საქართველოს ბანკი და სტარტაპ გრაინდი RingCentral-ის ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელთან შეხვედრას გამართავს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას და დამწყები ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და სტარტაპ გრაინდის ინიციატივით, 27 ივნისს 18:00 საათზე, ქორთიარდ მარიოტში გაიმართება შეხვედრა კირა მაკაგონთან, კომპანია RingCentral Ventures-ის ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელთან. შეხვედრაზე დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
RingCentral Ventures მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს იმ მეწარმეებსა და სტარტაპებს, რომლებიც ეფექტური კომუნიკაციისა და კოლაბორაციისთვის ინოვაციურ და თანამედროვე გადაწყვეტებს ქმნიან. კომპანიის მიერ განხორციელებული თითოეული ინვესტიციის მოცულობა კი 250 000-დან 3 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს.
შესაბამისად, შეხვედრის ფარგლებში კირა მაკაგონი ისაუბრებს სტარტაპების მხრიდან ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავების ხერხებზე, იმ თვისებებზე, რომელიც თითოეულ სტარტაპს უნდა გააჩნდეს კაპიტალის მოზიდვის პროცესში და იმ მახასიათებლებზე, რომლებიც ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) მქონე კომპანიების დაინტერესებას იწვევს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება, შესაბამისად, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, მიიღოს რჩევები სტარტაპის განვითარებისა და ინვესტორების მოზიდვის შესახებ საერთაშორისო დონის პროფესიონალისგან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გაიმართება ნეთვორქინგის სესია, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ სტარტაპ გრაინდის მონაწილე ინვესტორებს, გაესაუბრონ ინდუსტრიის ექსპერტებს და დაამყარონ ახალი კავშირები.
"საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია დამწყები ბიზნესების გაძლიერებისკენ და ამასთან, საქართველოს, როგორც სტარტაპების ჰაბად პოზიციონირებისკენ. ჩვენ სტარტაპ გრაინდთან ერთად უკვე მრავალი წელია ვახორციელებთ სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც ქართული დამწყები ბიზნესების საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორებისა და ინდუსტრიის ექსპერტების ქსელში ინტეგრაციას ისახავს მიზნად. სტარტაპ გრაინდთან ერთად, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას სტარტაპებისთვის, ჰქონდეთ წვდომა მსოფლიოს წამყვან ინვესტორებზე, დარგის ექსპერტებსა და პროფესიონალებზე, რათა გაიზიარონ მათი ცოდნა და გამოცდილება, რაც მომავალში მათ ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი.
ინფორმაციისთვის, RingCentral Ventures მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს იმ მეწარმეებსა და სტარტაპებს, რომლებიც ეფექტური კომუნიკაციისა და კოლაბორაციისთვის ინოვაციურ და თანამედროვე გადაწყვეტებს ქმნიან. კომპანიის მიერ განხორციელებული თითოეული ინვესტიციის მოცულობა 250 000-დან 3 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს. 2021 წლიდან კი კომპანიამ 5 ინვესტიცია განახორციელა.
კირა მაკაგონი კი უკვე 11 წელია RingCentral Ventures-ის გუნდთან ერთად მუშაობს სტარტაპების განვითარებასა და ხელშეწყობაზე. ამჟამად ის ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელია და მას კომპანიის გლობალური პროდუქტი, მომხმარებელთა გამოცდილება, ინჟინერია, ქლაუდის ოპერაციები, უსაფრთხოება და IT მიმართულება აბარია. ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას RingCentral Ventures-ის პროდუქტის სტრატეგიის შემუშავებასა და გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებაში. მისი დამსახურებით, კომპანიის მიერ ყოველწლიური შემოსავალი 1.5 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები