მამა დეკრეტში — გრაფიკული დიზაინერი თეგეტა ჰოლდინგიდან
ფოტო: თეგეტა
ბოლო წლებია, თანამედროვე საზოგადოება თანხმდება, რომ ბავშვის აღზრდაში ორივე მშობლის როლი თანაბარია. დღეს შვილთან ერთად სკოლის ჩანთით მიმავალ მამას თუ დაინახავთ, ან კაცს, რომელმაც შვილი პედიატრთან მარტომ მიიყვანა და სიმპტომებიც ზუსტად იცის, ალბათ სულაც არ გაგიკვირდებათ. თუმცა ამის მიუხედავად, დეკრეტული შვებულება ჯერჯერობით უმეტესად მაინც დედების "პრეროგატივად" რჩება და კანონმდებლობის ცვლილების მიუხედავად, ამ შესაძლებლობით ძალიან ცოტა კაცი სარგებლობს.
33 წლის გიგა ლურსმანაშვილი თეგეტა ჰოლდინგის გრაფიკული დიზაინერი და ორი შვილის, თომას და ეშლის, მამაა. უფროსი შვილი სამი წლის ჰყავს, თუმცა დეკრეტული შვებულებით სარგებლობა პირველად სწორედ ახლა, ეშლის დაბადებისას გადაწყვიტა.
"არ ვფიქრობ, რომ რაიმე უნიკალური გავაკეთე ან განსაკუთრებული მამა ვარ. ჩვენს რეალობაში ჯერ კიდევ ითვლება, რომ ბავშვის მოვლა კაცის საქმე არ არის ან ის ამას ვერ შეძლებს. რეალურად საქმე, რა თქმა უნდა, სხვაგვარადაა: შვილზე ზრუნვა ისევეა მამის პასუხისმგებლობა, როგორც დედის და ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ფინანსურ უზრუნველყოფას.
ჩემთვის მამობა, შვილების სიყვარულისა და საუკეთესო ემოციების გარდა, საკუთარი თავის მეტად შეცნობასაც ნიშნავს. აღზრდა კი ორმხრივი პროცესია, ჩემი შვილებისგან ვსწავლობ, როგორ გავხდე უკეთესი, რათა სწორი მაგალითი მივცე მათ", — ამბობს გიგა.
ფოტო: თეგეტა
საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ ბავშვებზე მთავარი მზრუნველი და პასუხისმგებელი დედაა. როლების თანაბრად გადანაწილებაც განსხვავებულად ესმით და ფიქრობენ, რომ ახალშობილის მოვლას ისეთი უნარები სჭირდება, როგორიც მხოლოდ ქალებს აქვთ. ამას ემატება კიდევ ერთი, სამსახურთან დაკავშირებული არგუმენტი.
თეგეტა ჰოლდინგი, რომელიც თავისი მიდგომებით თუ სხვადასხვა პროექტით, სტერეოტიპული შეხედულებების შეცვლას ცდილობს, მაქსიმალურად უწყობს ხელს კაც თანამშრომლებს ჩაერთონ ბავშვზე ზრუნვის პროცესში.
"თეგეტასთვის გენდერულ თანასწორობასა და ოჯახთან თავსებადი გარემოს შექმნაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მამების ინიციატივას, ისარგებლონ დეკრეტული შვებულებით, მხოლოდ მივესალმებით. ეს გვაძლევს მეტ სტიმულს, გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა, ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას. თეგეტა, როგორც ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებელი, მხარს უჭერს თავისი თანამშრომლების ამ გადაწყვეტილებას. გვეამაყება, რომ ჩვენს გუნდში ბევრი მამაა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის პროცესში და საკუთარი ყოველდღიურობით მამობასთან დაკავშირებული სტერეოტიპების დარღვევას ცდილობენ", — აღნიშნავს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
თეგეტა ჰოლდინგი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ზრუნავს, ჰოლდინგის მასშტაბით, გენდერული თანასწორობის ღირებულებების გავრცელებაზე, რაც კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანიაში ამ კუთხით უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. თეგეტა პირველია ბიზნესსექტორში, რომელმაც დანერგა შეხვედრების ციკლი — მამაკაცური საუბრები. პროექტს კომპანია უკვე ერთი წელია, გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, კამპანიის კაცები ზრუნავენ ფარგლებში ახორციელებს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები