ჩვეულებრივი მანქანების 5 ფარული სუპერძალა
ფოტო: Getty
არ აქვს მნიშვნელობა, რა ფასიან ავტომობილს ფლობ, მას შესაძლოა, ისეთი ღირსება აღმოუჩინო, რომელზეც არასდროს გიფიქრია ან აქამდე ვერ აცნობიერებდი. დიახ, იქნება ეს ტოიოტა პრიუსი, ჰონდა ფიტი თუ სხვა, მისი უპირატესობები და პლუსები შეუმჩნეველი არ უნდა დაგრჩეს.
წინამდებარე სტატია სწორედ საკუთარი მანქანის სხვა თვალით დანახვაში დაგეხმარება და დაგარწმუნებს, რომ ის იმაზე მეტია, ვიდრე გგონია.
ტოიოტა პრიუსით მთელი მსოფლიოს მოვლა შეგიძლია
ტოიოტა პრიუსი — ეს ის მანქნააა, რომელსაც თბილისის ქუჩებში ყველაზე ხშირად შეხვდები. ალბათ, არავის გაუკვირდება ის ფაქტი, რომ აღნიშნული ავტომობილი სხვა ქვეყნებშიც საკმაოდ პოპულარულია და მას ისეთი ცნობილი მსახიობიც კი სიამოვნებით მართავს, როგორიც ყველასთვის საყვარელი ლეონარდო დიკაპრიოა.
მაშ, რა გამოარჩევს პრიუსს?
ყველამ, ვინც მის საჭესთან მჯდარა, იცის, როგორი მოსახერხებელი და ბიუჯეტურია ეს მოდელი. დღევანდელ მსოფლიოში ტრადიციულ მანქანებს ელექტრო და ჰიბრიდი ვარიანტები ანაცვლებს, რომლებიც გარემოს ნაკლებად ან სულ არ აბინძურებს. სწორედ ჰიბრიდის ტიპისაა პრიუსიც, რომელიც შიდა წვის ძრავსა და ელექტროძრავს აერთიანებს, რის გამოც ძალიან, ძალიან ეკონომიურია. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ასეთ ჰიბრიდს მსგავს დაბალ ფასად იშვიათად თუ გადააწყდები, ასე რომ პრიუსი მართლაც ხელმისაწვდომია, თუმცა ეს მას სულაც არ აკნინებს.
ერთი დატენით ის საკმაო მანძილს გაგატარებს და ამას იმდენად მცირე ფულადი დანახარჯით მოახერხებს, რომ სასიამოვნოდ გაგაკვირვებს. საჭიროების შემთხვევაში, მანქანა ბენზინის წვაზე გადავა, მაგრამ თუ ქალაქის ან სოფლის გზებზე გადაადგილდები, სადაც სიჩქარის შეზღუდვებია, ელექტროძრავის სიმძლავრე საკმარისი იქნება. ასე მეტად დაცულადაც იგრძნობ თავს, რადგან არც ისე სწრაფად მოძრაობა პოტენციური საფრთხისგანაც დაგიცავს.
ასეთი მონაცემების ავტომობილით მსოფლიოს შემოვლა არ გაგიჭირდება. გზად რამდენჯერმე დატენა და საწვავის მარაგი ყოველი შემთხვევისთვის — მხოლოდ ესაა საჭირო იმისთვის, რომ პრიუსით შენს თავს პატარა ან, თუნდაც, დიდი თავგადასავალი მოუწყო და წახვიდე იქ, სადაც სხვა მოდელით გამგზავრება ძალიან ძვირი დაგიჯდებოდა. ამ მხრივ, პრიუსი მძღოლებს შესაძლებლობების კარს ფართოდ უხსნის და ხანგრძლივ მოგზაურობას ამარტივებს.
ჰონდა ფიტი იმდენად ტევადია, რომ ბუნებაში კარვის მაგივრობას გაგიწევს
საქართველოში (და არამხოლოდ) ჰონდა ფიტიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. პრიუსის მსგავსად, ისიც ძალიან ეკონომიურია და ხარისხით გამოირჩევა. დღესდღეობით ხელმისაწვდომია მისი როგორც საწვავზე მომუშავე, ისე ჰიბრიდი ვერსიები, რომლებიც ბოლო წლებში საკმაოდ მოთხოვნადი გახდა.
ჰონდა ფიტი მცირე ზომის ავტომობილების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებისთვისაც პარკირების გადატვირთულ ზონებშიც კი ადგილს თითქმის ყოველთვის მონახავ, რადგან, გრძელი მანქანებისგან განსხვავებით, პატარა სივრცეში მარტივად თავსდება. ამის მიუხედავად, შიგნით ის იმაზე ტევადია, ვიდრე გარედან ჩანს.
თუკი ოდესმე ფიტში მჯდარხარ, ზომასთან შედარებით ბევრად დიდი შიდა სივრცე თვალში აუცილებლად მოგხვდებოდა და, სავარაუდოდ, გაგაკვირვებდა. ეს ამ მოდელის უმნიშვნელოვანესი პლუსია, რომელიც მისმა მფლობელებმა აუცილებლად უნდა დააფასონ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფიტით ღამით ბუნებაში დარჩენის არ შეგეშინდება, რადგან ის კარვის მაგივრობას თავისუფლად გაგიწევს და მასზე ბევრად, ბევრად კომფორტულიც იქნება. ამისთვის საკმარისია, უკანა სავარძლები საბარგულს ჰორიზონტალურად გაუთანაბრო, წინა სავარძლები გადაწიო, ან, სულაც, ორივე ხერხს ერთდროულად მიმართო.
ფაქტობრივად, გამოდის, რომ ფიტი მანქანა კი არა, ერთგვარი ტრანსფორმერია. მასში ტევადი წამოსაწოლი ადგილი თავისუფლდება, სადაც ისე მოხერხებულად მოთავსდები, როგორც საკუთარ საწოლში. ასე რომ, თუ ოდესმე ფიტით ბუნებაში დაგაღამდა, არ ინერვიულო, მჯდომარე მდგომარეობაში დაძინება ნამდვილად არ მოგიწევს.
ფიატ პანდა ზომბი აპოკალიფსსაც კი გაგარიდებს
მორიგი მანქანა, რომლის უპირატესობაზეც ვისაუბრებთ, ფიატ პანდაა. ესაა საკმაოდ კომპაქტური მოდელი, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, პატარა და მუშაა. შესაბამისად, მის შემთხვევაში "წიგნი ყდით არ უნდა შეაფასო", ანუ შეეცადო, რომ დასკვნების გამოტანა მხოლოდ ვიზუალურ მონაცემებზე დაყრდნობით არ იჩქარო.
ეს იტალიური მანქანა, რომელიც მის სამშობლოში ბევრისთვის საყვარელია, საქართველოშიც არაა იშვიათი. ის იმ ავტომობილებს შორისაა, რომლებიც საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის ნამდვილად ხელმისაწვდომია. ასევე, მისი მოხმარება, პრიუსისა და ფიტის მსგავსად, ძალიან იაფი ჯდება, რადგან ბევრი საწვავი არ სჭირდება.
ფიატ პანდას სალონი ისეა მოწყობილი, რომ მარტივად ტრანსფორმირებადი იყოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სავარძლების მაღალი განლაგება იდეალურ ხილვადობას უზრუნველყოფს, ანუ მისი მართვისას გზას კარგად დააკვირდები და მანევრებს შესაბამისად გააკონტროლებ.
რაც მთავარია, ფიატ პანდა ყველგან მავალი მანქანაა, რაც ნიშნავს, რომ მისი მართვისას უსწორმასწორო ზედაპირს არ უნდა შეუშინდე. ის დაბრკოლებებს ადვილად ლახავს და ისეთ არეალებში ახერხებს გადაადგილებას, სადაც ზოგიერთ ძვირადღირებულ მოდელს ადგილიდან ძნელად თუ დაძრავ. ამგვარი ავტომობილით ექსტრემალურ სიტუაციებში გზიდან გაბედულად გადაუხვევ და, თუ საჭირო გახდა, ზომბი აპოკალიფსსაც გაერიდები. ამ მხრივ, ეს მოდელი იმედგაცრუებულს ნამდვილად არ დაგტოვებს.
შევროლე კრუზი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია
შევროლე კრუზი ბოლო დროს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მანქანა გახდა. ეს არაერთი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის დახვეწილი ვიზუალით, გამძლეობით, მისაღები ფასითა და უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით. ის კომპაქტური სედანია, რომელიც ამ ტიპის ავტომობილებში არაერთი მახასიათებლითაა გამორჩეული, ამიტომ მომხმარებლები არჩევანს ხშირად სწორედ მასზე აჩერებენ.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ კრუზი ძალიან რბილად დადის და მართვისას ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს გზაზე მისრიალებ. ამას ემატება ხმის კარგი იზოლაციაც, რაც იმის გარანტია, რომ მასში ჯდომისას ხმაური არ შეგაწუხებს.
ამის მიუხედავად, შევროლე კრუზის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა, რომელიც ყველასთვის სასურველია, მაინც გარანტირებული უსაფრთხოებაა. ზოგადად, ეს სტანდარტი შევროლესთვის უმნიშვნელოვანესია და ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს, გამონაკლისი კი არც კრუზია. მასში უსაფრთხოების ეფექტიან სისტემას ვხვდებით, რომელიც ქრაშ ტესტებში მრავალჯერ გამოიცადა. შედეგები იმდენად კარგია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ზრდასრულ მგზავრს გადარჩენის 96%-იანი შანსი აქვს. ამით ის არა მხოლოდ სედანებში, არამედ სხვა ტიპის ავტომობილებშიც გამორჩეულია.
აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების არაერთი ბალიში, სტაბილურობისა და ტრაექტორიის კონტროლის სისტემა თუ სხვა დეტალები კრუზის მგზავრებს "სუპერძალას" აძლევს, რომ სიკვდილს დაემალონ. შესაბამისად, თუ უსაფრთხოება შენი მთავარი მოთხოვნაა, ეს მოდელი იმედს არ გაგიცრუებს.
ფოლკსვაგენ გოლფი მანქანის მართვას სიამოვნების წყაროდ აქცევს
ჩვენს ქვეყანაში ფოლკსვაგენ გოლფს მძღოლების გულებში განსაკუთრებული ადგილი უკვე დიდი ხანია, უკავია. ეს მოდელი არა მხოლოდ აქ, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა პოპულარული და ყველაზე გაყიდვადი მანქანების სიაში ერთ-ერთი მოწინავეა. მიმზიდველი ვიზუალი, კომფორტი და კონტროლი იმ პლუსების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც მას გააჩნია და რის გამოც პოპულარობა ამდენი წლის განმავლობაში არ დაუკარგავს.
გოლფი, პირველ რიგში, ძალიან ხელმისაწვდომია, თუმცა, სიიაფის მიუხედავად, მართვისას სრულყოფილ სიამოვნებას გვთავაზობს, რომელსაც თბილისის გადატვირთულ ქუჩებშიც კი იგრძნობ. მის საჭესთან ჯდომისას ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს მანქანა შენი ნაწილია, რადგან მის თითოეულ მანევრზე იდეალური კონტროლი გაქვს.
გოლფში ყველაფერი მძღოლსა და მგზავრებზეა მორგებული, მათ შორის ინტერიერი. მაგალითად, სავარძლებს შორის არსებული დიდი სივრცე, ტევადი საბარგული, კარგი ხილვადობა და ა.შ. მას გზაზე საკმაოდ კარგი მოჭიდება აქვს და ძლიერი სამუხრუჭე სისტემა გააჩნია.
ამას ემატება უსაფრთხოება და დაბალი წვა, რასაც მანქანის შერჩევისას უდიდესი ყურადღება ექცევა. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი საკმაოდ მუშა და გამძლეა. გამოდის, რომ გოლფი ერთ-ერთ საუკეთესო გამოცდილებას გვპირდება, რომელიც ორგანიზმში ენდორფინებს გამოგიმუშავებს და უკმაყოფილოს არასდროს დაგტოვებს.
ბოლოს გეტყვი, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა ფასიანია მანქანა, თითოეულ მათგანს საკუთარი ღირსებები გააჩნია. შესაბამისად, მათ უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ, რისი ერთ-ერთი გზაც ავტომობილის დაზღვევაა.
თიბისი დაზღვევაში საუკეთესო პირობები დაგხვდება. მას ყველაზე სწრაფი და მარტივი მომსახურება აქვს. მაგალითად, არასასურველი ზარალის ანაზღაურება ადგილიდან აპის მეშვეობით შეგიძლია; თუ საბურავი დაგეშვა ან საწვავი მოულოდნელად გამოგელია, ავტოასისტანსი 24/7 დაგეხმარება; აღარც იმის შეგეშინდება ავტოსადგომზე დატოვებული მანქანა დაზიანებული რომ დაგხვდეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში





კომენტარები