ირაკლი ღარიბაშვილი

19 Jul. 2023, 18:41

საკვირველი კი არა, ეს არის გამაოგნებელი, როცა ომში მყოფი ხელისუფლება იცლის და დროს ხარჯავს, კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულიანტობით, ასე ვთქვათ, მთელ მსოფლიოს ცდილობს თავს მოახვიოს საკუთარი ძალიან ბევრი ტყუილი, ვითომ იგი მოწამლეს, აწამეს და ა.შ.

საერთოდ გაუგებარია და კითხვა მინდა, დავსვა საჯაროდ [...], ეს ხომ არ ადასტურებს კიდევ ერთხელ ჩვენ მიერ მანამდე გაცხადებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხომ არ ამყარებს, თუნდაც, მათი განსაკუთრებული დაინტერესება სააკაშვილის მიმართ, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსვლის დროს იყო ინფორმირებული წინასწარ?!

მე ლოგიკური კითხვები მიჩნდება და ამას, რა თქმა უნდა, ამყარებს ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენს სამსახურებს ჰქონდათ მიღებული და მტკიცებულებები, რომლებიც მოიპოვა გამოძიებამ, იმასთან დაკავშირებით, რომ როცა ჩამოვიდა სააკაშვილი, შემოიპარა კონტეინერით, მან უკრაინაშიც დაარღვია კანონი, უკრაინაშიც ანალოგიურად, უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, უკრაინის კანონმდებლობით საზღვრის უკანონოდ კვეთა ნიშნავს დანაშაულის ჩადენას.

კითხვა ისმის, რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირების მოხდენა? მეტიც, არა თუ რეაგირება და გამოძიება არ დაიწყეს, არამედ სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას, თუ არ ვცდები, მრჩეველია ის უკრაინის პრეზიდენტის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…