NGO-ები კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ფოტო: სქრინი ვიდეოდან / ფორმულა
დეტალები: ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ რეჟისორ სალომე ჯაშს, მის კოლეგებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგნელებს.
- მათი თქმით, შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დემოკრატიული, თავისუფალი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში.
- საგანგაშოს უწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კულტურული სექტორის წარმომადგენლების დისკრედიტაციასა და მათი შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.
- "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია", — წერენ ისინი.
- მათი განცხადებით, კინოცენტრში რეორგანიზაციის პროცესი ბუნდოვანია — არ ითვალისწინებს თანამშრომლების ჩართულობას და არ ეფუძნება დისკუსიის, დაჭიროებების კვლევის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს.
- "კინოცენტრის თანამშრომლები უნდობლობას უცხადებენ რეორგანიზაციის პროცესს, რომელიც უკვე შეიცავს შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებს".
- საუბრობენ ირაკლი კობახიძის მიერ სალომე ჯაშის ფილმის, მოთვინიერების დისკრედიტაციის მცდელობაზეც და წერენ, რომ ასეთი განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან კინოს ცენზურის საფრთხეს შეიცავს.
გარდა ამისა, ხაზს უსვამენ იმასაც, რომ კულტურის სამინისტრო პირდაპირი წესით ნიშნავს კინოცენტრის დირექტორს, რაც მიუღებელია.
- "დირექტორთა ერთპიროვნულად დანიშვნა თავისთავად შეიცავს კინოცენტრის დამოუკიდებლობის და სფეროში შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს".
- ასევე, ეს საკანონმდებლო ნორმა ეწინააღმდეგება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს, კინოცენტრისთვის დადგენილ სამართლებრივ სტატუსს, რომლის მიხედვითაც ის საქმიაონას დამოუკიდებლად უნდა ახორციელებდეს.
- სამწუხაროს უწოდებენ იმას, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთი რიტორიკა, კულტურის სექტორის შეზღუდვა და თავდასხმა პირველად არ ხდება.
- და ეს არც სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის ცენზურის პირველი შემთხვევაა.
- "საქართველოს ნაკისრი აქვს არაერთი საერთაშორისო ვალდებულება გამოხატვის თავისუფლების დასაცავად";
- "ხელოვანები დაცულნი უნდა იყვნენ ცენზურისგან და ნებისმიერი ფორმის ზეწოლისა და დაშინებისგან“ აღნიშნავს ევროპის საბჭოს მანიფესტი — ციფრული ეპოქის ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვის თავისუფლების შესახებ".
ორგანიზაციები ხელისუფლებას ახსენებენ იმასაც, რომ გამოხატვის თავისუფლებას კონსტიტუცია და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონიც იცავს.
- "რომელიც პროგრესული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სამართლებრივი აქტია, სახელმწიფო ვალდებულია აღასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და საქართველოს კანონმდებლობა".
- მოუწოდებენ მათ, უზრუნველყონ შემოქმედთათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო და დაიცვან შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებალ
- დაუყოვნებლივ შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი კინოცენტრში მანამ, სანამ არ შემუშავდება პროცედურული დოკუმენტი, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართული თანამშრომლები და სფეროს წარმომადგენლები;
- უზრუნველყონ კინოს სფეროში მოქმედი კანონმდელობის შესაბამისობა შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან.
ხელს აწერენ: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, უფლებები საქართველო, საფარი.
- ასევე, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური სამართლიანობის ცენტრი, მედიის ინსტიტუტი, მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
- სია განახლდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 14 მარტს კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, მისი მოვალეობის შემსრულებლად კი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა.
- მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
- 13 ივნისს პროპაგანდისტული და სახელისუფლებო POSTV-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ, რომელსაც გადაცემა სექსუალურ შევიწროებაში არაერთგზის მხილებულ შალვა რამიშვილთან ერთად მიჰყავს, ფორმულასთან დაადასტურა, რომ ცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
- თქვა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ჩაერთვება და გაიგებს, "ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს".
- ჟურნალისტის კითხვაზე, რამიშვილთან მუშაობა უქმნის თუ არა უხერხულობას და უშლის თუ არა ხელს კინოცენტრში საქმიანობას, ოდიშარია ამბობს, რომ "არანაირად".
რას აპროტესტებენ თანამშრომლები: კინოცენტრში დასაქმებულები რეორგანიზაციას აღიქვამენ მინისტრ თეა წულუკიანის მცდელობად, ქართული კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცეს და "კინოცენტრის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი კინოსექტორზე სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისკენ მიიმართოს".
- მათ კინოცენტრის ფეისბუქ გვერდზე ღია წერილიც გამოაქვეყნეს, სადაც დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ, თუმცა განცხადება სოციალური ქსელიდან მალევე წაიშალა.
- ახლა კინოცენტრის თანამშრომლები მოითხოვენ: შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი, სადაც ცენტრს კონკურსის გზით დანიშნული დირექტორი არ ეყოლება;
- კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით;
- დირექტორის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდეს კინოსექტორის წარმომადგენლებისგან.
რას ამბობს სამინისტრო: კულტურის სამინისტრო კინოცენტრში განვითარებულ პროცესებს უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს, რომლის მიზანიც, მათივე შეფასებით, საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებაა.
- სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცენზურის ბრალდება პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია.
- რეორგანიზაციას კი, რომელსაც თანამშრომლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები აპროტესტებენ, უწყება სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯს უწოდებს.
- უწყება ირწმუნება, რომ სურთ ნეპოტიზმის აღმოფხვრა, კონკურსების გამართული და მეტად სამართლიანი მოდელის დანერგვა, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს მეტად წარმოჩენა, კერძო ინვესტორების მოზიდვაში ხელოვანთა მხარდაჭერა და საბოლოო ჯამში, კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის, გაძლიერება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები