ირაკლი კობახიძე

5 Jul. 2023, 12:08

სამართლებრივად ორგანიზატორების იდენტიფიცირება აქამდე იყო შეუძლებელი, რადგან არ დგინდება არცერთი ფაქტი, სადაც მოხდა დანაშაულის ორგანიზება. [...]

სამართლებრივი თვალსაზრისით, ორგანიზატორები 5 ივლისის დანაშაულს არ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ეს არის სამართლებრივი მოცემულობა. თუ რაიმეს დაადგენს პროკურატურა, არ ვიცი... დანაშაულის ორგანიზატორი ნიშნავს რას? მაგალითად, კოკა მორგოშიას რომ მოეწოდებინა კონკრეტული ადამიანებისთვის, წადით ამა და ამ ადგილას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ ამა და ამ ადამიანს. ეს მოწოდება არ იყო. [...] ასეთი არ იყო.

ასეთი დაბალი სტანდარტით თუ გავყვებით, მაშინ ვაშაძეც დასაჭერია და ბევრი სხვა, ოპოზიციის ლიდერი. [...] ალყა შემოარტყით პარლამენტსო და ამას მოჰყვა ძალადობა. მორგოშიაზეც ზუსტად იგივე იყო, ანუ თუ მორგოშია დასაჭერია, როგორც ორგანიზატორი, მაშინ ვაშაძე კიდევ უფრო მეტად დასაჭერია. თუ დაბლა დაწევ სტანდარტს, მაშინ გამოდის, ვაშაძე ყოფილა დასაჭერი.

ამბობს ირაკლი კობახიძე. 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ შეკრებილმა მოძალადე ჰომოფობებმა დაარბიეს სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიასა და ლგბტქ+ უფლებადამცველი ორგანიზაციის, თბილისი პრაიდის ოფისები. ამავე დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს.

უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, 5 ივლისის მოვლენები ამ დრომდე არ არის სათანადოდ გამოძიებული, ორგანიზატორები კი დღემდე არ დასჯილან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…