ნიკოლოზ ბასილაშვილი სააპელაციომაც გაამართლა
ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ის უდანაშაულოდ ცნო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით 2020 წლის მაისში დააკავა.
- სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.
- ბრალდების მხარე ნიკოლოზ ბასილაშვილს დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდს ედავებოდა.
- მათ შორის, იყო ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის საქმეები.
- 21 ოქტომბერს სასამართლომ ის ყველა ნაწილში გაამართლა.
- ასევე, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინებით ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო.
- პროკურატურამ გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.
რა ხდებოდა წინა პროცესზე: ბასილაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებოდა, თავს სრულად უდანაშაულოდ მიიჩნევდა და დეტალებზე საჯაროდ არ საუბრობდა.
- 21 ოქტომბერს ბოლო სხდომაზე იყო მოლოდინი, რომ საზოგადოება ბასილაშვილის საბოლოო სიტყვას მოისმენდა, თუმცა მან სხდომის დახურვა მოითხოვა.
- ნელი დოროყაშვილის ადვოკატები ამბობდნენ, 20 ოქტომბერს, შესვენებისას სხდომათა დარბაზში სასამართლოს თანამშრომლებმა ფოტოები გადაიღეს.
- აღნიშნავდნენ, რომ თანამშრომლების მხრიდან მსგავსი ქცევა არაეთიკურია — "დაზარალებულისთვის ასეთი გარემოება, როდესაც სასამართლოსგან ელოდება ობიექტურ, მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას და ხედავს, რომ ამ სასამართლოს თანამშრომლები ფოტოებს იღებენ ბრალდებულთან, ეს მინიმუმ, უნდობლობის განცდას აჩენს".
- მოსამართლე კი ამაში პრობლემას ვერ ხედავდა და ამბობდა, რომ "საბედნიეროდ გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს და არა თანამშრომლები, მდივნები, თანაშემწეები".
სტრიქონებს შორის: მთავრობა და ქართული ოცნება 2021 წელს, როდესაც ბასილაშვილს უკვე ედავებოდნენ ოჯახში ძალადობას, ასპონსორებდნენ პოსტებს, რომლითაც ჩოგბურთელს გამარჯვებას ულოცავდნენ.
- ბრალდებული ბასილაშვილი ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიაშიც ჩართო — 29 ოქტომბერს პარტიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩოგბურთელმა კახა კალაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები