აბიტურიენტების კლუბი — ალტე უნივერსიტეტის პროექტი მოსწავლეებისთვის
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
აბიტურიენტობა გამოწვევებით სავსე პერიოდია, რომელსაც ხშირად დაძაბულობა და სტრესი ახლავს თან. ამ დროს განსაკუთრებით არ გვასვენებს ეჭვები და კითხვები, რომლებიც ჩვენს პროფესიულ არჩევანს, მისწრაფებებსა და თავდაჯერებას თავდაყირა აყენებს და თვითრწმენის შენარჩუნება გვიჭირს.
სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, ვინც იმავე პროცესს გადის და, მეორე მხრივ, პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანების რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც საჭირო რჩევებით გვამარაგებენ და გვაიმედებენ.
ალტე უნივერსიტეტმა მოსწავლეებისთვის აბიტურიენტობის პერიოდში მხარდაჭერისთვის აბიტურიენტების კლუბის წამოწყება გადაწყვიტა, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბით ათასობით უფროსკლასელი მოსწავლე გააერთიანა.
აბიტურიენტების კლუბი — როგორ გაჩნდა პროექტის იდეა?
აბიტურიენტების კლუბი ერთ წელზე ნაკლებია, რაც არსებობს და ამ მცირე პერიოდში, უკვე შეძლო და სხვადასხვა აქტივობის, ვორქშოფის, რჩევის გაზიარებით, 4 400-ზე მეტ აბიტურიენტს დახმარებოდა დატვირთული გრაფიკის ფონზე სოციალიზაციაში, პროფესიის არჩევასა და ერთიანი ეროვნული გამოცდების მომზადების პროცესში.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
როგორც აბიტურიენტების კლუბის კოორდინატორი, ხატია მათიკოშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, იდეა წინა წელს გაჩნდა და საბოლოოდ, კლუბი ოფიციალურად 5 ნოემბერს ჩაეშვა.
"ვფიქრობდით, როგორ შეგვეძლო აბიტურიენტებისთვის მხარი დაგვეჭირა, მათთვის რთული პერიოდი შეგვემსუბუქებინა და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებაში დავხმარებოდით. არ გვინდოდა, რომ სტანდარტული, მრავალჯერ ნაცადი აქტივობები დაგვეგეგმა. ამასთან, მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა არაფორმალური, მეგობრული გარემოს შექმნა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენთვის იმთავითვე პრიორიტეტი იყო მთელი საქართველოს მასშტაბით მცხოვრები უფროსკლასელი მოსწავლეების ჩართვა. საბოლოოდ კი, აბიტურიენტების კლუბზე შევაჩერეთ არჩევანი, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატშია და აერთიანებს ყველას, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად", — გვეუბნება ხატია.
აბიტურიენტების კლუბის დაარსებიდან 9 თვეზე ნაკლები გავიდა, თუმცა უკვე ათასობით სტუდენტს აერთიანებს. ამ პერიოდის განმავლობაში ალტე უნივერსიტეტმა რეგიონებში 40-ზე მეტი ვიზიტი დაგეგმა. სულ რეგიონებიდან 1000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო აბიტურიენტების კლუბის ღონისძიებებში, რომლებიც არამხოლოდ უნივერსიტეტის შესაძლებლობების წარდგენას, არამედ არაერთ თავშესაქცევ, ინფორმაციულ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხს აერთიანებდა.
"აბიტურიენტების კლუბის ფორმატი სრულიად ახლებური კონცეფციისაა და უფროსკლასელებს მრავალფეროვან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს ვთავაზობთ.ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერის დაგეგმვის მიმართულებით არსებული გამოწვევებია, იმიტომ რომ აბიტურიენტობისას სკოლის მოსწავლეები ხშირად ბოლომდე არ არიან დარწმუნებულები, სად ხედავენ თავს. ჩვენ კი, კლუბის ფარგლებში დაგეგმილი პროფესიული ორიენტაციის შეხვედრებითა და პერსონალური კონსულტანტის სერვისის საშუალებით, მსურველებს საინტერესო რეკომენდაციებს ვუზიარებდით და რა თქმა უნდა, კვლავ გავუზიარებთ", — აღნიშნავს ხატია.
ამბასადორი აბიტურიენტები
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
აბიტურიენტების კლუბის ჩამოყალიბებასთან ერთად, იმისთვის, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებთან მუდმივი კავშირი შეენარჩუნებინათ, ალტე უნივერსიტეტმა პროცესში ამბასადორი აბიტურიენტები ჩართო. ისინი უნივერსიტეტის ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართული და სხვა აბიტურიენტების, თანატოლების, ჯგუფელების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებაზე იყვნენ ორიენტირებული.
"ამბასადორი აბიტურიენტები სხვა მოსწავლეებთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში დაგვეხმარნენ. ისინიც სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ, ხვდებოდნენ ადგილობრივებს, ისმენდნენ, თუ რა თემაზე, ვისთან ისურვებდნენ შეხვედრას და შემდეგ, მოსაზრებებსა და იდეებს გვიზიარებდნენ. ისინი, ასე ვთქვათ, კურატორები იყვნენ და გვეხმარებოდნენ შეხვედრებისა თუ ვორქშოფების დაორგანიზებაშიც. ვთვლით, რომ ეს უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის და აბიტურიენტებისთვის ნამდვილად უპრეცედენტო შესაძლებლობა იყო".
აბიტურიენტების კლუბის აქტივობები
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
აბიტურიენტების კლუბმა დაარსებიდან დღემდე 70-ზე მეტი მოკლე და გრძელვადიანი პროექტი განახორციელა, რომელთა უმეტესობაში რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები იყვნენ ჩართული.
ხატიას თქმით, ალტე უნივერსიტეტისთვის თავიდანვე ის იყო მნიშვნელოვანი, რომ გაეერთიანებინა არამხოლოდ ის აბიტურიენტები, რომლებიც მათთან ფიქრობდნენ ჩაბარებას, არამედ ყველა მოსწავლე, რომელსაც სირთულეებთან გამკლავებაში მხარდაჭერა სჭირდებოდა.
სწორედ მხარდაჭერის სურვილმა განაპირობა აბიტურიენტების კლუბის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის — საგნობრივი ვორქშოფების ჩატარება.
"მაგალითად, ამ დრომდე აქტიურად ვატარებთ ტრენინგებსა და ვორქშოფებს ყველა იმ საგანში, რომელიც ბარდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ეს ყველაფერი კი მოსწავლეებს მეტად განვითარებასა და კიდევ უფრო სიღრმისეული ცოდნის მიღებაში ეხმარებათ".
აბიტურიენტების კლუბმა წარმატებით მოაწყო ბანაკიც, რომელში ჩართვის სურვილი, საქართველოს მასშტაბით, 700-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. ხატიას თქმით, ბანაკის გამოცდილება აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო და ის მუხტი და ერთიანობა, რაც იქ იგრძნეს, დიდხანს გაჰყვათ.
"ვცდილობთ, რომ ყველა აქტივობა, შეხვედრა თუ საგანმანათლებლო კონკურსი მაქსიმალურად იყოს მორგებული აბიტურიენტების სურვილებსა და ინტერესებზე. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი სპიკერის შერჩევაზეც კი საკმაოდ ბევრს ვფიქრობთ და შედეგიც შესაბამისია — სულ უფრო ვიზრდებით, მეტი ადამიანიც იგებს ჩვენს შესახებ და ერთგვარი ქსელიც შევქმენით, რომელიც მოზარდების გაძლიერებაზეა მიმართული", — გვეუბნება ხატია.
გარდა ამისა, აბიტურიენტების კლუბის კიდევ ერთი გამორჩეული აქტივობა ბოლო ზარის წვეულება იყო, რომელიც სკოლის დამთავრებისას მოსწავლეებისთვის გამართეს და ახალგაზრდებს დაუვიწყარი გამოცდილება შეუქმნეს.
სამომავლო გეგმები
ამ დროისთვის, ალტე უნივერსიტეტის მთავარი მიზანი აბიტურიენტების საგამოცდო პერიოდში მხარდაჭერა, უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე მათ გვერდში დგომა და მათ კითხვებზე დროული რეაგირებაა. ხატია გვეუბნება, რომ ალტე უნივერსიტეტის გუნდის თითოეული წევრი, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ აკადემიური პერსონალი, აქტიურად ცდილობს აბიტურიენტების კლუბის წევრების გამხნევებასა და რეკომენდაციების მიცემას.
სამომავლოდ კი გეგმავენ, კიდევ უფრო გაზარდონ აბიტურიენტების კლუბი და მეტი ადამიანი დააინტერესონ.
"გვინდა, მომავალი აბიტურიენტების წელი იყოს აქტიური, მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტებით დახუნძლული. გვინდა, მეტ აბიტურიენტს მივწვდეთ და კიდევ უფრო #შევუმსუბუქოთაბიტურიენტობა".
ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ ხარ აბიტურიენტების კლუბის წევრი, შეუერთდი Facebook ჯგუფს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები