"მინდა, ჩემი პროფესიული გზა საქართველოში გავაგრძელო" — აგროსფეროს სტიპენდიატი, ლაშა ლომსაძე
ფოტო: აგროსფერო
აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადება — ასეთია ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანიის, აგროსფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიზნით, მან გასულ წელს აგრარულ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც აგროსფერო ყოველწლიურად აგრო-მიმართულებების 3 სტუდენტს სტიპენდიას გადასცემს. ამასთან, მათ და კიდევ 7 სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას გაიარონ სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებში, სადემონსტრაციო ვენახებსა და სათბურებში.
აგროსფეროს სტიპენდიატები პროგრამის მნიშვნელობაზე, პროფესიულ ინტერესებზე, სამომავლო გეგმებსა და საქართველოში აგრომეურნეობის გამოწვევებზე საუბრობენ. ამჯერად, აგრარული უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის პროგრამის III კურსის სტუდენტს, ლაშა ლომსაძეს გაიცნობთ.
ლაშა, რატომ მექანიკის ინჟინერია?
ზოგადად, ძალიან მიზიდავს ტექნიკური მიმართულება და ეს მხოლოდ აგრომეურნეობას არ ეხება. მეორე მხრივ, ვხედავ, რომ ჩვენთან მექანიკის ინჟინერიაში კადრების დიდი ნაკლებობაა და ამ სფეროში ძირითადად უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ. პროფესიის არჩევისას, პირველ რიგში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემმა ინტერესმა. ამასთან, თავი ვალდებულადაც ვიგრძენი, რომ ამ მიმართულებას გავყოლოდი და დარგის შენარჩუნება-განვითარებაში ჩემი წვლილი შემეტანა.
რამდენად დიდია მექანიკის ინჟინერიით ახალგაზრდების დაინტერესება?
მექანიკის ინჟინერია საქართველოში მხოლოდ ორგან ისწავლება — აგრარულ უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტში. შესაბამისად, ცოდნა ამ სფეროს შესახებ მწირია. თუმცა თვალსაჩინოა ისიც, რომ ამ მიმართულებაზე სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს. ინტერესის ზრდის მიუხედავად, პრობლემად რჩება დასაქმება — საქართველოში ამ სფეროს ფეხი კარგად არ აქვს მოკიდებული, კადრების საჭიროებაც ნაკლებია და იმ ახალგაზრდების უმეტესობა, რომელიც მექანიკის ინჟინერიის პროგრამას ასრულებს, უცხოეთში მიდის სამუშაოდ.
რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ აგროსფეროს სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამები?
როცა აგროსფეროს სტიპენდიაზე გავიგე, ძალიან გამიკვირდა, რომ კერძო კომპანია ამგვარი ინიციატივით გამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რადგან შრომის დაფასება მოტივაციას გმატებს. ასევე, ხედვის არეალი გიფართოვდება და იჯერებ, რომ სტუდენტობის პერიოდშიც შეიძლება რაღაცებს მიაღწიო. დარწმუნებული ვარ, დიდ პრაქტიკულ ცოდნას შევიძენ სტაჟირების პროგრამის დახმარებითაც. აგროსფეროსთან სტუმრობისას, უკვე გავეცანი კომპანიის მექანიზაციის სერვისის სამსახურს და მის კვალიფიციურ კადრებს. ვგეგმავ, სწორედ ამ გუნდს შევუერთდე.
როგორია თქვენი პროფესიული გეგმები?
მექანიკის ინჟინერია ძალიან კომპლექსური სფეროა და სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს, ამიტომ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლას მაგისტრატურაზე გავაგრძელებ. სამწუხაროა, რომ საქართველოში მექანიკის ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა არ არსებობს და საზღვარგარეთ წასვლა მომიწევს. მაგისტრატურის შემდეგ რა იქნება ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ მინდა, ჩემი პროფესიული გზა საქართველოში გავაგრძელო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები