ნინო სალუქვაძე — პირველი ქალი სპორტსმენი, რომელიც მე-10 ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, პარიზში, მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე იასპარეზებს. ქართველი ჩემპიონისთვის ეს რიგით მე-10 ოლიმპიური თამაშია. გარდა ოლიმპიურ შეჯიბრებზე მოპოვებული მედლებისა და წარმატებისა, ნინო სალუქვაძე რეკორდსმენიც გახდა — ის პირველი ქალია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში 9-ჯერ მიიღო მონაწილეობა.
გზა მიზანში სროლამდე
ნინო სალუქვაძემ პირველად 1988 წელს სეულში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა და 25 მეტრიდან ტყვიის სროლაში ოქროს მედალიც მოიპოვა. ეს გამარჯვება დიდი შრომის, მანამდე კი იმ გადაწყვეტილების შედეგი იყო, რომელმაც ნინოს სამომავლო კარიერა ბავშვობიდან განსაზღვრა.
ნინოს ბავშვობაში კალათბურთის თამაში სურდა და მშობლებიც მხარს უჭერდნენ, თუმცა სიმაღლის გამო მწვრთნელმა ის გუნდში არ აიყვანა. ამის შემდეგ ნინომ მუსიკის გაკვეთილებზე დაიწყო სიარული, თუმცა ისიც და მშობლებიც ხვდებოდნენ, რომ ბავშვს სხვა ინტერესები ჰქონდა. მოგვიანებით, ნინოს მამამ — ვახტანგ სალუქვაძემ, რომელიც მიზანში სროლის მწვრთნელია, გადაწყვიტა, რომ შვილისთვის რამდენიმე გაკვეთილი ჩაეტარებინა. ნინო თითოეულ ვარჯიშს დიდი მონდომებითა და ინტერესით ესწრებოდა და შედეგმაც არ დააყოვნა: მიზანში პირველად სროლის შემდეგ აშკარა იყო, რომ ნინოს დიდი მომავალი ჰქონდა.
კარიერული მიღწევები
2024 წელს ნინო სალუქვაძე ზედიზედ მე-10 ოლიმპიურ თამაშში იასპარეზებს. ლეგენდარული ქართველი ჩემპიონი მსოფლიომ 1988 წლის თამაშებიდანვე გაიცნო, როცა ნინომ ოქროს მედალთან ერთად 10 მეტრიდან ტყვიის სროლაში ვერცხლის მედალიც მოიპოვა. 2008 წელს პეკინში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ნინოსთვის რიგით მე-6 იყო, ქართველმა ჩემპიონმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი და 9 ოლიმპიური თამაშის მონაწილე, ნინო სალუქვაძე, ასევე მრავალგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. თავისი კარიერის განმავლობაში ნინო სალუქვაძემ მსოფლიო რეკორდები 20-ჯერ დაამყარა, ხოლო მიზანში სროლის მსოფლიო ჩემპიონატი 7-ჯერ მოიგო. რაც შეეხება თასის გათამაშებებს, ქართველი ჩემპიონი მსოფლიო თასების გათამაშების 17-გზის გამარჯვებულია, მსოფლიო სუპერ თასის გათამაშების კი 9-გზის მფლობელი.
ფოტო: Alamy
ნინო სალუქვაძე ტყვიის მსროლელთა ქალთა ეროვნული ნაკრების ლიდერია და საქართველოს სახელით არაერთ შეჯიბრში ასპარეზობს. როგორც ნინომ აღნიშნა, მისი წარმატებები საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი და 2024 წლის ოლიმპიადის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ეს ჩემთვის კი არა, ჩემი ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და მსოფლიო მოსახლეობის ალბათ 80%-მა არც კი იცის, სად მდებარეობს ის. ასე რომ, თუ ამას მივაღწევ, იქნებ ჩემს პატარა, უმშვენიერეს სამშობლოზე შეიტყონ", — განაცხადა ნინო სალუქვაძემ.
მიზანში მსროლელი დედა-შვილი
ბავშვობაში ნინო სალუქვაძის მწვრთნელი მისი მამა, ვახტანგ სალუქვაძე იყო, თუმცა მიზანში სროლა არც ოჯახის სხვა წევრისთვისაა უცხო. ნინოს შვილი, ცოტნე მაჭავარიანი, დედის კვალს მიჰყვება და ტყვიის მსროლელთა ვაჟთა ნაკრების წევრია. ხორვატიის ქალაქ ოსეკში გამართულ გრან პრიზე ვაჟთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოლიმპიადაზე გამოჩენისას დედის მსგავსად საზოგადოების ყურადღება ცოტნე მაჭავარიანმაც მიიპყრო. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე ნინო და ცოტნე პირველი დედა-შვილი გახდა, რომელმაც ოლიმპიადაზე ერთად იასპარეზა. რაც შეეხება 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს, ნინო სალუქვაძის თქმით, მონაწილეობისკენ მამამ და ცოტნემ უბიძგეს.
ასე რომ, მრავალგზის ჩემპიონ ნინო სალუქვაძეს წინ კიდევ ერთი ოლიმპიური თამაში ელის. როგორც ქართველი სპორტსმენი ქალი აღნიშნავს, მიზანში სროლისთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.
"ფიზიკურად დიდი მომზადება არ გჭირდება, უბრალოდ, ხელში პისტოლეტი უნდა დაიკავო. ჩვენი სპორტი უმეტესწილად ფსიქოლოგიური გამოცდაა, საკუთარი აზრების კონტროლი უნდა შეძლო", — დასძინა ნინო სალუქვაძემ.
2024 წლის ოლიმპიური თამაშები, სადაც ნინო სალუქვაძე მეათედ იასპარეზებს, 26 ივლისს გაიხსნება. თამაშები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება, მონაწილეები კი ერთმანეთს 329 სპორტის 32 სახეობაში შეეჯიბრებიან.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები