თიბისისთან პარტნიორობით, ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა
ფოტო: თიბისი
გიორგი ჩხაიძემ და თემურ მახარაძემ ბათუმში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ვეტერინარული კლინიკა ჩემი მეგობარი გახსნეს, სადაც მაღალი ხარისხის მომსახურეობას უწევენ ოთხფეხა მეგობრებს. ბიზნესი 3 წლის წინ, პანდემიის პერიოდში, სპონტანურად, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე წამოიწყეს და ახლა უკვე ჩემი მეგობარი ბათუმში 4 ობიექტითაა წარმოდგენილი.
კლინიკის თანადამფუძნებლი, გიორგი ჩხაიძე იხსენებს, რომ ვეტერნინარული კლინიკის გახსნაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც მას და მის მეგობარს ლაბრადორის ლეკვები აჩუქეს.
"ჩვენი დაინტერესება ვეტერინარიით ერთ კონკრეტულ შემთხვევას უკავშირდება. ვმუშაობდით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში, მე გახლდით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თემო დირექტორი. ერთხელ, უცხოეთიდან დაბრუნებულებს თანამშრომლებმა საჩუქრად ორი ლაბრადორის ლეკვი დაგვახვედრეს. დავიწყეთ ფიქრი, რა უნდა გვექნა ორივესთვის, გაჩნდა გარკვეული საჭიროებები, რომელთა შესაბამისი მომსახურება ჩვენს ქალაქში არ იყო", — იხსენებს გიორგი.
ამიტომ, კოლეგებმა გადაწყვიტეს, რომ თვითონ შეექმნათ ადგილი, სადაც ხალისით მოემსახურებოდნენ შინაურ ცხოველებსა და მათ პატრონებს.
"ვფიქრობდით ცხოველების სასტუმროზეც, თუმცა საბოლოოდ ვეტერინარული კლინიკის გაკეთება გადაწყდა. არანაირი გამოცდილება არ გვქონდა ამ სფეროში, მე განათლებით რეჟისორი ვარ, ჩემი მეგობარი კი ფინანსისტია. თუმცა ამას არ დავუბრკოლებივართ, ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელებაში", — ამბობს გიორგი.
ვეტერინარული კლინიკა მინიმალური საწყისი კაპიტალით გახსნეს და მომხმარებლებს მომსახურებას ერთ პატარა კაბინეტში უწევდნენ, თიბისის მხარდაჭერამ კი განვითარების შესაძლებლობა მისცათ.
"წელს, თიბისის მხარდაჭერით, გავხსენით კლინიკა და სამი მაღაზია, სადაც შეიძლება შინაური ცხოველისთვის საჭირო საკვები, წამლები თუ სხვადასხვა აქსესუარები შეიძინოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევძელით ისეთი სამედიცინო ტექნიკის შემოტანა, როგორიც აქამდე ბათუმში არ ყოფილა ხელმისაწვდომი, რენტგენის აპარატით დაწყებული დამთავრებული ექოსკოპიის, ანესთეზიის და ხელოვნური სუნთქვის აპარატებით", — აღნიშნავს გიორგი.
ასე იქცა ეს პატარა ვეტერინალური მომსახურების კაბინეტი მაღალტექნოლოგიურ ცენტრად, სადაც დასაქმებულია 20-მდე ადამიანი, რომლებიც სიყვარულით ემსახურებიან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს.
გიორგიმ ახალ წამოწყებასთან ერთად პროფესიაც კი შეიცვალა, ანესთეზიოლოგია შეისწავლა და ამ მიმართულებითაც მუშაობს. ამასთან, კლინიკაში გამოცდილი ვეტერინარი და ქირურგი, ირაკლი თეჯოიანია დასაქმებული. გიორგის თქმით, სწორედ მასთან ერთად გეგმავენ, რომ საქართველოში პირველად, კატარაქტის ოპერაცია დანერგონ.
"ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას მიუსაფარი ცხოველებისადმი, შეფარებული გვყავს რამდენიმე მათგანი და კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციებს უსასყიდლოდ ვუტარებთ. მთელ სულს და გულს ვდებთ ამ საქმეში და სამომავლოდ გვინდა ისეთი სერვისები შემოვიტანოთ საქართველოში, რაც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო ვეტერინარიაში", — ამბობს გიორგი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები