გრეის ჰოპერის სახელობის 2023 წლის ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია
ფოტო: თიბისი
16 ივნისს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და თიბისის ინიციატივით, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი. ექვს ნომინაციაში ჯილდო გადაეცა იმ ადამიანებს, ორგანიზაციებსა და პროგრამებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ტექნოლოგიების სფეროს აძლიერებენ და მრავალფეროვანს ხდიან.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულები არიან:
- ნანა ჯანაშია — მომავლის ლიდერი ქალი;
- თამარ ბოსიკაშვილი — ICT სფეროს ჩემპიონი;
- Bizon.ge — ტექნოლოგიური სტარტაპი;
- Technovation — ქალების გაძლიერების პროგრამა;
- Forset- მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია;
- ნინო გამისონია — ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.
ჯილდო გამარჯვებულებს განსაკუთრებული მიღწევებისთვის, ორგანიზაციის ფარგლებში პოზიტიური ცვლილებებისთვის, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის თუ ქალების გაძლიერებისთვის გადაეცათ.
პროექტი 2021 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით, თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით შეიქმნა. წელს მისი მხარდამჭერები Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო არიან.
ღონისძიების პარტნიორებმა და მხარდამჭერებმა გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს. მათ შორის დაჯილდოების მთავარმა პარტნიორმა, თიბისიმ, მომავლის ლიდერის კატეგორიისა და ტექნოლოგიური სტარტაპის კატეგორიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. თიბისი მათთვის მენტორობისა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს შეიმუშავებს.
"თიბისისთვის როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ შექმნის დღიდან ვართ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს პარტნიორები. მოხარულები ვართ, რომ პროექტი უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა და წელსაც გამოავლინა, წაახალისა და დააჯილდოვა ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვით. ჩვენ წელსაც, ისევე როგორც გასული ორი წელი, დავაჯილდოვეთ მომავლის ლიდერისა და ტექნოლოგიური სტარტაპის ნომინაციის გამარჯვებულები და მათთან სამომავლოდაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას", — ნინო მასურაშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
"USAID მოხარულია, რომ უკვე მესამე წელია მხარს უჭერს გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც წამოაჩენს საქართველოში ჩვენი პარტნიორობის ფუნდამენტურ როლს: კერძოდ, წარმატების მისაღწევად ქალებისა და გოგოების გაძლიერებას ეკონომიკის ყველა სექტორში. ICT ინდუსტრიაში ქალების ჩართულობის რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება, ისინი არამხოლოდ ერთვებიან ამ სექტორში, არამედ იკავებენ ლიდერის/მმართველის პოზიციებს საქართველოში მიმდინარე ინოვაციურ აქტივობებში. ეს ჯილდო ამერიკელი მეცნიერის გრეის ჰოპერის სახელს ატარებს, რომელიც ერთ-ერთი პიონერი იყო ICT სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ICT სექტორში ჩართულ ქალებს უფრო მეტ მოტივაციას მისცემს",— აღნიშნა ჯონ პენელმა, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა.
გრეის ჰოპერი ამერიკელი მეცნიერი, მათემატიკოსი, კომპიუტერულ მეცნიერებაში ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელიც დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ და მისაბაძ მაგალითად ტექნოლოგიების დარგში. მისი სახელობის ჯილდო დარგში პოზიტიური ცვლილებების დაწყებას ემსახურება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ პროექტის დახმარებით სამომავლოდ მეტი ქალი იპოვის საკუთარ თავს ტექნოლოგიების სფეროში.
გაიცანით ფინალისტები და გამარჯვებულები აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები