ირაკლი ღარიბაშვილი

3 Jul. 2023, 12:10

მე მიმაჩნია, რომ [ჯარის] ბანაკი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში და დღეს, ბუნებრივია, საქართველო არის ამ გლობალიზაციის ნაწილი, ძალიან ბევრი საცდურია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ ახალგაზრდას სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენი, სახელმწიფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ოჯახი და შემდეგ სახელმწიფო. [...]

ამას გარდა, მიმაჩნია, რომ, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ჩვენ ბაღებიდან, სკოლებიდან. [...] არა მხოლოდ ოჯახის როლი, არამედ განათლების სამინისტროს, ჯარის, ეკლესიის როლი თქვენს აღზრდაში, თქვენთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრაში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ამ სიტყვებით პრემიერმინისტრმა ჯარის ბანაკის გახსნაზე დამსწრეებს მიმართა. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის შემდეგ, პრემიერი ხშირად საუბრობს მათზე და ახალგაზრდების დისკრედიტაციასაც არ ერიდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…