პარლამენტიდან ჟურნალისტების გაძევებაზე მედიაომბუდსმენი სასამართლოს და გენერალურ პროკურორს მიმართავს
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2 მარტს, როცა პარლამენტის შენობაში და მიმდებარედ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რუსულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, On.ge-ის რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გააძევეს.
- სამივე მათგანზე დაშვებული იყო პარლამენტში საქმიანობის საშვი, შესაბამისად, ჟურნალისტებს პროფესიული მოვლენების კანონიერად შესრულებაში ხელი შეუშალეს.
- პარლამენტის ტერიტორიიდან გაძევებამდე, On.ge-ის რედაქტორი, თამუნა გეგიძე დაცვის თანამშრომელს უხსნიდა, რომ საშვი აქვს და ტერიტორიაზე კანონიერად იმყოფებოდა.
- მიუხედავად ამისა, მას საუბარი გააწყვეტინეს და 2-მა პირმა ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
- ამავე მეთოდით გააძევეს იქვე მყოფი ნეტგაზეთის ჟურნალისტი, მიხეილ გვაძაბია და ფორმულას ფოტოგრაფი, ვახო ქარელი, რომლებსაც აკრედიტაცია ჰქონდათ.
- მედიაომბუდსმენი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებისას დაზარალებული 21 ჟურნალისტისა და ოპერატორის ინტერესებს იცავს.
ვის მიმართა მედიაომბუდსმენმა მანამდე: ის ითხოვდა, რომ ჟურნალისტების პარლამენტიდან გაძევების საქმეზეც დაზუსტებულიყო კვალიფიკაცია, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
- შესაბამისად, პროკურატურას განმეორებით გაუგზავნა მოთხოვნა საქმეზე სისხლის სამართლის 154-ე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.
- მედიაომბუდსმენი, ასევე, ითხოვდა ინფორმაციას საქართველოს პარლამენტში გატარებული ზომებისა და რეაგირების შესახებ, რადგან ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტებმა ოფიციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართეს.
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურში ამბობდნენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ქარელი, გეგიძე და გვაძაბია არ წარმოადგენენ შესაძლო დანაშაულის მსხვერპლებს, მოკლებული არიან შესაძლებლობას, დააკმაყოფილონ მოთხოვნა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობაზე.
- სწორედ ამ მიზეზით მედიაომბუდსმენმა On.ge-ის რედაქტორისთვის სავარაუდო მსხვერპლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
ვის მიმართავს ახლა: მედიაომბუდსმენი ამჯერად კიდევ ერთხელ მიმართავს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.
- წინა შემთხვევაში საქმის ზედამხევდელი პროკურორის 25 მაისის წერილით მედიაომბუდსმენს ეცნობა, რომ "საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება".
- ასევე, ნათქვამი იყო, რომ საქმეზე შერებილი მტკიცებულებების ანალიზის შემდეგ, სათანადო ნიშნებისა და საფუძვლების გამოკვეთის შემთხვევაში, საქმეს კვალიფიკაციას შეუცვლიდნენ.
- გარდა ამისა, მედიაომბუდსმენი მიმართავს სასამართლოსაც.
- ასევე, ითხოვს 2023 წლის 5 მარტიდან დღემდე ინფორმაციას პარლამენტში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის გამოვლენის შემდეგ გატარებულ ზომებსა და რეაგირებაზე.
მედიაომბუდსმენმა ჟურნალისტებისთვის და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე მასალების მოუწოდებლობის გამო პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი მოამზადა.
- მედიაომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ პაპუაშვილმა ჟურნალისტების უფლებების დაცვის მიზნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი არ განიხილა.
- "პარლამენტის უმოქმედობა არღვევს როგორც მედიის წარმომადგენლების უფლებებს, ასევე შეუძლებელს ხდის სააადვოკატო საქმიანობის სრულყოფილად შესრულებას. აღსანიშნავია ისიც, რომ აკრედიტაციის ხარვეზებზე მსჯელობას და საქმისწარმოებას შალვა პაპუაშვილმა "აბსოლუტური დეზინფორმაცია და ტყუილი" უწოდა.
- მანამდე ორგანიზაციამ ორჯერ მოითხოვა ინფორმაცია ჟურნალისტებისა და ოპერატორების უფლებების შეზღუდვის საფუძვლებზე.
- ნათქვამია, რომ აკრედიტაციის წესი არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია საკანონმდელო ორგამოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ეს პრაქტიკა მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტი ხდება.
- ორგანიზაციამ დისკრიმინაციის დასადგენად სახალხო დამცველს მიმართა, ხოლო აკრედიტაციის წესის ნაწილობრივ ბათილად ცნობით მოთხოვნით საქალაქოში შეიტანა სარჩელი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები