გასაუბრებით შემოიფარგლნენ). მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ეს მსახიობები გათავისუფლებულ თანამშრომელთა ნათესავები არიან - ერთ შემთხვევაში ცოლი და მეორე შემთხვევაში - და. ინსპექტირების დასკვნაში აბსოლუტურად უგულვებელყოფილია დანარჩენი მოქმედი თანამშრომლების მოსაზრებები;
- მიუხედავად ჩემი განმარტებისა დასკვნაში ნათქვამია, რომ თითქოს, იმაზე 11 ათასი ლარით მეტი გამოთავისუფლდა, ვიდრე სამინისტროდან იყო მოთხოვნილი. აქ ფიქსირდება შეცდომა: ნაცვლად იმისა, რომ გამოთავისუფლებული შტატების მითითებით მომხდარიყო წლიური სარგოს დათვლა, დათვლილია გათავისუფლებული თანამშრომლების ჯამური ხელფასი. მიჭირს რა, აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა, ეს შეცდომაც გააზრებული მგონია მათი მხრიდან;
- დასკვნაში მითითებულია, რომ მოწვეულ რეჟისორთან შესყიდვის ხელშეკრულებაზე ხელი მე, სამხატვრო ხელმძღვანელს უნდა მომეწერა, რაც ასევე გაუგებარია, რადგან დადგენილი წესით, შესყიდვის ხელშეკრულებას ხელს თეატრის დირექტორი აწერს (საქართველოს კანონი "პროფესიული თეატრების შესახებ", მუხლი 10, პუნქტი 14. თეატრის დირექტორი წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას).
- ითხოვენ, რომ პროექტის დაწყებამდე ზუსტად გავთვალოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში მაქსიმალური დანახარჯი (სპექტაკლის სადადგმო ხარჯი) 13 000 ლარია. ხოლო მინიმალური - 1 500. ასევე ხაზგასმით - სამწუხაროდ, ამ თანხაშივე შედის ჰონორარები, დეკორაციისა და თოჯინების დამზადებისთვის საჭირო ყველა ხარჯი.
ცხადია, ჩვენი თეატრისთვის პრიორიტეტულ მაყურებლად რჩება ბავშვი და ეს ხდება მათ შორის რეპერტუარის განსაზღვრის დროს, მაგრამ როცა ასაკით უფროსი მაყურებლისთვის შექმნილმა რამდენიმე სპექტაკლმა თეატრს მოუტანა პოპულარობა, გამოიწვია კრიტიკოსთა ინტერესი და ცალსახად პოზიტიური შეფასებები რეცენზიების სახით, დასის წევრების პროფესიული უნარების, ტექნიკისა და ცნობადობის გაზრდა და სწორედ ახლა, როცა ადგილს ვიმკვიდრებთ დიდ თეატრალურ ოჯახში, აუდიტის დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შემოსავალი და ასევე მოძიებული თანხები სრულად მოხმარდეს მხოლოდ საბავშვო და საყმაწვილო რეპერტუარს. რა გამოდის, კონკრეტული დეპარტამენტი საზღვრავს თეატრის პოლიტიკას და რეპერტუარს?! რატომ, რა ხდება?! საიდან ამ ბატონებს ამის კომპეტენცია და უფლებამოსილება? აუცილებლად მოვითხოვდი ხელახალ ინსპექტირებას, მაგრამ დეპარტამენტში არსებული 5 თანამშრომლიდან ოთხი ამ აბსურდულ დოკუმენტზე აწერს ხელს. და კიდევ ერთი - დიახ, ამ თეატრში მუშაობენ როგორც მუდმივ თანამშრომლის შტატზე, ასევე მოწვეულ რეჟისორად და მოწვეულ კომპოზიტორად ჩემი ოჯახის წევრები (აუდიტის დეპარტამენტის სპეციალისტებს რატომღაც გამორჩათ მათ მიერ ანაზღაურების გარეშე დადგმული სპექტაკლები. მაგალითად, “გათვლა“, უსასყიდლოდ დამზადებული თეატრის საიმიჯო კლიპები, პოსტერები, აფიშები და ასე შემდეგ). თქვენ ხომ მოხვედით გუნდით, რომელთან ერთადაც დასახეთ სტრატეგია და ახორციელებთ გეგმებს?! სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩემი გუნდი, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩემი საგვარეულოა. ბოდიშს ვიხდი, ჩემივე წარმომავლობის გამო.
გაუგებარია ჩემთვის (აუდიტის შეფასებით) „არაჯანსაღ, არასათანადო სამუშაო პირობებში“ როგორ მოახერხა თეატრმა ბოლო წლების მანძილზე საკუთარი წარმატებით ეამაყა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ? თუკი აუდიტის დეპარტამენტს შეუძლია დაწეროს უარყოფითი, თუმცა ლირიული დასკვნა, ვფიქრობ, მე მით უფრო მაქვს ამის უფლება: ეს ოთხი წელი ომი იყო. მუდმივად ვიბრძოდით წართმეული შენობის დასაბრუნებლად, ბიუჯეტის გასაზრდელად, უკეთესისა და საქმით დამსახურებულის მოსაპოვებლად, მშენებლობისთვის თანხების მოსაძიებლად, რეპერტუარის განახლებისთვის, ფესტივალებზე წასასვლელად, დადებითი რეცენზიების დამსახურებისთვის, მაყურებლის ასაკის გასაზრდელად. ვიბრძოდით მეზობლებთან (რომლებიც თეატრის ახალი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ), მაგრამ ამ ყველაფრისთვის თქვენთან ერთად ვიბრძოდით და შედეგიც მაქსიმალურია - მთავარი ომი მოვიგეთ და დღეს, წარმოუდგენლად რთული, გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, თეატრი განვითარების სრულიად ახალ გზაზეა. ახლა კიდევ ბევრი, მაგრამ პატარა ბრძოლაა წინ, მიუხედავად იმისა, რომ ომგადატანილს განსაკუთრებულად, ძალიან მინდა შენობის გახსნაზე ამავე სტატუსით ვიყო, რა სტატუსითაც მისი მოპოვება შევძელი და რა სტატუსითაც ახლა ამ წერილს გწერთ. შეგიძლიათ გამათავისუფლოთ თანამდებობიდან, ან შეგიძლიათ ეს გააკეთოთ უფრო უხმაუროდ - ნუღარ მომცემთ ხელმეორედ შანსს (სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევ კონკურსამდე ერთი თვე დარჩა). სარეკომენდაციო საბჭოს წევრებმა ყველაზე კარგად იციან, საიდან სადამდე მივედით და დინამიკაში როგორ განვითარდა თეატრი. თუმცა, საბოლოო გაადაწყვეტილება თქვენზეა. პირადად გიხდით მადლობას თქვენც და თქვენს მოადგილეებს, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს ამ ერთი კონკრეტული თეატრისთვის, მადლობას ვუხდი ჩემს ყველა თანამშრომელს, მსახიობებს, ტექნიკურ ჯგუფს, პიარს და პროექტების მენეჯერს მათი თავდადებისთვის და აქვე, კიდევ ერთხელ მოვუბოდიშებ თითოეულ მათგანს მძიმე, სრულიად წარმოუდგენელი სამუშაო პირობების გამო. განსაკუთრებული მადლობა თეატრის დირექტორს, მარტო მართლა ვერაფერს შევძლებდი, რადგან... მე ერთი ძალიან ჩვეულებრივი გოგო ვარ. იმდენად ჩვეულებრივი, რომ ოთხი წლის წინ მეც კი არ მჯეროდა ამ რეზულტატის მიღწევის შესაძლებლობის. სამი სრულიად ჩვეულებრივი ბავშვი მყავს, ხელფასით ასევე ჩვეულებრივი სახლის ქირას ვიხდი და მიუხედავად ამისა, ასაკი ჯერ კიდევ მაძლევს შანსს, არ გავხდე იმ სისტემის ნაწილი, რომელიც არ მომწონს. თუმცა, იგივე ასაკი აღარ მიტოვებს შანსს, ვებრძლო სისტემას, რომელიც არ მომწონს. ჰოდა, თუ ყველაფერთან ერთად, თეატრის განვითარებისთვის, მისი წარმატებისა და კეთილდღეობისთვის რატომღაც კულტურის სამინისტროსაც უნდა ვეომო, არ შემიძლია, არ მინდა, რადგან ეს ჩემთვის უკვე "okey" აღარ არის.”
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები