ნახეთ: 28-წლიანი ტყვეობის შემდეგ შიმპანზემ ცხოვრებაში პირველად დაინახა ცა (ვიდეო)
ფოტო: Save the Chimps
"ლურჯ ცას, თეთრ ღრუბლებსა და ნათელ დღეს ვხედავ, მერე კი ჩემთვის ვფიქრობ, რა მშვენიერია სამყარო", — ლეგენდარული ლუი არმსტრონგის ამ სიმღერის ტექსტს ალბათ არაერთხელ შეუხსენებია ჩვენთვის, რამდენად გასაოცარ პლანეტაზე ვცხოვრობთ. თუმცა, ამ პლანეტაზე ჩვენ გვერდით კიდევ უამრავი ცოცხალი და მგრძნობიარე არსება ბინადრობს, ადამიანთა ნაწილი კი მათ სასტიკად ეპყრობა. ამის თვალსაჩინო მაგალითია 28 წლის შიმპანზეს, სახელად ვანილას, ისტორია, რომელმაც თავის ცხოვრებაში პირველად დაინახა ცა და აღფრთოვანება ვერაფრით დამალა.
ტყვეობაში დაბადებული და გაზრდილი მაიმუნი დღეს უკვე თავშესაფარში ცხოვრობს და რეაბილიტაციის კურსს გადის. როცა საქმე შენობიდან გამოსვლაზე მიდგა, თავისი დისგან განსხვავებით, ვანილა ყოყმანობდა. მაშინ მეგობარმა დუაითმა შიმპანზე გაამხნევა და გარეთ ჩახუტებით გამოიყვანა. ამის შემდეგ ვანილამ ღია სივრცეში აიხედა და უსასრულოდ გადაჭიმულ ცას პირველად დააკვირდა — ემოციები კი სახეზევე აღებეჭდა. გულის ამაჩუყებელი ვიდეო თავშესაფარმა გაავრცელა.
ვანილა დაბადებიდან ერთ წლამდე ნიუ-იორკში, ბიოსამედიცინო კლინიკაში იმყოფებოდა და დღეებს მომცრო გალიაში ატარებდა. მას შემდეგ, იგი ჯერ ერთ, მოგვიანებით კი მეორე თავშესაფარში აღმოჩნდა.
ვანილა, რომელსაც მზრუნველები ცნობისმოყვარე და დამოუკიდებელ შიმპანზედ ახასიათებენ, დღეს უკვე ვრცელ, ნახევარ ჰექტარზე მეტი ფართობის თავშესაფარში ცხოვრობს მეგობრებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ შიმპანზეები დედამიწაზე ადამიანების ყველაზე ახლო "ნათესავები" არიან — ისინი ჩვენ უფრო მეტად გვგვანან, ვიდრე გორილებს. ეს სოციალური არსებები გამოირჩევიან ოჯახსა და მეგობრებზე განსაკუთრებული მზრუნველობით, შესანიშნავი მეხსიერებითა და ტრადიციებითაც კი. ისინი თანაუგრძნობენ ერთიმეორეს და განიცდიან ახლობლების დაკარგვას.
ამ ყველაფრის მიუხედავად, პრიმატები უკვე საუკუნეზე მეტია, საცდელ ცხოველებად იქცნენ. სხვა მგრძნობიარე არსებებთან ერთად, ლაბორატორიების ვიწრო გალიებში დამწყვდეული მაიმუნები სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი არიან.
აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების 2015 წლის გადაწყვეტილებით, ბიომედიცინის სფეროში შიმპანზეებზე ცდების ჩატარება შეწყდა. ამის მიზეზად ის სახელდებოდა, რომ "მაღალი ინტელექტისა და სოციალური უნარების მქონე ადამიანის მსგავსი ცხოველების ასეთ პირობებში ყოლა არაეთიკური და სასტიკი ქმედებაა".
მიუხედავად ამისა, სხვა ლაბორატორიებში მაიმუნებს კვლავ იყენებენ ცდებისათვის — 2017 წელს რეკორდული რაოდენობა, 74 ათასი პრიმატი გამოიყენეს ექსპერიმენტებისათვის. მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ადამიანის ორგანიზმთან და დნმ-თან მათი ბიოლოგიური მსგავსების გამო, დაავადებებზე ცდებისათვის პრიმატები სხვა ცხოველებს, მაგალითად, თაგვებს, ჯობიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები