აშშ-ში სასწავლებლის დამლაგებელმა მაცივარი ხმაურის გამო გამორთო და ათწლეულების კვლევა გაანადგურა
ფოტო: Testalize.me / Unsplash
ალბათ გახსოვთ ის ამბავი, როცა გერმანიაში კლინიკის ერთმა პაციენტმა მეორეს სასუნთქი აპარატი შემაწუხებელი ხმის გამო გამოურთო. საბედნიეროდ, მაშინ ყველაფერი კარგად დამთავრდა, თუმცა, მსგავსი ისტორია ცოტა ხნის წინ აშშ-შიც განმეორდა, შედეგი კი არცთუ სახარბიელო აღმოჩნდა.
საქმე ისაა, რომ ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთ სასწავლებელში დამლაგებელმა სამაცივრე დანადგარი "გამაღიზიანებელი ხმაურის" გამო გამორთო, რითაც დაწესებულების ათწლეულოვანი ნაკვლევი პირდაპირი მნიშვნელობით წყალში ჩაყარა.
ახლა რენსელიერის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დამლაგებლის დამქირავებელს არასათანადო კადრის აყვანისთვის უჩივის. სასამართლოში შეტანილი სარჩელით, სასწავლებელი ზიანის $1 მილიონზე მეტით ანაზღაურებას მოითხოვს.
როგორც ირკვევა, ლაბორატორიის მაცივარი -80°C-ზე ორგანიზმების კულტურებს ინახავდა, რომლებიც ბიოლოგიისა და ქიმიის პროფესორის 25-წლიანი საკვლევი პროექტის ნაწილი იყო. 2020 წლის შემოდგომაზე, რამდენიმე დღით ადრე, სანამ დამლაგებელი დანადგარს გამორთავდა, სათავსოში ტემპერატურა ცვალებადი გახდა, რასაც გამაფრთხილებელი სიგნალის ჩართვა მოჰყვა. მართალია, მაცივარში მოთავსებული ორგანიზმები ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანები იყვნენ, თუმცა, მაშინდელი კოვიდშეზღუდვების გამო, სიტუაციის გამოსწორება დროულად ვერ მოხერხდა. მას შემდეგ, სასწავლებელში სამაცივრე მოწყობილობაზე და შტეფსელთან ბოქლომი დააყენეს, ამასთან, განათავსეს ინფორმაციული დაფაც, რომელიც ადგილზე ხმაურის მიზეზს ხსნიდა.
ამის მიუხედავად, სულ რამდენიმე დღეში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა მაცივარს დენის მიწოდება ავტომატური ამომრთველიდან შეუწყვიტა. შესაბამისად, სათავსოში ტემპერატურამ მოიმატა, მეორე დღეს კი, ლაბორატორიის თანამშრომლებმა განადგურებული კვლევის ნიმუშები აღმოაჩინეს.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან დამლაგებელმა განაცხადა, რომ გამაფრთხილებელი სიგნალის გაგონებისთანავე მაცივრის ჩართვა სცადა.
"საერთოდ არ ფიქრობდა, რომ რამე დააშავა, ეგონა, გვეხმარებოდა", — წერია სასწავლების სარჩელში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები