თიბისისთან პარტნიორობით, საქართველოს ბაზრის ლიდერმა, აუტოპიამ ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა
ფოტო: თიბისი
კომპანია აუტოპიამ, რომელიც 2010 წლიდან, საქართველოს ბაზარზე ყველაზე ხარისხიანი სერტიფიცირებული ავტონაწილების მომწოდებელია, თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთი, ამჯერად ქუთაისის ფილიალი გახსნა.
აუტოპია უდიდესი ევროპული კომპანიების, მათ შორის, PRASCO-ს, RHIBO-სა და MAXICAR-ის წარმომადგენელია საქართველოში და პროდუქციის 90%-ზე მეტი სწორედ ამ კომპანიებზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სტანდარტების შესაბამისად მუშაობენ.
აუტოპიამ საქმიანობა თბილისსა და ქუთაისში გახსნილი ორი პატარა მაღაზიით დაიწყო და 300-მდე დასახელების ადაპტირებად, სერტიფიცირებულ ნაწილებს ყიდდნენ.
კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის, ირაკლი არჩვაძის თქმით, პროფილი თავიდანვე განსაზღვრული ჰქონდათ — მაღალი ხარისხის ძარის ნაწილებზე მუშაობდნენ, რაც შედარებით მაღალ ფასს განაპირობებდა, თუმცა სწორედ ხარისხმა განაპირობა ის, რომ ერთგული მომხმარებელი მალევე შეიძინეს.
"პირველი ორი წლის განმავლობაში, სირთულეების მიუხედავად, საქმე ისე კარგად წავიდა, რომ 2013 წელს გაფართოება გადავწყვიტეთ. გავაკეთეთ რებრენდინგი, კომპანიას დავარქვით აუტოპია, გავხდით PRASCO-ს პარტნიორები, დავიწყეთ ასორტიმენტისა და სერვისის გაფართოებაზე ზრუნვა. თანდათან ჩვენი პარტნიორების რიგებს შეემატა ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა ბერძნული მწარმოებელი — GBG და ტაივანური მწარმოებლები TONG YANG, DEPO და TYC", — აღნიშნავს ირაკლი.
ამასთან, აუტოპიამ მომარაგების მარშრუტის შეცვლა გადაწყვიტა და თუ იქამდე პარტნიორი კომპანიები ევროპიდან ამარაგებდნენ, 2013 წლიდან პირდაპირ მწარმოებლისგან იღებენ პროდუქციას, რამაც ფასების შემცირება გამოიწვია და ქართულ ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად განაგრძეს რეალიზაცია. ამჟამად აუტოპიას პროდუქციის 90%-ზე მეტი ტაივანიდან მოეწოდება.
თუმცა, კომპანიის განვითარება ამით არ შეჩერებულა, სულ უფრო ფართოვდებიან და ახალ-ახალ ფილიალებს ხსნიან.
"2014 წელს გავხსენით ელიავას ფილიალი, ხოლო 2015 წელს დიღმის ფილიალი — 500მ2 ფართის მაღაზია. გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო 2017 წელი, როცა თანამშრომლობა დავიწყეთ საქარე მინების მწარმოებელ გიგანტთან XYG-თან და იმავე წლიდან ვართ ამ კომპანიის ლიდერი დისტრიბუტორი რეგიონში", — ჰყვება ირაკლი.
გარდა ამისა, აუტოპია პიონერი გახდა ციფრული არხების ათვისების მიმართულებითაც, ჯერ კიდევ 2012 წლიდან აქვთ საკუთარი ვებგვერდი.
"ამ საქმეშიც პიონერები ვიყავით, რადგან მანამდე ჩვენი პროფილის არც მაღაზია არსებობდა საქართველოში და, რა თქმა უნდა, არც ვებგვერდი, რომელზეც გამოტანილი იყოო პროდუქციის ფასები. ეს, ერთი მხრივ, დიდი რისკი იყო ჩვენთვის, რადგან ფასების ღიად დაფიქსირებით იოლი სამიზნე ვხდებოდით კონკურენტებისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, იყო კომპანიის ხარისხის მაჩვენებელი და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, რამაც თავისი დადებითი შედეგები მალევე გამოიღო — შევიძინეთ კიდევ უფრო მეტი ხარისხზე ორიენტირებული მომხმარებელი", — ამბობს ირაკლი.
რისკიანმა გადაწყვეტილებებმა აუტოპიას მეტად განვითარების შესაძლებლობა მისცა:
- 2018 წელს მეორე, 1500 კვ.მ ფართის ფილიალი გახსნეს თბილისში — ლილოში;
- 2020 წელს გაიხსნა ბათუმის ფილიალი;
- 2022 წელს კი, თიბისის მხარდაჭერით, აწარმოე საქართველოს პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთი შეიძინეს და საკუთარი ფართი ააშენეს.
"დღეის მდგომარეობით, 12 ათასზე მეტი დასახელების ავტონაწილის რეალიზაციას ვახდენთ და კომპანიის წლიური ბრუნვა 12 ლარია. პროდუქციას ვყიდით ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. აუტოპიაში დასაქმებულია 30 ადამიანი — კონსულტანტები, ავტოექსპერტები, მენეჯერები, სერვისის სპეციალისტები. ფილიალების და საწყობების საერთო ფართი კი 4700 მ2-ია", — აღნიშნავს ირაკლი.
ირაკლი არჩვაძის თქმით, აუტოპიას წარმატების გასაღები მომხმარებლის საჭიროებაზე ორიენტირებაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები