მელანომა — დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია
ფოტო: თოდუას კლინიკა
მელანომა კანის სიმსივნეა, რომელიც კანში არსებული პიგმენტური უჯრედების, იგივე მელანოციტების პათოლოგიური გამრავლების დროს ვითარდება. მას აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა დაავადების დროული აღმოჩენისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ხშირად შესაძლებელია მისგან განკურნება.
რა იწვევს მელანომას, რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორია მისი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდები? — დაავადების შესახებ თოდუას კლინიკის დერმატოლოგი, ნათია თოდუა საუბრობს.
რა არის მელანომის გამომწვევი მიზეზები?
რთულია ვთქვათ, რა კონკრეტული მიზეზები იწვევს მელანომას, თუმცა ხშირად ის BRAF გენის მუტაციის შედეგად ყალიბდება. დაავადების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გენეტიკაც, ამიტომ მათ, ვისაც ოჯახურ ანამნეზში მელანომის დიაგნოზი აქვს, მეტი სიფრთხილე მართებთ. მის პროვოცირებას ახდებს ულტრაიისფერი გამოსხივებაც, არ აქვს მნიშვნელობა მზის სხივები იქნება ეს თუ სოლარიუმის. როდესაც ჩვენთან პაციენტი მოდის და ეჭვი გვაქვს მელანომაზე, აუცილებლად ვუსვამთ კითხვას, მიუღიათ თუ არა დამწვრობა ბავშვობის ასაკში ან თინეიჯერობისას, რადგან ამან შესაძლოა მომავალში მელანომის პროვოცირება მოახდინოს.
რა ნიშნების შემთხვევაში უნდა მივიტანოთ ეჭვი მელანომაზე?
აღსანიშნავია, რომ მელანომა შეიძლება განვითარდეს უკვე არსებულ ხალზე ან გამოვლინდეს ახალი წარმონაქმნის სახით. დაავადების შემთხვევათა 95% სწორედ De Novo-ა ანუ ახალი წანაზარდით ვლინდება.
პაციენტებმა რამდენიმე ნიშანს უნდა მიაქციონ ყურადღება — წარმონაქმნი საეჭვოა თუ ის ასიმეტრიულია, აქვს არასწორი კიდეები და არაერთგვაროვანი ფერი, არის 6მმ-ზე მეტი ზომის ან დროთა განმავლობაში განიცადა ფერის, ზომისა და ფორმის ცვლილება. ასევე, საყურადღებოა სისხლმდენი ხალები და წარმონაქმნები, რომლებსაც ახლავს ქავილის შეგრძნება. ეს ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს როგორც არსებულ ხალზე, ისე ახლად გაჩენილზე. ასეთ დროს, აუცილებელია, სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა და წარმონაქმნების გამოკვლევა.
როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?
დიაგნოსტიკა, პირველ რიგში, დერმატოსკოპიით იწყება. ეს არის კვლევა, რომლის საშუალებითაც ვათვალიერებთ კანის იმ სტრუქტურებს, რომლებიც შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია. დერმატოსკოპიით შეგვიძლია დავადგინოთ წარმონაქმნი კეთილთვისებიანია, საეჭვო თუ ავთვისებიანია.
საეჭვო წარმონაქმნის შემთხვევაში, აუცილებელია მონიტორინგი და მასზე დაკვირვება. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ბიოფსიაც. ზოგს სჯერა, რომ ხალზე ბიოფსიის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი, რადგან ეს იწვევს მის გადაგვარებას, რაც მცდარი მოსაზრებაა. მელანომის დიაგნოსტირებისთვის ინიშნება სხვა ტიპის კვლევებიც, რომლებსაც სპეციალისტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
დაავადების მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?
თუ მელანომა ზედაპირულია და არ ახასიათებს მეტასტაზები გამოსავალი, როგორც წესი, საიმედოა. ასეთ შემთხვევაში საკმარისია ქირურგიულად ამოიჭრას წარმონაქმნი. იმ შემთხვევაში, თუ მელანომას ახლავს მეტასტაზები, ჩაზრდილია კანში ან წარმოდგენილია კვანძების სახით, ქირურგიულ ოპერაციის გარდა, ინიშნება იმუნოთერაპია, ტარგეტული თერაპია, სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია. მკურნალობის მეთოდებისა და თერაპიების სწორი კომბინაცია სპეციალისტის მიერ განისაზღვრება.
რა არის თქვენი რეკომენდაცია, რას ურჩევდით საზოგადოებას მელანომის პრევენციისთვის?
მელანომას არანაირი ჩივილი არ ახასიათებს, გარდა იმისა, რომ ვლინდება ხალის მსგავსი წარმონაქმნით. ამიტომ, სპეციალისტების მთავარი რჩევაა გარკვეული პერიოდულობით ადამიანებმა დაითვალიერონ კანი და ყურადღება მიაქციონ მასზე არსებულ ცვლილებებს. ეჭვების შემთხვევაში კი, დროულად მიმართონ ექიმს.
ასევე, აუცილებელია, უარი ვთქვათ მწველ მზეზე გარუჯვასა და სოლარიუმის მოხმარებაზე. ამასთან, დღის ნებისმიერ დროს, სეზონსა და ამინდში გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები.
დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში კანის სიმსივნეებზე უფრო მეტად ამაღლდება ცნობიერება და მეტი ადამიანი გაიაზრებს "ჩექაფის" მნიშვნელობასაც. ეს არის მელანომის შემთხვევების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ყველაზე ეფექტიანი გზა, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები