მეცნიერებმა შესაძლოა მეათე პლანეტა აღმოჩინეს მზის სისტემაში - და მეცხრე სადაა?
ვოლკი საკმაოდ დარწმუნებულია თავის კვლევაში. მას მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი რეალური სიგნალია დამატებითი პლანეტის არსებობისა.
ფოტო: New Scientist
მზის სისტემის შორეულ რეგიონებში შესაძლოა ახალი პლანეტა იმალება - მეცხრე ან მეათე, გააჩნია, ვინ ითვლის. ჯერ კიდევ დაუდასტურებელი პლანეტა, რომელიც დაახლოებით მარსის ზომის უნდა იყოს, კოიპერის სარტყელში არსებული ყინულოვანი ობიექტების არამდგრადი ორბიტების არსებობას ხსნის.
ეს რეგიონი იწყება ნეპტუნის მიღმა და მთავრდება 55 ასტრონომიული ერთეულის (საშუალო მანძილი მზიდან დედამიწამდე = 150 მლნ. კილომეტრი) მანძილზე. მეცნიერებმა ამ რეგიონის ბინადარი მრავალი ობიექტი დააფიქსირეს, მათ შორის იყო პლუტონის ზომის ობიექტებიც, რამაც უფრო გაამყარა პლუტონის ჯუჯა პლანეტობის არგუმენტი.
მაგრამ იქნებ ბევრად უფრო დიდი რაღაც ბინადრობს ნეპტუნის იქით? კეთრინ ვოლკს და რენუ მალოტრას (არიზონას უნივერსიტეტიდან) ასე მიაჩნიათ. მათ კოიპერის სარტყლის შორეული ობიექტების ორბიტების სიმრუდე დააფიქსირეს.
დედამიწა და სხვა ცნობილი პლანეტები მზის გარშემო თითქმის ერთ სიბრტყეში ბრუნავენ. მაგრამ კოიპერის სარტყლის შედარებით პატარა ობიექტებთან გიგანტი პლანეტების გრავიტაციული გავლენა ვერ აღწევს, ამიტომ ისინი გარკვეული კუთხით არიან დახრილნი ამ სიბრტყის მიმართ.
ნებისმიერი ობიექტისათვის, შეიძლება წინასწარ განისაზღვროს კუთხე, რომელსაც დახრილობა ეწოდება. თუ ეს გამოთვლები არ დაემთხვევა ობიექტების რეალურ ტრაექტორიას, ეს იმის მანიშნებელია, რომ იქ რაღაც ბინადრობს, რაც ჩვენ მიერ დანახული სხეულების შეშფოთებას იწვევს.
გასულ წელს, მაიკ ბრაუნმა და კონსტანტინ ბატიგინმა (კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) ამ იდეის გამოყენებით, მეცხრე პლანეტის არსებობა იწინასწარმეტყველეს, რომელიც დედამიწაზე 10-ჯერ მასიური უნდა ყოფილიყო და მზიდან 700 ასტრონომიული ერთეულით უნდა ყოფილიყო დაშორებული.
ეს არ არის ის, რასაც ველოდებოდით იმ შემთხვევისათვის, თუ მხოლოდ ჩვენთვის ნაცნობი პლანეტებია მზის სისტემაში
ვოლკისა და მალოტრას მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში, რომელიც The Astronomical Journal-მა გამოაქვეყნა, წერია, რომ 50 ასტრონომიული ერთეულის იქით, კოიპერის სარტყელში არსებული ობიექტების დახრილობა საშუალოდ 8 გრადუსით განსხვავდება, ვიდრე ამას გამოთვლები აჩვენებს.
„ეს არ არის ის, რასაც ველოდებოდით იმ შემთხვევისათვის, თუ მხოლოდ ჩვენთვის ნაცნობი პლანეტებია მზის სისტემაში. ეს ნიშნავს ახალი პლანეტის არსებობას - მეათე პლანეტისა, იმის გათვალისწინებით, რომ მეცხრე პლანეტა არსებობს“. - ამბობს ვოლკი.
ეს გამრუდება რომ გამოიწვიოს, მას მარსის ტოლი მასა უნდა ჰქონდეს. ის შეიძლება მაშინ აღმოჩნდა აქ, როდესაც უძველესი „გრავიტაციული ბილიარდის“ თამაშის დროს გამოიტყორცნა.
უცნაური იდეა
„ეს ძალიან კარგად ერგება ჰიპოთეზას, თუ როგორ წარმოიქმნა პლანეტები ადრეულ მზის სისტემაში“. - ამბობს მიშელ ბენისტერი ქვინსის უნივერსიტეტიდან. სხვადასხვა მოდელები აჩვენებენ, რომ პატარა ზომის პლანეტები განვითარების ადრეულ ეტაპზე გამოიტყორცნა გარეთ, სავარაუდოდ, ნეპტუნის მიგრაციით.
„ძალიან საინტერესი იდეაა. იმსახურებს ყურადღებას“. - ამბობს ბატიგინი. მისი თქმით, ამ პლანეტის მასისა და მანძილის მიხედვით, საკმარისად კაშკაშა უნდა იყოს, თუმცა მის დაფიქსირებაში ხელი, შესაძლოა, გალაქტიკის კაშკაშა ცენტრმა შეგვიშალოს.
ნეტავ, მართლა იმალება მეათე პლანეტა სადმე?
ფოტო: New Scientist
ზოგი მეცნიერი მზის სისტემაში ახალი პლანეტის „შემოყვანაზე“ ძალიან ფრთხილობს.
„ეჭვი მაქვს, რომ ასე ახლოს მდებარე და ასეთი კაშკაშა პლანეტა შეუმჩნეველი არ დარჩებოდა“. - ამბობს ალესანდრო მორბიდელი.
ვოლკისა და მალოტრას თქმით, კოიპერის სარტყლის უფრო მეტი ობიექტის დაფიქსირება მათ მონაცემებს გაამყარებს. უფრო მეტი ინფორმაციის მიღება Outer Solar System Origins Survey-დან შეიძლება, რომელიც ათასობით ობიექტსეძებს და აკონტროლებს. ბანისტერმა, რომელიც ამ „ნადირობაზე“ მუშაობს, შეგროვილი მონაცემები მეცხრე პლანეტის მოსაძებნად გამოიყენა, თუმცა უშედეგოდ.
ვოლკი საკმაოდ დარწმუნებულია თავის კვლევაში. მას მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი რეალური სიგნალია დამატებითი პლანეტის არსებობისა.
წარმატებები ვუსურვოთ ვოლკს და მის მეგობარს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

დისკუსია: მეცხრე და მეათე პლანეტებისათვის მოფიქრებული გაქვთ უკვე სახელი?