UX წერა მომხმარებლის კმაყოფილებისთვის — ინტერვიუ თიბისის UX მწერალთან
ფოტო: თიბისი
ვებგვერდით თუ აპლიკაციით სარგებლობისას მეტწილად ყურადღებას არც კი ვაქცევთ იმ ვიზუალურ ნიშნებს, რომლებიც რეალურად სამომხმარებლო გამოცდილებას ქმნის. მარტივი, ცხადი ტექსტი უბრალოდ გვანიშნებს, როგორ მოვიქცეთ, გრაფიკული დეტალები კი იმგვარად არის შექმნილი, რომ მომხმარებლის ქცევას ითვალისწინებს.
ეს სიმარტივე, როცა ფიქრი არ გიწევს, როგორ ისარგებლო ვებგვერდითა და აპლიკაციით, UX დიზაინის დამსახურებაა. მაქსიმალურად კომფორტული გადაწყვეტების უკან UX დიზაინერებისა და მწერლების ხანგრძლივი ფიქრი, შრომა და უთვალავი დეტალის გათვალისწინება დგას.
გადავწყვიტეთ, თიბისის UX მწერალთან, ქეთი დიასამიძესთან გაგვესაუბრა, რათა უკეთ აგვეხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია UX წერა, როგორია UX მწერლის როლი ბრენდის განვითარებაში და როგორია სამუშაო პროცესი თიბისიში — ტექნოლოგიურ კომპანიაში, რომელიც მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას დიდ ყურადღებას აქცევს.
რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიის მომხმარებლებისთვის თუ თანამშრომლებისთვის UX მწერლის როლი?
UX მწერლის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელსაც გააჩნია ციფრული პლატფორმები. ეს არის კომპლექსური მიდგომა, რომელიც გვეხმარება, ერთი-ორად გავზარდოთ ვებგვერდის თუ აპლიკაციის ეფექტურობა.
თიბისიში დიდ ყურადღებას ვაქცევთ სახელმძღვანელოებისა და ცოდნის ბაზების შექმნას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში. UX მწერლის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები მომხმარებელს თანმიმდევრული და გასაგები ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. თანამშრომლებს კი ეძლევათ საშუალება, გაიმარტივონ სამუშაო პროცესი და ერთ სივრცეში თავმოყრილი მითითებებისა თუ შაბლონების მეშვეობით ბევრად უფრო კომფორტულად შექმნან ტექსტები.
რა კრიტერიუმები გამოარჩევს კარგ UX ტექსტს და რა არის ის გავრცელებული შეცდომები, რომელსაც ამ მიმართულებით კომპანიებში უშვებენ?
კარგი UX ტექსტი არის მარტივად აღსაქმელი ნებისმიერი მომხმარებლისთვის და ეხმარება მას, სწორად მართოს სასურველი პროდუქტი ვებსაიტსა თუ აპლიკაციაში. ეს უნდა იყოს ერთგვარი ნავიგატორი ნებისმიერი პროცესის წარმართვისას და გეხმარებოდეს, მიიღო ცხადი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს შენი შემდეგი ნაბიჯი.
ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ის, რომ ბევრგან UX მწერალს მხოლოდ ტექსტებზე უწევს მუშაობა — პროექტის ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ტექსტების დაწერა უწევს. ეს არასწორი მიდგომაა: UX მწერლის სამუშაოს ძირითადი ნაწილი პროცესების აღქმა და დალაგებაა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, მან ტექსტებზე მუშაობა დაიწყოს.
რა უნარები, ინტერესები თუ ცოდნა უნდა გამოარჩევდეს UX მწერალს?
კარგ UX მწერალს უნდა გააჩნდეს რამდენიმე გამორჩეული თვისება, რომელიც დაეხმარება, შექმნას გამართული და ეფექტური სამუშაო პროცესი. პირველ რიგში, მას უნდა ჰქონდეს დიზაინ-ფიქრის უნარი. ეს კონტენტის ინტერფეისში აღქმის საშუალებას და მისი ავკარგიანობის ეფექტურად შეფასებას გულისხმობს. იქიდან გამომდინარე, რომ ციფრულ სამყაროში ტექსტიც დიზაინის ნაწილია, აუცილებელია, დიზაინის ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებს კარგად იცნობდე.
UX მწერალს ასევე სჭირდება ძლიერი ანალიტიკური უნარი, რათა შეძლოს და სწორად გადაამუშაოს პლატფორმაზე მიმდინარე პროცესები. საჭიროა ასევე ემპათიურობაც — მნიშვნელოვანია, რომ შეძლო და დაინახო ყველა ტიპის მომხმარებლის საჭიროება, რათა შექმნა პროცესი, რომელიც ყველასთვის კომფორტული იქნება.
რა ინსტრუმენტებს, დამხმარე ხელსაწყოებს იყენებს UX მწერალი და რამდენად მნიშვნელოვანია მათი საქართველოში დროული პოპულარიზება?
UX წერის პროცესში ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტისა თუ პროგრამის გამოყენება გვიწევს, მათი უმეტესობა იკვეთება დიზაინერების სამუშაო პროცესთანაც. საჭიროა, კომპანიებმა კარგად გაიაზრონ UX მწერლების როლი მათი ბიზნესების წარმატებასა და მომხმარებლის კმაყოფილების შექმნაში.
ქართულ ბაზარზეც UX მწერლების როლი უკვე გამოიკვეთა, ამას მოწმობს ვაკანსიების გაზრდილი რიცხვიც, რაც განსაკუთრებით მახარებს.
UX წერა ციფრული არხების განვითარების პარალელურად ვითარდება, რამდენად სწრაფად ცვალებადია აღნიშნული მიმართულებით არსებული სიტუაცია თუ მომხმარებლის მოთხოვნილება?
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრია, იცვლება მიდგომები, პროცესები და ინსტრუმენტები. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებასთან ერთად, კიდევ უფრო სწრაფი პროგრესის საშუალება მოგვეცა.
მომხმარებელიც უკვე მიეჩვია იმას, რომ ციფრული არხები სულ უფრო მიმართულია ეფექტური გამოცდილების შექმნაზე და, შესაბამისად, ნაკლები ტოლერანტობა აქვს გაუმართავი პლატფორმების მიმართ. ეს ერთმნიშვნელოვნად UX ინდუსტრიის განვითარების შედეგია.
ფოტო: თიბისი
დაბოლოს, თიბისიში რამდენად დიდი ყურადღება ექცევა UX წერის მიმართულებას?
თიბისიში UX-ის, კერძოდ კი UX წერის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ, ვამუშავებთ ახალ ინფორმაციას და ვქმნით საცავს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ყველასთვის, ვისაც ტექსტებზე ან ტექსტებთან მუშაობა უწევს.
თიბისი აკადემიაში brandX-ის კურსის ფარგლებში გვაქვს ლექციების ციკლი, ასევე გვაქვს ხშირი სამუშაო შეხვედრები თიბისის ეკოსისტემის შესახებ. თიბისისთან ერთად ჩვენ გვაქვს წვდომა სასწავლო მასალაზე, სიახლეებსა და ტრენდებზე, რომლებიც გვეხმარება, ყოველთვის ვიმუშაოთ მაღალტექნოლოგიურ პროცესებზე და თავადაც შევქმნათ უნიკალური, დახვეწილი და ეფექტური პროდუქტი.
ამაყად ვიტყოდი, რომ თიბისი მაძლევს განვითარების, კვლევისა და პროგრესის საუკეთესო საშუალებას. პირველ რიგში, თიბისის პროფესიონალების გუნდთან მუშაობა არის უდიდესი სიამოვნება — აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე სწავლობ და ახალ უნარს იძენ. ამასთან, თიბისის პრიორიტეტები ემთხვევა ჩემსას — შევქმნათ მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური პროცესები და გავუმარტივოთ მომხმარებელს ცხოვრება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები