7 ივლისს, რესტორან კარი-ში betlive Master League-ის პრეზენტაცია გაიმართა
ფოტო: Betlive
ბეთლაივსა და მასტერ ლიგას შორის გაფორმებული ორწლიანი მემორანდუმი თბილისსა და რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას, ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მედია მხარდაჭერასა და ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს. განახლებული ფორმატით, ტურნირი თბილისში, ქუთაისში, დუშეთსა და კაჭრეთში გაიმართება.
მასტერ ლიგა ქართული სამოყვარულო ფეხბურთის ყველაზე წარმატებული პროდუქტია, რომელიც სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ ადამიანებს დაძაბულ, სანახაობრივ და ორგანიზებულ ტურნირს სთავაზობს. მასში მონაწილეობას როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალები, მათ შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებიც იღებენ.
მასტერ ლიგასთან შეთანხმებით, ბეთლაივი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგის უცვლელი ნაწილია. მიმდინარე წელს, კომპანიამ რაგბის კავშირთან, ძიუდოს, ჩოგბურთისა და მძლეოსნობის ფედერაციებთან, ასევე კალათბურთის სამოყვარულო ლიგასთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი. პარალელურად, ბეთლაივის ბრენდის ამბასადორები გამორჩეული ქართველი სპორტსმენები, სანდრო მამუკელაშვილი, დავით ნინიაშვილი და ამირან გოგოლაძე გახდნენ. კომპანიის განცხადებით, ბეთლაივი, როგორც ინოვატორი კომპანია, გულშემატკივარს არაერთ საერთო, საინტერესო პროექტს შესთავაზებს.
"რამდენიმე თვის წინ, პირველად დავაანონსეთ კამპანია, სახელწოდებით "ჩვენი სპორტისთვის", სადაც რაგბის, ძიუდოს, ჩოგბურთის და მძლეოსნობის ფედერაციებთან,ასევე კალათბურთის სამოყვარულო ლიგასთან პარტნიორობაზე ვისაუბრეთ. დღეს კი, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ბეთლაივსა და მასტერ ლიგას შორის ორწლიანი მემორანდუმი გაფორმდა. სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირი, betlive Master League, უფრო ფართო მასშტაბს მოიცავს და იგი თბილისში, ქუთაისში, დუშეთსა და კაჭრეთში გაიმართება. აღნიშნული პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვაგრძელებთ ქართული სპორტის მხარდაჭერას როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო დონეზე”, — განაცხადა ბეთლაივის კომერციულმა დირექტორმა, ნიკოლოზ ღუდუშაურმა.
"ქართული სპორტის განვითარება და სპორტში მეტი ახალგაზრდის ჩართულობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. უახლოეს მომავალში, შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, სადაც გაზიარდება ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, ასევე მოხდება მატჩების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება. მინდა გითხრათ, რომ ტრანსლირება უკვე დავიწყეთ, რომელსაც, ყურებადობის თვალსაზრისით, კარგი მაჩვენებელი ჰქონდა, ჩვენ მიერ შექმნილი კონტენტი კი როგორც ქართულ, ასევე მსოფლიოს წამყვან მედია პლატფორმებზე გაზიარდა. კამპანია "ჩვენი სპორტისთვის" არაერთ სპორტულ ღონისძიებას აერთიანებს და მის ფარგლებში, ჩვენს მომხმარებელს მრავალფეროვან და სრულიად ახალ კონტენტს შევთავაზებთ”, – განაცხადა ბეთლაივის მარკეტინგის დირექტორმა, გიორგი ნადარაიამ.
"მთელი გუნდის სახელით, ჩვენს პარტნიორს დიდ მადლობას ვუხდი. არ შემიძლია არ ვთქვა, თუ როგორი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ბეთლაივმა ორი წლის წინ. ყველაფერს ვიზამთ, რომ betlive Master League გამორჩეული და ყურებადი ჩემპიონატი იყოს. ჩვენთან არიან გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც მოყვარულებთან ერთად, ქმნიან ამ პროდუქტს. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები რომლებიც კარიერას დაასრულებენ, ჩვენთან თამაშს გააგრძელებენ. მინდა, რომ პროექტში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს და იცხოვროს ფეხბურთით", — განაცხადა betlive Master League-ის პრეზიდენტმა, აკაკი ხლაბუსტოვმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები