პაველ ჰერჩინსკი

17 Jul. 2023, 12:35

ძალიან კარგია, რომ პოლონელმა ექიმებმა რამდენიმე საათი გაატარეს პაციენტთან. ასევე, მოხარული ვარ, რომ ისინი ესაუბრნენ ვივამედის ექიმებს, რომლებიც სააკაშვილს უვლიან. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ პოლონელი ექიმების ექსპერტიზა ხელს შეუწყობს პაციენტის მკურნალობას. მსურს, მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მიმართ. გარკვეული დრო დასჭირდა იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა საჭირო მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო და როცა პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ საქართველოში, ძალიან სწრაფად მიეცათ საშუალება, მოენახულებინათ ყოფილი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, მათი ვიზიტი დაეხმარება იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილს სათანადოდ მკურნალობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს დაცული სააკაშვილის უფლებები, როგორც მოპასუხის, სასამართლოში და როგორც პაციენტის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. ცოტა ხნის წინ  საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილსა და პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მარიუშ პიეტრ ჟაკის შეხვედრა დასრულდა. უწყების განცხადებით, ხაზი გაუსვეს, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი "იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და სანდოობას უკარგავს პროცესს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…