ირაკლი კობახიძე

4 Jul. 2023, 12:37

12-დან შესრულდა მხოლოდ 3, არის მანიპულაცია და გეტყვით, რას ვგულისხმობ. ჩვენი და ვარჰეის შეფასებებს შორის არის თავსებადობა. რაც შეეხება იმას, თუ რა არის შესრულებული, რისთვის წარმოვადგინეთ დღეს დეტალური ანალიზი. იმისთვის, რომ 12-ზე და 3-ზე კი არ გვესაუბრა, გვესაუბრა სიღრმისეულად რა შესრულდა და ყურადღებით რომ მოგესმინათ, ნახავდით, რომ 12-დან 3 არ შესრულებულა.

]...] იმისთვის წარმოგიდგინეთ სიღრმისეული ინფორმაცია, რომ ასეთი მშრალი ციფრებით აღარ გესაუბრათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ მშრალი ციფრებით საუბრობთ. ევროკომისიამ იქვე წარმოადგინა ის 18 პუნქტი, რაც არის სამომავლოდ გასაკეთებელი. იმ 18 პუნქტს თუ ჩავუღრმავდებით, ნახავთ, რომ, რეალურად, მთლიანობაში, ხარისხობრივად რაც იყო 12 პრიორიტეტი, იმის 80% არის გაკეთებული. თუ გინდათ ჩაღრმავება, 80% არის გაკეთებული. საიდან დასტურდება? 18 პუნქტია, საიდანაც 13 თუ 14 ეხება პრაქტიკის გაუმჯობესებას — გეუბნებიან, რომ არის კანონმდებლობა, კარგია, რაც გააკეთეთ აქამდე, ახლა მიხედეთ პრაქტიკას.

რაც შეეხება მედიას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ესეც პრაქტიკაა, რაც ყოველდღიურ ყურადღებას მოითხოვს. დღემდე რაღაც არ გავაკეთეთ, ამაზე თუ არის საუბარი, არის 3 თემა — კანონმდებლობაზე გვეუბნებიან, ოღონდ კონკრეტიკა არ გვაქვს და ამიტომ ვერ გავაკეთეთ ეს სამიც. დანარჩენი, რაც შეიძლებოდა დღემდე გაკეთებულიყო, ამ პრეზენტაციიდან ჩანდა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ. ამიტომ არის საჭირო არა მშრალი ციფრები, 12, 3, 7 და ა.შ. არამედ სიღრმისეულად იმის გაგება, რაზეც არის საუბარი. 

ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე ფორმულას ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ევროკომისარის შეფასებას ეხებოდა. 22 ივნისს ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოს 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 აქვს შესრულებული. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…