ვოლოდიმირ ზელენსკი

12 Jul. 2023, 15:49

განვიხილეთ ჩვენი მოლოდინები ნატოს სამიტიდან. აქ მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ უკრაინას არ სჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმა ამ გზაზე. მადლობას გიხდით ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის. მე ვიცი, რამდენი განსხვავებული საუბარი და შეთანხმება იყო ამის გამო. [....] სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ მოწვევა რომ ყოფილიყო, იდეალური იქნებოდა. [...]

ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ, ჩვენ ნათლად გვესმის, რომ პარტნიორები იარაღით გვეხმარებიან და ეს არის გადარჩენის მომენტი. გვესმის, რომ ვიღაცას ეშინია, ისაუბროს ახლა ჩვენს წევრობაზე, რადგან არავის სურს მსოფლიო ომი, რაც ლოგიკური და გასაგებია. მსურს, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ცივილიზებული და ადეკვატური ხალხი ვართ. უკრაინა იბრძვის და გასაგებია, რომ ვერ გახდება ნატოს წევრი, ვიდრე ომი გრძელდება ჩვენს ტერიტორიაზე. შეხვედრებზე ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და ვნახეთ სანდო განცხადებები. [...]

ძალიან პოზიტიური სიახლეებია თავდაცვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებთან დაკავშირებით, პარტნიორებისგან. სამიტის ფარგლებში ჩვენ უკვე დავიწყეთ ეს შეხვედრები და გვაქვს ასეთი შეთანხმებები. მადლობას ვუხდი თითოეულ ლიდერს, ვინც შემოგვთავაზა ეს პაკეტები.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…