ტარიელ მიქაცაძე

19 Jun. 2023, 16:58

არსებული ვითარება არის უკიდურესად მძიმე ჭიათურაში. უკვე მე-14 დღეა ჩვენი პროტესტოს. გრძელდება, უშედეგოდ გრძელდება, რამაც გამოიწვია მღელვარება და ჩვენი თბილისამდე ჩამოსვლა. დღეს არის შიმშილობის მე-8 დღე. უკვე რამდენიმე ადამიანმა თვალები ამოიკერა, პირი ამოიკერა, ვენები გადაიჭრა და ეს უკვე ისეთ მგდომარეობამდე მიდის, რომ შეუქცევადი პროცესია. ვცდილობ, რომ რამენაირად, ჩემს მეგობრებთან ერთად, თბილისამდე ჩამოვიტანო ეს პრობლემები და თუ კი რამეა შესაძლებელი, რომ ეშველოს დღეს ჭიათურას და გადარჩეს დღეს ჭიათურა და მისი მოქალაქეები, მშვიდობიანად დასრულდეს ეს პროტესტი, ამისთვის ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო. 

ჩვენი გეგმაა, რომ უნდა დავიწყოთ შიმშილობა. თუ არ იქნება გამოხმაურება, რამე დიალოგზე წამოსვლა, დღის ბოლოდან დავიწყებთ შიმშილობას. იმედია, გვექნება იმის საშუალება, რომ კარავი გავშალოთ, ან იყოს სადმე ისეთი ადგილი, რომ ადამიანურ პირობებში მოხდეს ეს ყველაფერი. თუ არადა, ჩვენ მაგისთვისაც მზად ვართ. ადამიანების გარკვეული ჯგუფი დაჯდება საშიმშილოდ. დანარჩენი მათ გვერდით ვიქნებით და ეს შიმშილობა იქნება უვადო. ჩვენ არ ვაპირებთ აქედან ისე წავიდეთ, რომ ჩვენი ჭიათურა ისევ პრობლემებში დარჩეს და პრობლემებში დავტოვოთ. ჩვენ ან ვეწირებით ამ საქმეს, ან უნდა გადავარჩინოთ ჭიათურა დღეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…