მოგზაურობის 25 წელი — თეგეტა მოტორსი და ბრიჯსტოუნი თანამშრომლობის საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ
ფოტო: თეგეტა
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია, თეგეტა მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი წამყვანი ბრენდის, ბრიჯსტოუნის ოფიციალური დილერი საქართველოში 1998 წელს გახდა. ეს ისტორიული ხელშეკრულება თეგეტამ დაარსებიდან ზუსტად 3 წელში გააფორმა.
25 წლის წინათ იაპონური ბრენდისთვის კავკასიის რეგიონში პირველი შეკვეთა სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი 500 ცალი საბურავი იყო. საუკუნის მეოთხედის შემდეგ კი, 2022 წელს, თეგეტა მოტორსის მიერ საქართველოში გაყიდული ბრიჯსტოუნის საბურავების მაჩვენებელი 71 ათასი ცალი გახლდათ, ხოლო მიმდინარე წელს მხოლოდ 6 თვის განმავლობაში — 40 ათასი ცალი.
სწორედ ბრიჯსტოუნთან დადებული ხელშეკრულებით დაიწყო თეგეტამ, რომელიც იმ პერიოდში ავტოინდუსტრიაში ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა, საერთაშორისო მასშტაბის პრემიუმ ბრენდთან თანამშრომლობა. ახლა თეგეტა ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა რეგიონის მასშტაბით, ბრიჯსტოუნი კი — საბურავების მიმართულებით მსოფლიო გიგანტი ბრენდი.
25-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის პარალელურად, თეგეტა მოტორსი რეგიონში დღემდე იაპონური კომპანიის ყველაზე მსხვილ პარტნიორად რჩება.
"90-იანი წლების მიწურულს, მოძველებული ავტოპარკის პირობებში, ქართულ ბაზარზე იაპონური პრემიუმ ხარისხის საბურავების შემოტანა მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ორივე კომპანიის უდიდესი ძალისხმევის შედეგად დღეს ბრიჯსტოუნის საბურავების გაყიდვების წილი ყველაზე დიდია სხვა ბრენდებთან მიმართებით. განვლილი 25 წელი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო ორივე ბრენდის განვითარებისა და პოზიციონირებისთვის, ასევე მათი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. პრემიუმ კლასის საბურავების ბრენდის საქართველოში შემოტანა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენად იქცა როგორც ადგილობრივი ავტოინდუსტრიისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის", — ამბობს დავით ჩხაიძე, თეგეტა პრაიმ პროდაქტსის დირექტორი.
კომპანია ბრიჯსტოუნი 1931 წელს იაპონიაში, ქალაქ კურუმეში დაარსდა. ის საბურავებს აწარმოებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისთვის. დღეს კომპანიას მსოფლიოში დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მისი მთავარი მახასიათებლები წარმოების ხარისხი და ინოვაციურობაა.
ბრიჯსტოუნის საბურავების უპირატესობებს შორისაა: გამძლეობა და მდგრადობა; საწვავის ეკონომია; ნებისმიერ გარემოში უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. უსაფრთხოება და უმაღლესი სტანდარტი საქმიანობასა და პროდუქტში ბრიჯსტოუნისა და თეგეტას თანამშრომლობის განმსაზღვრელი პირობაა.
სწორედ ამ სტანდარტს პასუხობს ბრენდის სხვადასხვა ტიპის საბურავი — ზამთრისთვის, ზაფხულისთვის, სველი ან თოვლიანი გზისთვის, სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი საბურავები უსაფრთხო, საიმედო და კომფორტული მგზავრობის ყველა პირობას ქმნის. გარდა ამისა, ბრიჯსტოუნის ინოვაციური მიდგომებით შექმნილი საბურავები მომხმარებლებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ემსახურება.
"სწორედ ღირებულებებისა და მდგრადი ხედვის თანხვედრა იქცა ბრიჯსტოუნისა და თეგეტას გადაკვეთის მთავარ წერტილად, რამდენადაც ორივე კომპანიისთვის ეკოლოგიასა და მომხმარებელზე ზრუნვა მთავარი მიზანია. სწორედ ამ მიდგომებმა განსაზღვრა თეგეტასა და ბრიჯსტოუნის წარმატებული თანამშრომლობა. ბრიჯსტოუნის საბურავების საქართველოში შემოტანით თეგეტა მოტორსმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საკუთარ ღირებულებებზე: ხარისხი, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, კომფორტი. წარმატებული თანამშრომლობის დასტურია ისიც, რომ 2005 წელს, თეგეტა მოტორსის, როგორც ბრიჯსტოუნის დილერის, სტატუსი მისი ოფიციალური დისტრიბუტორობით შეიცვალა", — აღნიშნავს დავით ჩხაიძე.
თეგეტასა და ბრიჯსტოუნის 25-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის ნაწილია მათი საერთო ღონისძიება Bridgestone Black Sea Cup, რომელიც საქართველოში 2006-იდან 2017 წლის ჩათვლით იმართებოდა. ავტორბოლაში მონაწილეობდა ყველა, ვისაც მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია ჰქონდა. მასშტაბური ღონისძიების მთავარი მიზანი ბრიჯსტოუნის, როგორც პრემიუმ ბრენდის, პოპულარიზაცია, ავტოსპორტის განვითარების მხარდაჭერა და ახალგაზრდა თაობაში მისი პროპაგანდა იყო.
მნიშვნელოვანი თარიღის, თეგეტასა და ბრიჯსტოუნის 25-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნად საქართველოში მთელი თვის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაა დაგეგმილი.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები