ირაკლი კობახიძე

25 Jun. 2023, 13:34

გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია. ეს იყო ამჩატებული ნაცები, ევრონაცები, ხაზარაძე, გახარია, გირჩელები, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე. 

გუშინ მოვისმინეთ უამრავი სისულელე. აქ საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე. ეს არის რეალურად კოლექტიური ოპოზიციის სახე, რაც ძალიან სამწუხაროა. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ამიტომ საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ყველაფერი, მათ შორის, ამ ოპოზიციის სახე. 

რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას და ა.შ, ხომ გაირკვა გუშინ გვიან, რომ ეს ყველაფერი იყო უბრალოდ სისულელე. მაგრამ ამ სისულელეს გუშინ ამბობდა ადამიანი, რომელსაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციის ყველა ლიდერი, პრაქტიკულად. მსოფლიოში არავის არ მოუწვევია უსაფრთხოების საბჭო იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც გუშინ წარიმართა. 

პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც გადაწყვეტილების მიღებაზე, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, პასუხისმგებელი არის არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა. 

გუშინ, სანამ პრიგოჟინის სამხედრო აჯანყება მიმდინარეობდა და ვაგნერელები მოსკოვისკენ მიიწევდნენ, ოპოზიციამ საზღვრების ჩაკეტვა, პრეზიდენტმა კი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა მოითხოვა. სწორედ ამას ეხმიანება კობახიძე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  3. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  4. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
  5. სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…