ევროკავშირის მხარდაჭერით, პრო ბონო მარათონი 2023-ის ფარგლებში, კერძო სექტორი თავისი ექსპერტიზით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში ჩაერთო
ფოტო: თეგეტა მოტორსი
- თეგეტა ჰოლდინგი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გამართულ პრო ბონო მარათონში ჩაერთო.
- საქართველოს პრო ბონო ქსელისა და მათი პარტნიორების რიგით მეხუთე მარათონი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
პრო ბონო მარათონი ერთდღიანი საკონსულტაციო ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობენ, მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
თეგეტა ჰოლდინგი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს პრო ბონო ქსელის აქტიური წევრია. მარათონში ჰოლდინგის მარკეტინგის გუნდის წევრმა, მარიამ ჩხოლარიამ, თავისი ცოდნა და გამოცდილება დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს თანამშრომლებს გაუზიარა. მისი აქტიური ჩართულობით ორგანიზაციის საიმიჯო გრაფიკული ვიდეორგოლი შეიქმნა.
ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "პრო ბონო მარათონი საინტერესო შესაძლებლობა იყო, თეგეტა ჰოლდინგის გუნდის ექსპერტიზა და ინტელექტუალური რესურსი გაგვეზიარებინა გარემოსა და საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებისთვის. ჩვენს გუნდს უკვე აქვს პრო ბონო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. ამჯერად კონსულტაცია გავუწიეთ Tegeta Care-ის პარტნიორ ორგანიზაციას, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე.
ერთი მხრივ, გარემოზე მზრუნველი ორგანიზაციების გაძლიერება, მეორე მხრივ კი თეგეტა ქეარის პარტნიორების მხარდაჭერა ჩვენი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. პრო ბონო მარათონმა კი ორივე მიმართულებით ჩართულობის საშუალება მოგვცა. ვფიქრობთ, რომ მსგავს აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ, საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების მომტან პროექტებში მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა".
მარათონს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი მოსამზადებელი სამუშაო პროცესი, როდესაც პრო ბონო კონსულტანტები და სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივად ათანხმებდნენ ვიდეოების სცენარს, პერსონაჟებს, ძირითად გზავნილებს, ვიზუალურ მხარესა და სხვა დეტალებს. 6 ივლისს კი, 10-საათიანი მარათონის ფარგლებში, მომზადდა ვიდეორგოლები, რომელთა პრეზენტაცია მარათონის ბოლოს გაიმართა.
ლელა ხოფერია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSR პროგრამის ხელმძღვანელი: "პრო ბონო სერვისები კორპორაციული პასუხისმგებლობის განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა. ის გულისხმობს კომპანიის მიერ საზოგადოების საჭიროებებში ინვესტირებას, თუმცა არა ფულადი სახსრებისა, არამედ თანამშრომელთა დროისა და ინტელექტუალური რესურსისა. პრო ბონო სერვისები საშუალებას აძლევს სამოქალაქო ორგანიზაციებს, მიიღონ კვალიფიციური საექსპერტო დახმარება, რომელზეც მათ, სხვა შემთხვევაში, ხელი არ მიუწვდებოდათ და ამის შედეგად იყვნენ უფრო ეფექტურები, უკეთ მოემსახურონ საკუთარ ბენეფიციარებს და საზოგადოების უფრო მრავალრიცხოვან ჯგუფებს დაეხმარონ. ამ გზით მიიღწევა მდგრადი და მასშტაბური შედეგი და იზრდება კომპანიის მიერ გაწეული დახმარების სოციალური ზეგავლენა".
წლევანდელი მარათონის ფარგლებში, 8 კომპანიის 14-მა პრო ბონო კონსულტანტმა, ოთხი სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციისთვის, მათი საქმიანობის ამსახველი საპრეზენტაციო გრაფიკული ვიდეორგოლები მოამზადეს.
მარათონში მონაწილეობდნენ: გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ეისითი; სადაზღვევო კომპანია ალდაგი; სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი; თიბისი ბანკი; საერთაშორისო სარეკლამო კომპანია/სააგენტო სააჩი&სააჩი; თეგეტა ჰოლდინგი; ციფრული ხედვის აკადემია; ციფრული ინდუსტრიის აკადემია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, გურია; დავიცვათ საქართველოს სისუფთავე, თბილისი; ორიონი, იმერეთი; კომლი, შიდა ქართლი.
მარათონი გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
მარათონი გაიმართა პროექტის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
საქართველოს პრო ბონო ქსელი საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ საქართველოს პრო ბონო ქსელი ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის ოქტომბერში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივით და ფონდ MitOst e.V.-ის, ფონდ BMW Herbert Quandt-ისა და ფონდ Taproot-ის თანადგომით.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები