ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს
ამის შესახებ სერგო შუბითიძის ადვოკატმა ისაუბრა.
დეტალები: დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით, დაკავებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს.
- "ამბობს, რომ მას შეეშალა ტელეფონი და პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. ახლა კი მიხვდა, საქმის მასალებიდან გამომდინარე. [...] ამიტომ აღიარებს ის ჩადენილ დანაშაულს".
- ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნაჩქარევი აღმოჩნდა.
- ბუცხრიკიძის თქმით, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ყოფილ გამომძიებელზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
რას ედავებიან გამომძიებელს: შუბითიძეს ბრალდება სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
- პროკურატურის განცხადებით, ყოფილი გამომძიებლის მიერ ფორმულასთვის მიცემული ინტერვიუ არაერთ ტყუილს შეიცავდა.
- "მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას", — აცხადებენ უწყებაში.
- პროკურატურაში ამბობენ, რომ შუბითიძეს არათუ არ დაუწყია გამოძიება ბაჩალიაშვილის საქმეზე, როგორც თავად ამტკიცებდა, არამედ იმ დროისთვის საერთოდ არ მუშაობდა პოლიციის იმ განყოფილებაში, რომელმაც ეს საქმე აიღო.
- სამართალდამცავი უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას უწყვეტად მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესის ვიდეოგადაღება, საიდანაც ჩანს, რომ პროცესში, ასევე, არ მონაწილეობდა გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი, რომელმაც, შუბითიძის მტკიცებით, მას დასალუქი ტელეფონი გადასცა.
- აქვე განმარტავენ, რომ დალუქული ტელეფონი არცერთ გამომძიებელს არ გაუხსნია, მათ შორის, არც შუბითიძეს.
- "უტყუარად დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დაილუქა შემთხვევის ადგილზე და ამავე, დალუქულ მდგომარეობაში, მეორე დღეს, 23 ივლისს, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში".
რას ჰყვებოდა გამომძიებელი: ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შესაძლო გაყალბებაზე ფორმულასთან 3 წლის შემდეგ, 29 აპრილს, ალაპარაკდა.
- "დღემდე ღამეებიც კი ცუდად მძინავს, სულ იმის სახე მიდგას თვალწინ, გვამი მიდგას თვალწინ. მინდა, რომ ამ საქმეზე სამართალი დადგეს. არ მინდა, რომ ეს ტვირთი მარტო მე ვატარო, სხვებმაც ატარონ, ვისაც ეკუთვნით", — ამბობდა ის.
- შუბითიძე რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებდა, მათ შორის, გვამური პროცესების დაწყებაზე და იმაზე, რომ ცხედარი მწერებით იყო დაფარული.
- "ითქვა, რომ, შესაძლოა, მანქანაში ბუზი შეფრინდა, მაგრამ მე ის მაინტერესებს, საქარე მინები აწეული იყო ყველა, რამდენი ბუზი უნდა შეფრენილიყო განა. შესაძლოა, ბუზებისგან წარმოქმნილიყო მატლები, თუმცა რამდენი? [...] მე უფრო მაგ ვერსიას ვუშვებ, რომ იყო მიწაზე", — ჰყვებოდა გამომძიებელი.
- მისივე თქმით, ჰქონდათ ეჭვი, რომ ბაჩალიაშვილი რომელიღაც ქოლცენტრში მუშაობდა. "როგორც ვიცი რაღაც ქოლცენტრი იყო [სადაც მუშაობდა]. ზუსტად დასახელება არ ვიცი", — თქვა მან.
ტელეფონის ეპიზოდი: შუბითიძე იხსენებდა, რომ თანამშრომელმა, ელგუჯა აპუაშვილმა მიუტანა ბაჩალიაშვილის გამორთული ტელეფონი და ლუქი და სთხოვა დაელუქა.
- "როდესაც რაღაც ნივთი იღება კონკრეტულ ადგილზე, იქვე ილუქება ის. თუმცა მას ჰქონდა მოტანილი დაულუქავ მდგომარეობაში. ამაზე პრეტენზია რომ ვუთხარი, მითხრა, რომ შემეძლო დამერეკა ხელმძღვანელებისთვის. აღარ დავუწყე, ვისთვის უნდა დამერეკა, დავლუქე და გავატანე უკან".
- ამბობდა, რომ მე-2 ან მე-3 დღეს, ოქმის საფუძველზე, გახსნა ტელეფონი და დაათვალიერა: "გამიჩნდა ერთადერთი კითხვა, 18 ივლისის ზევით, 17-16-15 რიცხვებში არანაირი ზარები არ იყო შემოსული, არც მესიჯები. იყო საქართველოს ბანკიდან შემოსული შეტყობინება და ასეთი რაღაცა. გამიკვირდა. ასეთი გაქანების გოგოს, მითუმეტეს ასეთ სფეროში მუშაობდა, წესით უნდა ყოფილიყო წინა რიცხვების ზარებიც".
- მიუთითებდა იმაზეც, რომ ტელეფონის ჩართვის შემდეგ უნდა მისულიყო შეტყობინება გამოტოვებულ ზარებზე, რაც არ მიუღია.
- "თავიდან ეჭვი იმაზე დამებადა, რომ ელგუჯა აპუაშვილს საერთოდ არ უნდა მოეტანა ეს ტელეფონი, თუნდაც გახსნილ მდგომარეობაში, მას ხელი არ მიუწვდებოდა ამაზე".
- ფორმულამ კითხვები დაუსვა აპუაშვილსაც, რომელიც, მათი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმიდან რამდენიმე თვეში დააწინაურეს — ის ამბობს, რომ წლები გავიდა და საქმის დეტალები არ ახსოვს.
გაწერილი კითხვები: შუბითიძე ამბობდა, რომ გამოძიებისას პროკურატურიდან გაეგზავნათ კითხვარის შაბლონი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ "არც მეტი, არც ნაკლები".
- "გამომძიებელი როცა ხარ და ზედამხედველი გყავს პროკურორი და გეუბნება, რომ ეს კითხვა არის, მაშინ მას აღარ გაცდები. ბევრ რამეს ვკითხავდი, რაში გამოიხატებოდა ერთი ადამიანის საქმიანობა, კონკრეტულ დეტალებს".
- თუმცა შუბითიძის ყოფილი კოლეგა, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა, ფორმულასთან ამას არ ადასტურებდა.
- ფორმულას ინფორმაციით, შუბითიძე საქმეს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ვიდრე გამოძიებას თბილისის ბიურო გადაიბარებდა.
- გარდა ამისა, როგორც გადაცემის წამყვანები ამბობენ, მან 20-წლიანი კარიერა შსს-ში ამ ინტერვიუს შემდეგ თავისივე პატაკით დაასრულა.
ბაჩალიაშვილის საქმე: 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა.
- 5 დღის შემდეგ, ის გარდაცვლილი იპოვეს საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული.
- საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა 24 ივლისს კიდევ ერთი კვალიფიკაცია — თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
- 18 სექტემბერს პროკურატურამ სიკვდილის მიზეზად მედიკამენტური ინტოქსიკაცია დაასახელა.
- 17 დეკემბერს კი უწყებამ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, მან თავი მოიკლა — გამოძიება შეწყდა.
როგორ მიმდინარეობდა გამოძიება: ამ საქმეზე თავიდანვე არაერთი კითხვის ნიშანი არსებობდა. ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებდა, ამიტომ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი იყო ჩართული.
- ოჯახისთვის გაურკვეველი იყო, როგორ ვერ იპოვეს მანქანა 4 დღის განმავლობაში — შსს კი განმარტავდა, რომ მანქანის მოძრაობის მარშრუტი და შემთხვევის ადგილს არ ემთხვეოდა ერთმანეთს, რის გამოც მანქანა მალე ვერ მოიძებნა.
- მაშინ ოჯახის ადვოკატი ამბობდა, რომ ექსპერტიზის დასაწყებად მისულებს, ბაჩალიაშვილის ტელეფონი გახსნილი დახვდათ — მისივე განცხადებით, ლუქზე ჰქონდა ხელი მოწერილი, ამიტომ ტელეფონი არ უნდა გახსნილიყო.
- მანვე აღნიშნა, რომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერს ლუქი მის გარეშე მოხსნეს.
- თავის მხრივ პროკურატურა ამბობდა, რომ გამოძიების მსვლელობისას "აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია".
- მათივე მტკიცებით, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები.
- თუმცა ოჯახი და ადვოკატები აცხადებდნენ, რომ გამოძიებამ არაერთი კითხვა დატოვა უპასუხოდ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები