თიბისის პარტნიორი კომპანია ბატონები ახალ ფილიალს ხსნის
ფოტო: თიბისი
2022 წელს დაარსებული, დღეისათვის უკვე ცნობილი არტიზანული საცხობი — ბატონები თიბისის მხარდაჭერით ერთი წლის თავზე ახალ ექსპრეს ფილიალებს ხსნის, რომელშიც არსებული საწარმოც იქნება ინტეგრირებული.
ბატონების დამფუძნებლის, დავით თედიაშვილის თქმით, მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ არტიზანული საცხობის გახსნა გადაწყვიტეს, რომელიც უკვე ევროპის ბევრ ქვეყანაში სარგებლობს მომხმარებლის დიდი სიყვარულით.
"პურის წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, გაჩნდა იდეა, გაგვეხსნა არტიზანული საცხობი, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში მომხმარებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს. კონცეფცია თავიდანვე ხარისხიანი პროდუქტის წარმოება და დახვეწილი, მყუდრო სივრცის შექმნა იყო ყველა ფენისა თუ ტიპის მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ყველა დეტალზე დიდხანს და ყურადღებით ვიმსჯელეთ, ადგილი "ტრაფიკის" დათვლის შემდეგ საგულდაგულოდ შევარჩიეთ და შიდა და გარე სივრცეებიც პროფესიონალების დახმარებით მოვაწყეთ".
გამომდინარე იქიდან, რომ თავიდანვე მაღალი ხარისხის შექმნას ისახავდნენ მიზნად, პირველი ობიექტი ერთი წლის განმავლობაში დონაციაზე ჰყავდათ, რის შემდეგაც გაფართოება გადაწყვიტეს და თიბისის მიმართეს.
"მივმართეთ არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ნომერ პირველ ბანკს — თიბისის. თიბისის და პროექტის — აწარმოე საქართველოში დახმარებითა და მხარდაჭერით დავიწყეთ გაფართოებაზე ზრუნვა. დღეისათვის 2 ახალი ფილიალი მზადაა გასახსნელად, მესამისთვის კი ლოკაციას ვეძებთ. აქედან 3 ექსპრეს-ფილიალია, მეოთხე კი, რომელიც მალე სოლოლაკში, ლეონიძეზე გაიხსნება, საწარმოსაც მოიაზრებს", — აღნიშნავს დავითი.
დასაწყისში მხოლოდ პურის წარმოებაზე იყვნენ ორიენტირებული და უმაღლესი ხარისხის ქართული ფქვილითა და ორგანული საფუარით აცხობდნენ, მალევე დაამატეს ფუნთუშეულის გრანგული და საკონდიტრო ნაწარმის ფრანგულ-ქართული ხაზი, ამის შემდეგ კი სამზარეულო კიდევ უფრო გააფართოეს.
"დღეისათვის მომხმარებელს რამდენიმე სახეობის თეთრ და შავ პურთან ერთად, ვთავაზობთ საკუთარი წარმოების სენდვიჩებს, სალათების ნაირსახეობებს, ხემსის, ყველის, ხორცის დაფებს, წვნიან კერძებს და დესერტების მრავალფეროვან არჩევანს. ჩვენი ყველა პროდუქტი ორგანული, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ნედლეულით მზადდება. რადგან ხარისხი ჩვენი ორიენტირია, გვაქვს მხოლოდ პრემიუმ ხარისხის, იტალიური, Lucaffe-ს ბრენდის ყავა და საკუთარი წარმოების, ორგანული ჩაი — მასკოტი. ასევე საკუთარი წარმოების ღვინო — ვაზის კალამი, ფრეშები, კომპოტები და ლიმონათები", — ამბობს დავითი.
დავითის თქმით, მათ მიერ წარმოებულ პურ-ფუნთუშეულს თუ ნამცხვრებს სიჯანსაღის გარდა, დახვეწილი, ორიგინალური დიზაინიც გამოარჩევს, რამაც ერთგული მომხმარებლების მოზიდვას შეუწყო ხელი.
"ყველაფერი ერთად იმის საფუძველია, რომ ერთ წელიწადში უკვე უამრავი მუდმივი მომხმარებელი გვყავს და გვაქვს რამდენიმე ფილიალი, რომელშიც 43 ადამიანია დასაქმებული. მომავალი წლისთვის ვგეგმავთ ბატონების კიდევ 10 ექსპრეს-ფილიალის დამატებას, რომლებსაც მთლიანად საკუთარი წარმოების პროდუქციით მოვამარაგებთ".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები