რა თქვა ნიკა გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ პირველ კომენტარში
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მთავარი არხის დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო.
- საქმე ეხებოდა ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ.
- 2022 წლის 16 მაისს სასამართლომ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
- 2023 წლის 2 ნოემბერს სააპელაციომ ის პატიმრობაში დატოვა, 19 ივნისს კი უზენაესმა დაუშვებლად ცნო გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების საჩივარი.
- ადგილობრივი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია.
- პრეზიდენტს არაერთხელ მოუწოდეს, გვარამიას შეწყალებისკენ, თუმცა ის მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ დისკრეციულ უფლებამოსილებას საჭიროებისამებრ გამოიყენებს და არა ზეწოლით.
- დღეს კი მან განაცხადა, რომ ხელი მოაწერა შეწყალების აქტს და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი.
- რამდენიმე წუთის წინ ნიკა გვარამიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
შეწყალებაზე: მთავარი არხის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ამის მოლოდინი არ ჰქონდა.
- "პირველ რიგში გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. დავიწყებ იმით რაც მკითხეთ, პირველი შთაბეჭდილება — გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი. მართალი გითხრათ, არ ველოდი გათავისუფლებას", — აღნიშნა მან.
- მისი თქმით, ელოდებოდა თებერვალ-მარტს, როცა უწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება.
- "არც მაშინ ველოდი დიდად რომ გამიშვებდნენ, მაგრამ მაინც რაღაცას წავიაქტიურებდი, თუ არ გამიშვებდნენ, მანამდე არაფერს არ ველოდი".
- გვრამიამ აღნიშნა, რომ არც აქამდე და არც ახლა ფიქრობს, რომ შეწყალება უნდა მეთხოვა.
- "იმიტომ, რომ მე უდანაშაულო მგონია ჩემი თავი, ამაში დარწმუნებული ვარ და ასევე ვარ დარწმუნებული, რომ მე ამას აშკარად დავამტკიცებ".
პრეზიდენტზე: გვარამიას მიაჩნია, რომ ეს ზურაბიშვილს მისთვის არ გაუკეთებია და გადაწყვეტილება ქვეყნისთვის მიიღო.
- "თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად", — აღნიშნა მან.
- გვარამიამ ისაუბრა წარსულში პრეზიდენტის მიმართ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებზეც და ბოდიში მოიხადა.
- "მე არ ვაპირებ, რომ გაჯიუტებული ვიყო ჩემს შეცდომაში. გულწრფელად გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომელსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ გამოიყენებენ ამ დღეების განმავლობაში მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა, მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას".
- ეს ვიდეოები პროსახელისუფლებო მედიებსა და ტროლგვერდებზე მაშინვე გაავრცელეს, როგორც კი ზურაბიშვილმა გვარამია შეიწყალა.
სააკაშვილზე: იქვე გვარამიამ თქვა, რომ "არც პრეზიდენტი უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში " და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
- "უნდა გვესმოდეს ყველას, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს მინიმუმ 500 ათასი ადამიანი, ვინც სამართლიანად მიიჩნევს, რომ მათთვის სახელმწიფოებრიობასთან ასოცირებული მთავარი პირი არის მძევალი, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება, მითუმეტეს ვერანაირი დეპოლარიზაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, ნუ გაჯიუტდება თავის ქვეყანაში, შეიწყალოს, უფრო სწორად, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი".
- ისაუბრა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებულ სხვადასხვა თეორიაზეც: "ვისაც ეჭვი ეპარება მის ჯანმრთელობაში, სჯობს, რომ ეს ეჭვი სიცოცხლის სასარგებლოდ გადაწყვიტოს თავის თავში, მათ შორის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც.
მთავარ არხზე: გვარამიამ თქვა, რომ აუცილებლად უნდა მივიდეს ტელევიზიაში, რადგან ოჯახის შემდეგ ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც იმაზე მეტი გააკეთეს მისთვის, ვიდრე ის იმსახურებდა.
- მისივე თქმით, აღარ იქნება არხის ხელმძღვანელი, თუმცა დაეხმარება ფინანსური კრიზისიდან გამოსვლაში.
- "ჩემთვის მათ გააკეთეს ის, რასაც მე არ ვიმსახურებ ამდენს და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. ამიტომ მთავარი რასაც მე გავაკეთებ, იქნება იმ სირთულეებიდან მთავარი არხის გამოყვანა, როგორშიც იგი იმყოფება, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ მთავარ არხს ვუხელმძღვანელო. მე ვიქნები დამფუძნებელი, როგორც ვარ ახლა", — აღნიშნა მან.
- "მთავარი არხი გადარჩა, აჩვენა, რომ ჩემს გარეშე თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს. მე ვიტყოდი უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში, ამიტომ მე გავაკეთებ იმას, მთავარი არხისთვის, რაც შეიძლება სხვას არ შეეძლოს. მთავარ არხს უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლაც ხელმძღვანელობს, ეს გიორგი გაბუნიაა. მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს პირველ რიგში".
სამომავლო გეგმებზე: მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა კარიერის გაგრძელებას ჟურნალისტიკაში, რაზეც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
- "რაც შეეხება იმას, საერთოდ რაც გავაკეთებ, გულწრფელად გეტყვით ციხეში არ მიმიღია. ჩემთვის მნიშვნელოვანია კონტექსტი, იმის შეგრძნება, რა ხდება სინამდვილეში გარეთ. ერთი წელი გავიდა და ალბათ ბევრი რამე შეიცვალა და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რას გავაკეთებ".
- "რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო, მთავარი არხი იყო, არის და დარჩება ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტად ჩემს ცხოვრებაში".
ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე: გვარამიას შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს რაც შეეძლო გააკეთა, მაგრამ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს.
- "ეს არის სისტემა, რომელსაც ჩემს ზურგს უკან ამ ციხეში ჰყავს ბევრი მძევალი".
- "უპირველეს ყოვლისა მე მინდა ვთქვა, რომ ილუზია არ უნდა გვქონდეს იმის, რომ რადგან მე გამოვედი ამით სტატუსი მოგვენიჭება, ეს არასწორი განცდა იქნება, თუ ასე გვქონია".
- მან ისაუბრა ალტინფოზეც — სავარაუდოდ, მათმა წევრებმა რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ ევროკავშრის დროშა დაწვეს.
- "მე პრეზიდენტს უკვე ბოდიში მოვუხადე იმისთვის, რომ მასზე თავდასხმები იქნება ჩემს გამო, ამიტომ მოვუხადე ბოდიში, რომ ეს უხერხულობა მას ექნება. რაც შეეხება ალტინფოს მე მგონია, რომ ალტინფო არ არის საქართველო და ეს ალტინფომაც გადასარევად იცის".
- "ალტინფო არ არის საქართველო თავისი ფასეულობებით, არც თავისი შესაძლებლობებით და დაფინანსებით ეს არის რუსეთი. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ რაიმე კომენტარები უნდა ვაკეთოთ მათზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადავლენ ზღვარს და ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებენ ადამიანებს".
- "ამ შემთხვევაში ჩვენ მათ უნდა ვუპასუხოთ. ძალადობის კამპანიისკენ არავის არ მოვუწოდებთ, მაგრამ ადამიანებმა ვინც ვართ საქართველო და ვინც ვართ უმრავლესობაში უნდა შევძლოთ საკუთარი ინტერესების დაცვა, როცა ამას სახელმწიფო არ აკეთებს. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები